ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

და შექნმა ღმერთმა ვირუსები…

ადამიანი და ვირუსი

…ხოლო მათგან ადამიანი.

ვინ არ გაიტანა ნაგავი?

მკვლევარები ამ გამოცანას ჯერ კიდევ 2001 წელს წააწყდნენ, როდესაც ადამიანის გენომის გაშიფრვა დაიწყეს. მასში იმაზე ნაკლები აქტიური ელემენტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ _ 5 ჯერ ნაკლები მაინც… აქედან ნახევარი საერთოდ უსარგებლო იყო _ არ მუშაობდნენ. გამოიყურებოდნენ როგორც გარეშე სხეულები. ან გაფუჭებულებს გავდნენ. ერთი სიტყვით “ნაგავი გენები”. სწორედ ასე უწოდებდნენ ნუკლეოტიდების ამ გაუგებარ თანმიმდევრობებს მეცნიერები. და სულ ცოტა ხნის წინ გახდა ნათელი: ეს სულაც არაა ნაგავი, არამედ ნაწილებია… სხვადასხვა ვირუსების ნაწილები. და ჩვენ მათით ვართ “მოქსოვილნი”.

_ უკანასკნელი მეცნიერული მოცანემების თანახმად, ჩვენი გენომი ნახევრად ვირუსების დნმ–საგან შედგება _ ამბობს ბრიტანელი დოქტორი ფრენკ რაინი (გახმაურებული წიგნების “ვირუსი X”, “ვიროლუცია” და “განკითხვის დღის გენი” ავტორი).

პირველები დედამიწაზე

ვირუსი _ დედამიწაზე მაცხოვრებელი უმარტივესი არსება. ისინი ისეთი მარტივებია, რომ მეცნიერებს ბოლომდე ჯერაც ვერ გაურკვევიათ ცოცხალია თუ არა…

შესაძლებელია, რომ ვირუსები პირველი გაჩნდნენ დედამიწაზე, მათი ნაწილი ბაქტერიებად განვითარდნენ. დანარჩენებმა ბაქტერიებში შეღწევა და მათში ახალი დნმ–ების შექმნა დაიწყეს. და დაიწყეს ორგანიზმებმა ზრდა. დაიწყო ევოლუცია (არის ესეთი ჰიპოთეზა).

ცოცხალ უჯრედში შეღწევისას, ვირუსი დნმ–ს ნაწილაკს აშენებს და მატარებლის გენომში ანთავსებს. ამის შემდეგ, ეს ნაწილაკი თავისი ასლების შექმნას იწყებს. ვირუსს, რომელიც გარედანაა ჩანერგილი, ეკზოგენურს უწოდებენ. გენომში მის შთამომავალს _ ედნოგენურს. ზუსტად ასეთი ვირუსები ხდებიან ორგანიზმის ნაწილები.

და თუ ვირუსი ხვდება სასქესო უჯრედში _ დედის (კვერცხუჯრედი), ან მამის (სპერმატოზოიდი), ასეთ შემთხვევაში მას აქვს ყველა შანსი იმისთვის რომ მოხვდეს ორგანიზმის ნებისმიერ ადგილას. ვირუსი ასევე გადაეცემა შთამომავლობას “მემკვიდრეობად” დანარჩენ გენომთან ერთად. სწორედ ასეთი ვირუსული ნაწილები დავაგროვეთ მთელი ჩვენი ევოლუციის განმავლობაში, რომლებიც ჩვენი გენომის თითქმის ნახევარს შეადგენს.

მშვიდობიანი თანაცხოვრება

სინამდვილეში, ადამიანი სიმბიოზის პროდუქტია, ანუ ვირუსის და ადამიანის შედარებით მშვიდობიანი თანაცხოვრების _ ამბობს ფრენკ რაინი. _ ისინი რომ არა, ჩვენც არ ვიქნებოდით, ან სულ სხვანაირები ვიქნებოდით…

“სტუმრების” უმეტესობა, რომლებიც ჩვენ გენომში გვხვდებიან, მიძინებულები არიან და თითქმის არანაირად ავლენენ თავიანთ თავს. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებს მათი ნამუშევარი ჯერ არ აღმოუჩენიათ. მაგრამ ზოგიერთების ქმედება ნათლად ჩანს. მაგალითად, ენდოგენური ვირუსების დამსახურებით გახდა შესაძლებელი ჩასახვა _ ჩვენი განვითარების საფუძველი. იმუნოლოგები დიდხანს იტეხდნენ თავს იმაზე, თუ რატომ არ ებრძვიან მომავალი მამის სპერმატოზოიდებს (რომლებიც იდეაში უცხო სხეულებია) დედის T-ლიმფოციტები, მაშინ როდესაც უმოწყალოდ ანადგურებენ სხვა უცხო ქსოვილებს. თურმე ეს ვირუსების დამსახურებაა _ მათ დაბლოკეს იმუნური მცველი უჯრედების აქტივობა.

მეცნიერებმა, პროცესს, როდესაც ჩასახლებული ვირუსი მატარებლის სასარგებლოდ იწყებს მუშაობას, “მოლეკულური გაშნაურება” უწოდეს. დანიელმა გენეტიკოსებმა დაამტკიცეს: უმაღლესი მაიმუნების დიდ ნაწილს, 2 ვირუსი ეხმარება დედის პლაცენტის აშენებაში. ძველმა წინაპრებმა ისინი დაახლოვებით 43 მილიონი წლის წინ “აიკიდეს” და წარმატებით “მოიშნაურეს”.

სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენს თანამაცხოვრებლებს არა მარტო სიცოცხლეს, არამედ გონებასაც შეიძლება უნდა ვუმადლოდეთ. რადგანაც მაიმუნებს, ადამიანისმაგვარებსაც კი, ენდოგენური ვირუსები გენომში ჩვენზე ნაკლები აქვთ. თან მნიშვნელოვნად.

ევოლუციის ინსტრუმენტები

დარვინისტებისთვის ვირუსები _ ესაა დედა ბუნების ინსტრუმენტები. მათი მეშვეობით ბუნება არსებებს სრულყოფდა და აგუებდა გარშემო სამყაროს ცვლილებებთან. სხვებს კი ხოცავდა. ან არ აგუებდა და ისინი თავისით შენდებოდნენ.

“გაქაჩული” კრეაციონისტები ვირუსებში ღვთაებრივ ინსტრუმენტებს ხედავენ, რომელთა მეშვეობითაც შემქმნელს თავის საწყის გეგმებში კორექტივების შეტანა უწევს. ღმერთი ვირუსებით სჯის და ასევე მათითვე შველის…

ცნობილი გენეტიკოსი და პროექტ “ადამიანის გენომი” ხელმძღვანელი ფრენსის კოლინზი დარწმუნებულია, რომ ევოლუცია ღმერთის ორგანიზებულია და ის მას დღესაც მართავს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა, როდესაც ადამიანის შექმნა მოინდომა, ის ააწყო არა მოლეკულებისგან, არამედ ჯერ ვირუსები შექმნა, ხოლო შემდეგ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ისინი თავად “აწყობილიყვნენ” ადამიანად. ამას დაახლოვებით მილიარდი წელი დასჭირდა. ჩვენი დროით რათქმაუნდა ბევრია, მარა ღმერთს დროის თავისებური გაგება შეიძლება ჰქონდეს.

ვინაა მართალი _ ევოლუციონისტები თუ კრეაციონისტები, ალბათ არასოდეს გახდება ცნობილი. ორივე მხარე კი ერთ რამეში აშკარად თანხმდება: ნებისმიერ შემთხვევაში _ ღმერთის ხელი ურევია თუ ბუნებამ თავისით მოაწყო ყველაფერი ასე, იდეა ბაქტერიების შესახებ  გენიალურია.

სპეციალისტების აზრი
ენდოგენებმა მაიმუნი ადამიანად აქციეს
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის გენების სტრუქტურის და ფუნქციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ევგენი სვედლოვი:

_ ოდესღაც, ჩვენი და ჩვენი წინაპრის _ შიმპანზეს საერთო წინაპრის პოპულაციის ნაწილს გენომი შეეცვალათ, რამაც განვითარების პროგრამის ცვლილება გამოიწვია. ამ პოპულაციის იმ ნაწილმა, რომლისგანაც შემდგომში ადამიანი წარმოიშვა, შეჩერება დაიწყეს განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე _ იმ პერიოდზე, როდესაც მთელი გონება ისტენსიურ სწავლაზეა მომართული. ეს რეტროვირუსების დამსახურება იყო.

საბოლაო ჯამში, მაშინ როდესაც მაიმუნები უვკე დამოუკიდებლად ნადირობდნენ და მრავლდებოდნენ, ადამიანის წინაპრები ჯერ ისევ დედას არ შორდებოდნენ და სწავლობდნენ, სწავლობდნენ, სწავლობდნენ… შეიძლება ითქვას, რომ ძველ მაიმუნებთან შედარებით, რომლებიც თავიდანვე სამუშაო პროფესიეს ითვისებდნენ, ადამიანის წინაპრები იღებდნენ არა მცირე, ან საშალო, არამედ უმაღლეს განათლებას და სწავლული ინტელიგენტები ხდებოდნენ.

პატარა ხელოვანი ნატურები
კალიფორნიის უნივერსიტეტში ვირუსების კვლევის ცენტრის დირექტორი ლუის ვილერიალი:

_ სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ვირუსები იქნებიან. და ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციაში. მე ვიტყოდი ისინი არიან ყველაზე ხელოვანი გენეტიკური ორგანიზმები, მათ შორის რომლებიც ჩვენ ვიცით.

წინაპრები კინაღამ გაქრნენ
ვირუსოლოგი, ბიოლოგიური მეცნიერებების კანდიდატი, უფროსი სამეცნიერო მუშაკი მიხეილ სუპოტინცკი:

_ ვირუსებს არ გააჩნიათ ქსოვილოვანი აგებულება, არ შეუძლიათ ცილების სინთეზირება და მრავლდებიან მხოლოდ მაღალგნავითარებული სიცოცხლის ფორმების ქსოვილებში. გენომის რეტროელემენტების ფორმირებას საფუძვლად უდევს ერთი თანმიმდევრობა: დნმ–ის ასლის გადაღება რნმ–ს მოლეკულევიდან სპეციალური ფერმენტის მეშვეობით. შემდეგ დნმ–ის ასლი ქრომოსომაში იდება. ეს გენომის ზრდის და გართულების ძალიან ძველი პროცესია, ის ჯერ კიდევ უმარტივესი არსებების დროს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიცოცხლის იმ ფორმების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დღეს ცხოვრობენ. ადამიანის გენომის რეტროელემენტების 8% წარმოადგენენ ენდოგენური ვირუსების კლასს. ეკზოგენური ვირუსებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ადამიანის იმუნოდეფიციტი, მათ არ შეუძლიათ ინფექციური ვირუსული ნაწილაკების ფორმირება. თუმცა, ყველა ენდოგენები ოდესღაც ეკზოგენური ვირუსები იყო და ჩვენ ორგანიზმში ეპიდემიების შედეგად მოხვდნენ, ისეთების როგორებიც დღესაა, მაგალითად აივ/შიდსი. რა სახის კატასტროფები სდევდა თან გარე ეკზოგენური ვირუსების ჩაშენებულ ენდოგენურებად გადაქცებას უცნობია და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ.

გენეტიკური კვლევები ამტკიცებენ, რომ ჩვენი სახეობის ხალხი დაახლოვებით 70 ათასი წლის წინათ გადაშენების პირას იყვნენ. მაშინ მათი პოპულაცია არაუმეტეს 3 ათასს შეადგენდა. კიდევ უფრო ადრე _ 1.2 მლნ წლის წინ, ადამიანის უცნობი წინაპრის რიცხობრიობა არაუმეტეს 26 ათასს ითვლიდა. სავსებით შესაძლებელია, რომ რიცხობრიობის მკვეთრი შემცირება რეტროვირუსების დამსახურება იყო. ენდოგენურად გადაქცევის შემდეგ, რეტროვირუსები გადაადგილდებიან გენომში, მართავენ სხვა გენებს და შესაძლებელია ისევ დაიწყონ ვურუსული ნაწილაკების ფორმირება. ამიტომ, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ რეტროვირუსები ბუნებაში ორ ფაზაში არსებობენ _ ენდოგენურ და ეკზოგენურ, მაგრამ ეს ფაზები მხოლოდ გეოპოლიტიკური ეპოქების ჩარჩოებში გძელდება… ანუ ათასწლეულების და მილიონწლეულების განმავლობაში.

და ამ დროს
ბაქტერიოფაგები პარალიზებულებს ფეხზე დააყენებენ

ბერკლიში (აშშ) არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი სენგ–ვუკ ლი თვლის, რომ ვირუსების დახმარებით შესაძლებელია ნერვული ქსოვილების აღდგენა. და ამით ზურგის ტვინით ტრამვიანი პაციენტების მორჩენა. მეცნიერების აზრით, “მკურნალები” გახდებიან ე.წ. ბაქტერიოფაგები _ ვირუსები, რომლებიც მხოლოდ ბაქტერიების ქსოვილებს აზიანებენ. თუმცა მათ შეუძლიათ ისეთი ქსოვილების შექმნა, რომლებიც ცხოველების ორგანიზმში არსებულებს გავს.

იდეა შემდეგში მდგომარეობს: შეიცვალოს ბაქტერიოფაგის გენეტიკური კოდი, იმსათვის, რომ მან შექმნას უჯრედისათვის აუცილებელი ცილები. მაგალითად ნეირონები. სწორედ ისინი დაიკავებენ დაზიანებული უჯრედების ადგილს და შეაერთებენ გახლეჩილ ზურგისტვინს.

_ ვირუსები _ ჭკვიანი მატერიალებია _ ამბობს ლი. _ მხოლოდ ერთ–ერთი მათგანის გენომის მოდიფიცირებით თქვენ იღებთ კოლონიებს, რომლებიც მილიარდობით ასეთივე ფაგისაგან შედგება და მზად არიან გამრავლებისთვის.

მეცნიერებმა უკვე გამოზარდეს “ვირუსული” ნეირონები მენზურაში. შემდეგი მიზანი _ მათი ცოცხალ ორგანიზმში გამოზრდა. თავიდან თაგვებში….

შეიძლება დაგაინტერესოთ
მეცნიერებმა მკვდარი მატერია გააცოცხლეს
წყალი და მისი მეხსიერება

One response to “და შექნმა ღმერთმა ვირუსები…

  1. dj-guro January 20, 2011 at 9:26 PM

    ბლიაა! BioShock-ი მომწონს მე თამაში და რეალობაში ვაფშე არ დამევასებოდა მასეთი მუტანტი როჟების ნახვა.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: