ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ანაბელა კარდოზო. იტკ: კონტაქტი სხვა რეალობასთან? (პირადი გამოცდილება)

electronic voice phenomenon

Electronic Voice Phenomenon

ელექტრონული ხმოვანი ფენომენის თემის გაგრძელება:

ანაბელა კარდოზო _ პორტუგალიის გენერალური კონსული საფრანგეთის ალპურ რეგიონში _ რონაში. ამ მომენტში ცხოვრობს ლიონეში (საფრანგეთი). ტრანსკომუნიკაციით 1997 წლიდანაა დაკავებული.”ტრანსკომუნიკაციის ჟურნალის” (ITC Journal) მთავარი რედაქტორი.

ჩემი პირადი გამოცდილება ტრანსკომუნიკაციაში დაკავშირებულა ჯგუფ “დროის ნაკადთან” (Rio do Tempo).

3 მეგობრისგან შემდგარ მცირე ჯგუფთან ერთად (კარლოს ფერნანდესი, რომელიც ეხლა “ტრანსკომუნიკაციის ჟურნალის” ტექნიკური რედაქტორია, და ასევე ზღვაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 18 წლის ბიჭის მშობლები) 1997 წლის ოქტობრის ბოლოდან დავიწყე ტრანსკომუნიკაციის სეანსების ჩატარება. მოგვიანებით კლაუს შრაიბერის მეთოდის გამოყენებით (სისტემა”კამერა-ეკრანი” უკუკავშირით), ჩვენ ასევე ვცდილობდით ვიდეოგამოსახულებების მიღებას და მეორე თუ მესამე ცდიდან უკვე გარკვეულ წამრმატებასაც მივაღწიეთ. ერთ-ერთი ყველაზე იოლად გასარჩევი გამოსახულება ეს იყო შავ-თეთრი დოგის გამოსახულება, რომელიც მე ბედის ანაბარა მიგდებული ვიპოვე და 2 წელი ვუვლიდი, მანას სანამ არ მოკვდა. 1998 წლის 17 იანვარს, ჩვენ მივიღეთ პირველი პარანორმალური ხმა, რომელიც ძალიან სუსტი იყო და ჩურჩულს წააგავდა. ამ დღეს ხმის წყაროს მხარდამჭერი მოწყობილობის სახით ჩვენ ვყენებდით გერმანულენოვან რადიოპროგრამას მოკლეტალღურ დიაპაზონზე, მე დავსვი კითხვა, მართალია თუ არა, რომ კონტაქტების დაყარებაში ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი არის ის, რომ სულიერი არსებები ცდილობენ ჩვენ დაცვას ნეგატიური გავლენისგან? პასუხი «Si» (“დიახ”) მოვიდა ესპანურად ქალის სუსტი ხმის სახით, რომელიც გერმანული მონოლოგის შუაში გაჩნდა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე რეგულარულად დავწყეთ ხმების მიღება ჩემ სახლში ესპანეთში, სადაც ვცხოვრობდი იმ მომენტში. ამის შემდეგ, მე დავიწყე საენსების დამოუკდებლად ჩატარება კვირაში სამჯერ და მეტჯერ. ყველა ამ სეანსის დროს ჩვენ უამრავ კითხვას ვსვამდით რომლებიც იყო ფილოსოფიური, ტექნიკური, საყოფაცხოვრებო ხასიათის, სამყაროს შესახებ, სად იმყოფება ჯგუფი “დროის ნკადი” და ა.შ. მე აევე შევეცადე შემექმნა მონაცემთა ბაზა სადაც თავმოყრილი იქნებოდა ტენიკური ინფორმაცია და აღწერილი იქნებოდა “თეთრი ხმაურის” ყველაზე შესაფერისი წყაროები, მოწყობილობების ყველაზე მოსახერხებელი განლაგება, შესაფერისი საათები კონტაქტებისთვის და სხვა ცვლადები, რომლებსაც, როგორც ვთვლიდი გავლენა ექნებოდათ  რეზულტატებზე. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, მე წავიკითხე მეგი ჰარში-ფიშბაჰის და ლეო ლოჩერის წიგნი “ტექნიკური კონტაქტები იმ სამყაროსთან” სადაც ვიპოვე მინიშნებები, რომლებიც მე ძალიან დამეხმარნენ. პირველ დღეებში, იქ მოყვანილ რეზულტატებს იმდენად არაორდინალუად ვთვლიდი ხარისხით და შემადგენლობით, ხოლო იმქვეყნიური თანამოსაუბრეების აღწერილობა იმდენად განსხვავდებოდნენ ჩემი კონცეფციებისგან, რომ თავიდან წაკითხულს არც ვაკრიტიკებდი. თუმცა, “ტექნიკოსის” სწავლებებით მოხიბლული, მე რჩევისათვის დავუკავშირდი ჩემ პორტუგალელ მეგობარს, რომელიც კარგად იყო ინფორმირებული ტრანსკომუნიკაციის და იმქვეყნიურთან სხვა კონტაქტების შესახებ, რომლის რჩევითაც მე დავუკავშირდი კარლოს დე ალმეიდეს, რომელიც, თითქოს, პორტუგალიური ჯგუფის სადგურ “დროის ნაკადის” ხელმძღვანელი იყო და რომელიც დახმარებას და დაცვას უზრუნველყოფდა ყოველი სესიის დასაწყისში.

1998 წლის 11 მარტს, საღამოს 7:30-ზე სახლში ვიყავი ჩემ ძაღლებთან ერთად და დავიწყე ტრანსკომუნიკაციის სეანსი ისევე როგორც ყოველთვის. და გავოცდი, როდესაც პირდაპირი პასუხი მივიღე ერთ-ერთი ძველი ლამფური რადიოდან, რომელიც მოკლე ტალღებზე იყო მომართული და რომელსაც მე იმ მომენტისათვის “თეთრი ხმაურის” წყაროდ ვიყენებდი. ხმა, რომელიც მე მპასუხობდა, შემდეგ ჩემთან დიალოგში ჩაერთო პორტუგალიურ ენაზე და ზოგჯერ ესპანურსაც ურევდა (ზოგჯერ უცნარური აქცენტით, რომელიც აფრიკულს მაგონებდა). ამ დღიდან მოყოლებული მე დავიწყე პირდაპირი რადიოხმების მიღება ხალხისგან, რომლებიც წარმომიდგნენ როგორც კარლოს დე ალმეიდა, ფილიპ ჯოან კოლბერტი, პედრო როუგი, ბორისი, ჰომერო, რამირო და სხვ.

ამავე წლის 28 მარტს ხმა 2 საათ-ნახევრის განმავლობაში ლაპარაკობდა კარლოს ფერნანდესის და ჩემი მოსამსახურე მუკეშ გუდალის თანდასწრებით, თუმცა ხმა ისეთივე მკაფიო აღარ იყო, როგორც პირველ სეანსზე. მე ძალიან მიჭირს იმ ემოციების აღწერა, რომლებსაც განვიცდიდი ამ ექსტრაორდინალური და მოულოდნელი ამბებისგან. მე აუცილებლად უნდა გადამელახა შიშის ბარიერი. მე არ მქონდა არანაირი სპირიტული გამოცდილება და იმ მომენტისთვის არ ვაწარმოებდი კვლევებს ფსიქიკური ფენომენების სფეროში. იმის მიუხედავად, რომ მე ძალიან დიდ ინტერესს გამოვხატავდი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის საკითხების მიმართ, ამ საქმეში მაინც დილეტანტი ვიყავი. ჩემი ტექნიკური ცოდნია იყო და რჩება საკმაოდ ზედაპირულ დონეზე, რადგანაც მე უფრო დიპლომატი ვარ, რომელიც ინტერესდება ეკოლოგიური საკითხებით, ვიდრე ინჟინერი ან ფიზიკოსი. მე ასევე დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია კომპიუტერთან მუშაობის საკითხშიც, რომელზეც პროგრამული უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო დაყენებული, რომლითაც მე ვგეგმავდი მიღებული ხმების ანალიზს.

მე ასევე არანაირი გამოცდილება არ მოქნია ვიდეო კამერასთან მუშაობაში. თუმცა პრობლემების მიუხედავად, ამ ადრეულმა კონტაქტებმა ცხოვრებაში ყველაზე საოცარი დრო მაჩუეს. მე ვატყობ, რომ მიჭირს თქვენთვის იმ გრძნობების გადმოცემა, რომელიც გეუფლება, როცა სხვა სამყარო რადიოს დახმარებით გესაუბრება. ეს შეუდარებელია. ხშირად მე თანამოსაუბრეების საკმაოდ მკაფიო იდენტიფიკაციას ვღებულობდი “დროის ნაკადის” სადგურზე მყოფი ჯგუფისაგან.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამ ჯგუფისგან ათასობით შეტყობინება მივიღე.

ხშირად, ჩემი თხოვნის შემდეგ, ისინი თავიანთ სახელებს მეუბნებოდნენ. ძირითადად ესენი იყვნენ ჩემთვის უცხო პირები, თუმცა მე ასევე მივიღე ხმები, რომლებიც წარომიდგნენ როგორც ჩემი ბებია, მამა და ძმა, რომელიც უეცრად დაიღუპა 1996 წელს. ერთხელ მე მივიღე ქალის სუსტი ხმა, რომელიც ბავშვის ხმას წააგავდა, ის წარმომიდგა როგორც “ნიშა”, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც ჩემთან 10 წელი ცხოვრობდა, მანამ სანამ არ მოკვდა. ამის შემდეგ ნიშა რადიოთი კიდევ რამდენჯერმე დამელაპარაკა ისევ იმ ბავშვური ხმით. ასევე მივიღე ძალიან მოკლე ხმა, რომელიც “ტექნიკოსის” ხმას წააგავდა, რომელიც ლუქსემბურგში ჩაიწერეს, მაგრამ ამ დროისათვის არც ლუქსემბურგთან და არც ვინმესთან, ვინც ტრანსკომუნიკაციაში პირდაპირ იყო ჩართული არანაირი კონტაქტი არა მქონდა. მე მართლა მჭირდებოდა დახმარება ამ საკითხებში ექსპერტებისაგან, იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე, მე არ გამაჩნდა საკმარისი ცოდნა სპირიტიზმის და ფსიქიკური კვლევების სფეროში. ხმები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველგან ჩემთან იყვნენ ძალიან მაბნევდნენ და მაშინებდნენ, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამბობდნენ: “წამო ყავა დავლიოთ”, “მე რადიოში ვარ” და ა.შ. და როცა ერთხელაც პლაჟიდან დავბრუნდი, ხმამ მითხრა: “წადი და ფეხები დაიბანე”.

როდესაც თანამოსაუბრის სახით მხოლოდ კარლოს ფერნანდესი მყავდა, რომელც მხლოდ ტექნიკური საკითხებით იყო დაინტერესებული, მე ძალიან ვნერვიულობდი ჭკუიდან არ შევშლილიყავი. თუმცა 2001 წელს, მოვლენათა საინტერესო განვითარების შედეგად, მე გავიცანი ფსიქოლოგიის ბრიტანელი პროფესორი დევიდ ფონტანა, რომელიც ფსიქიკური კვლევების აცოციაციის ყოფილი პრეზიდენტი იყო და მას საკმაოდ დიდი ცოდნა გააჩნდა პარაფსიქოლოგიის სფეროში. მას შემდეგ ის პირადად მეხმარებოდა ჩემს საქმიანობაში.

როცა პირველად მესტუმრა ჩემ სახლში, ლიონეში, სადაც მიდინარეობდა და ეხლაც მიმდინარეობს კონტაქტები, ის დაჯდა ჩემთან ერთად და, ისე რომ მე არ შემთანხმებია, რადიოხმებს სთხოვა გაემეორებინათ მისი ნაკარნახევი სიტყვები. ეს სიტყვები იყო “გამარჯობა დევიდ!” და “როგორ ხარ?”. ჩვენდა გასაკვირად ხებმა ხმამაღლა და გარკვევით გაიმეორეს ეს. მას შემდეგ, როდესაც ის ჩემთან ლიონეში მოდის, ზოგჯერ ხმები ისევ ესე ესალმებიან ხოლმე. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე არ ვიცოდი იმის შესახებ, რომ ის ამ პროტოკოლს გამოიყენებდა ტრანსკომუნიკაციაში პირველ შეხვედრაზე. აქედან გამომდინარე, ტრანსკომუნიკაციის ექსპერიმენტებში ჩემი რეზულტატების ახსნა იმით, რომ მე ფსიქოკინეზის საშუალებით ვახდენ ხმების გენერირებას არამართებული გამოდის. ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ უნდა დაგვეშვა, რომ ქვეცნობიერ დონეზე, მე მეცოდინებოდა მიზი ზრახვების შესახებ, და ასევე ქვეცნობიერ დონეზე ფსიქოკინეზის მეშვეობით ვუპასუხებდი რადიოხმების სახით. ესეთი დაშვება აშკარად აფსურდულია.

ის ინფორმაცია რაც “დროის ნაკადისგან” მივიღე, ემთხვევა იმას რაც მიიღეს ლუქსემბურგში და გერმანიაში. მაგალითად, ჩვენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ ინფორმაცია სადგურ “დროის ნაკადი”-ის შესახებ. ლუქსებმურგელებს უთხრეს, რომ კარლოს დე ალმეიდა პორტუგალიური ჯგუფის “დროის ნაკადი” ლიდერია. მანვე დამოუკდებლად წარმომიგდინა თავი. ლუქსემბურგელებს უთხრეს, რომ პორტუგალიურ ჯგუფში ასევე შედიან ბრაზილიელები და აფრიკელები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ მიერ მიღებულ ზოგ შეტყობინებას ბრაზილიური ან აფრიუკლი აქცენტი აქვთ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველას გვითხრეს, რომ იმ სამყაროში სხვა სადგურებიც არსებობს, რომლებიც კონტაქტის დამყარებას ცდილობენ ჩვენთან. აწ გარდაცვლილმა პიტერ ჰერტინგმა და კიდევ ერთმა მკვლევარმა მიიღეს შეტყობინებები არა “დროის ნაკადიდან” არამედ სხვა სადგურიდან. იმ არსებას, რომელთანაც ის კონტაქტში შევიდა ABX – Juno ერქვა. რადიოხმები ასევე ლაპარაკობდნენ “გადამცემ ცენტრზე” მათ სამყაროში…

ქვემოთ, მე მოკლედ ჩამოვწერ ამ შეტყობინებების შინაარსს (იტალიკით გამოყოფილია გადმოცემული ინფორმაცია, ბრჭყალებში ჩასმულია თანამოსაუბრეების ზუსტი სიტყვები)

სიკვდილის შემდეგ გადარჩენა _ ეს ბუნების კანონია.

ყველა ცოცხალი არსება _ ცხოველები, მცენარეები, ხალხი (შეიძლება მინერალებიც კი, თუმცა ჩემთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამთ), განიცდიან ფიზიკურ სიკვდილს“.

გადარჩენა არაა დამოკიდებული მორალურ პირობებზე, ეთიკურ თუ რელიგიურ ფასეულობებზე _ ეს გარდაუვალი ფაქტია.

“ჩვენი სამყარო ძალიან გავს თქვენსას, მაგრამ ბერად უფრო ლამაზია”.

შემდეგ სამყაროში “ყველა ცოცხალი არსება თანასწორია ერთმანეთის მიმართ” – მგონია, რომ ცხოველებიც და მცენარეებიც იღებენ ტრანსკომუნიკაციის მათ პროექტში მონაწილეობას.

ჩვენი სამყაროს გარდა “არსებობს კიდევ ბევრი სხვა ფიზიკური სამყარო“.
არსებობს ასევე ბევრი ტრანსფიზიკური სამყაროც, რომლებიც დამოკიდბულია მასში მობინადრე არსებების სულიერი განვითარების დონეზე (თუმცა, რათქმაუნდა, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრეები “სულიერ განვითარებაში” შეიძლება სულ სხვა რამეს გულისხმობდნენ, ვიდრე ამ ტერმინის ადამიანური ინტერპრეტაციაა).

“დროის ნაკადის” სამყაროს მაცხოვრებლების სხეულებიც _ ასევე “მატერიალური სხეულებია”.

“დროის ნაკადის” სამყაროს მაცხოვრებლებს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ორ ადგილას ყოფნა ერთდროულად. “ეს უნარები არსებობის ჩვეულებრივი პირობებია მათ სამყაროში”
მათი სამყაროს მაცხოვრებლები “ფიქრების მეშვეობით მოგზაურობენ

“დროის ნაკადის” მაცხოვრებლების სხეულები იმაზე ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე დედამიწაზე.

“ტანჯვა ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი განვითარებისთვის. დედამიწაზე ყველა სულიერი არსება განიცდის ტანჯვას”

“დროის ნაკადის” არსებებმა იციან იმათი აზრები და მოქმედებები, ვინც მათ დედამიწიდან ეკონტაქტება.
“დედამიწაზე ექსპერიმენტატორის მდგომარეობა გავლენას ახდენს მეკონტაქტეებზე” მაგრამ “მედიუმური თვისებები არაა საჭირო ტრანსკომუნიკაციისათვის”

რეინკარნაცია იშვიათი შემთხვევაა და ხდება “მაშინ, როდესაც სხვა გზა აღარაა”.

“ჯგუფური სული” _ “დროის ნაკადის” სამყაროში არსებული რეალობა. ლუქსემბურგში “ტექნიკოსმა” თქვა, არსის სხვადასხვა დონეების აღწერა, რომელიც მედიუმ ჯერალდინი კამინგსის მეშვეობით ავტომატური წერილის სახით ფრიდრიხ მაიერსს მიეცა, არის ყველაზე ახლოს შემდეგი სამყაროს აღწერილობასთან. (მაგალითად “კარლოს დე ალმეიდა გადავიდა მეოთხე დონეზე, სინათლის სამყაროში, რომელიც მზეს გავს”.)

“ჩვენ _ სივრცეში ვართ“. (საინტერესოა ამ ფრაზის შედარება ჩემ მიერ მიღებულ შეტყობინებებთან, რომლებიც რამდენჯერმე მივიღე: “თქვენ დროში ხართ, ჩვენ _ დროის გარეთ”, “ჩვენ სივრცის ნაპირზე ვცხოვრობთ”.)

არსებებს “დროის ნაკადის” სამყაროში, როგორც ჩანს კარგი იუმორის გრძნობაც აქვთ. მაგალითად, როდესაც მე ჩემ სტუდიაში შევდიოდი ჩემ წითურ კატასთან ერთად, მათ მითხრეს: “წადი კატა დაბანე _ ყვითელია”.

ჩანაწერების გაკეთების ტექნიკური პირობები

ისევე, როგორც სხვა ექსპერიმენტატორებმა, რომლებიც ტრანსკომუნიკაციით არიან დაკავებულები, მეც ავირჩიე რადიო, რომლის გამოყენებასაც ვაპირებდი, ასევე ავირჩიე ჩემ სტუდიაში მათი განლაგების ადგილებიც, დავაყენე მოწყობილობები და “მეორე მხარის” რჩევების თანახმად, ავირჩიე “თეთრი ხმაურის” ტიპი. ჩემი ექსპერიიმენტების 5 წლის განმავლობაში მე კიდევ რამდენიმე რადიო დავამატე მათი რჩევების თანახმად. ეხლა მე ვმუშაობ ოთხი თანამედროვე მოკლეტალღური რადიოთი (ორი Sony ICF SW77, ერთი Sony ICF SW7600G და ერთი Sony ICF SW7600GR). მე ასევე ვიყენებ პორტატულ მაგნიტოლას, რომელიც მომართულია ე.წ. “იურგენსონის ტალღაზე” (დაახლოვებით 1500 kHz). ამათ გარდა მე ვიყენებ 2 ძველ ლამფურ რადიოს, რომლებიც არანაირ ხმას არ გამოსცემენ, მარა მათი კვება ჩართულია. ისინი დაზიანდნენ ჩემი მუშაობის პერიოდში, იმიტომ რომ ზოგჯერ “დროის ნაკადი” მთხოვს მიმღებები კვირაობით დავტოვო ბოლო ხმაზე ჩართული, მანამ სანამ ისინი რაღაცებს არეგულირებენ. ესეთი რეჟიმი ახალ რადიო მიმღებებს არაფერს ვნებს, მაგრამ ძველ რადიოებზე დამღუპველი ეფექტი ჰქონდა. იმის გამოც, რომ მგონია ეს კონტაქტორებს ეხმარება, ყველაზე ძლიერი რადიომიმღების გვერდით მე განვათავსე სხვადასხვა ტიპის და ზომების კრისტალები. იმისათვის, რომ ჩამეწერა მათი და საკუთარი ხმები, მე დავამონტაჟე 2 მიკროფონი, რომლებიც მიქშერის გავლით CT – W806 DR კასეტურ დეკასთანაა მიერთებული.

როდესაც ლიონიდან ვიგოში მივდივარ, მე თან მხოლოდ “სონი”-ს 4 რადიო, ორი მიკროფონი, მიკშერი და მაგნიტოფონი მიმაქვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიონეშიც და ვიგოშიც, ჩემმა თანამოსაუბრეებმა მთხოვეს მათი მუშაობის დრო არ ჩამერთო კომპიუტერი. ეს შედარებით ახალი ასპექტია, იმიტომ რომ თავიდან მე მეჩვენებოდა, რომ კომპიუტერი გავლენას არ ახდენდა კონტაქტებზე. იგივე ეხება ჩემ მობილურ ტელეფონსაც, თუმცა არა ყოველთვის. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს მათ მშაობაში უშლით ხელს და ასეთ დროს, თუ არის ამისი აუცილებლობა, მე უნდა გავცდე შენობის საზღვრებს და ზოგჯერ ბაღსაც და დავტოვო სახლის მიმდებარე ტერიტორია (თუმცა, ჩემი ვიზიტორების ტელეფონები, თითქოს არანაირ გავლენას არ ახდენენ კონტაქტებზე, ასე რომ, როგორც ჩანს ეს საერთო წესი არაა).

მას შემდეგ, რაც პირდაპირი რადიოხმების მიღება დავიწყე, “დროის ნაკადმა” მითხრა, რომ აღარ ჩამეწერა მათი ხმები ლენტაზე, სხვა მოწყობილობის გამოყენებითაც კი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ რადიო და მაგნიტოფონური საუბრები, ესაა ტრანსკომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც შეიძლება არა ერთმანეთთან  თავსებადი. მაგალითად, მე შევამჩნიე, რომ მაშინ როცა, ხმები მაგნიტურ ლენტაზე ძალიან წააგავს იმას, რაც თანამოსაუბრეებს დედამიწაზე ცხოვრების დროს ჰქონდათ (ერთხელ ერთ-ერთი გარდაცვლილი თანამოსაუბრის ხმის ჩანაწერი დედამისს ჩავურთე და მან დაიყვირა: “საიდან გაქვს ჩემი შვილის ხმა?”), ეს თითქოს ასე არაა “პირდაპირი რადიოხმების” შემთხვევაში, როდესაც კონტაქტები გადამცემი სადგურით ხორციელდება (ამ შემთხვევაში “დროის ნაკადიდა”).

როგორც სხვა ტრანსკომინიკატორებმა ასევე მეც, როგორც უკვე ვახსენე ზევით, მივიღე ხმები სხვადასხვა ენაზე, რომლებსაც სრულყოფილად ვფლობ (პორტუგალიური, ინგლისური, ესპანური და გერმანული). თუმცა ბოლო დროს ყველა კონტაქტი პორტუგალიურ ენაზეა, მაგრამ როდესაც პროფესორმა ფონტანამ ზემოთ ნახსენები პროტოკოლის გამოყენებისას მათ სთხოვა ინგლისურად დალაპარაკებოდნენ, მათ ეს უპრობლემოდ გააკეთეს. ერთხელ, როდესაც პროფესორი ფონტანა მუშაობდა “მეორე მხარესთან” ჩვენ მოვისმინეთ ხმა ინგლისურ ენაზე, რომელცმაც თქვა: “დამეხმარე იმის დამტკიცებაში, რომ ცოცხალი ვარ” და მეორე ხმამ გვითხრა რომ “ხვალინდელ დღემდე დრო არ გვექნება” ჩვენი ექსპერიმენტებისთვის.

ადრე უკვე ავხსენი, რომ ჩემმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს იმის შესახებ, რომ მედიუმობა არაა აუცილებელი პირობა ტრანსკომუნიკაციისათვის და ეს ცოტა რთული საკითხია. ტრანსკომუნიკაციის ადრეულ დღეებში, ზოგიერთმა კონტაქტიორმა “მეორე მხრიდან” მიიღეს თხოვნა მედიუმების დახმარების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს სამუშაოს განვითარებასთან ერთად მედიუმობა აღარ გახდა აუცილებელი. ლუქსემბურგში “ტექნიკოსმა” თქვა რომ “შეტყობინებებში, რომლებსაც მედიუმები იღებენ ტრანსის ან ნახევარტრანსის მდგომარეობაში, მონაწილეობს მათი “ფსიქე”-ის ოთხი მეხუთედი და მხოლოდ ერთი მეხუთედი მოდის მეორე მხრიდან. ინსტრუმენტალური ტრანსკომუნიკაციის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა_ 4/5 მოდის მე-2 მხრიდან და მხოლოდ 1/5-ია ექსპერიმენტატორის “ფსიქე”” (Fischbach, Locher,1997). “ტექნიკოსმა” ასევე თქვა, რომ საბოლაო მიზანია  ტრანსკომუნიკაციური შეტყობინებების გადაცემა ადამიანის ფსიქეს მონაწილეობის გარეშე.

მე მგონია, რომ მედიუმიზმი ესაა ის, რაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია, მაგრამ მათ უმეტესობას არა აქვთ ეს საკმარისად განვითარებული. ფსიქიკური კვლევების ისტორიის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც ცხოველები გამოიყენებოდნენ მედუმებად ადამიანებისთვის. შეიძლება რომ მცენარეებსაც ჰქონდეთ მედიუმური შესაძლებლობები? აშკარაა რომ ისინი ცასა და დედამიწას შორის შუამავლები არიან, ამას მომწმობს მათი როლი დედამიწაზე სიცოცხლის უზრუნველყოფაში. მცენარეები ასევე სიმშვიდის და სიბრძნის წყაროა მათთვის, ვინც ირწმუნება, რომ ესმის მათი ხმები და გრძნობენ მათ ემოციებს. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანების და მცენარეების საუბრები ესაა მედიუმიზმის ფორმა. ნათელი ხდება, რომ სიცოცხლის სხვა ფორმების განხილვა უპირატესობით თუ სხვა ადამიანური ატრიბუტებით საშიშიცაა და მეცნიერეულად არაკორექტულიც, იმიტომ რომ ერთი სახეობების ფსიქოფიზიკური მახასიათებლები არაა აუცილებელი სხვა სახეობებზე ვრცელდებოდეს.

ზოგჯერ მე ვსვამდი კითხვას _ რატომაა, რომ თუ მედიუმობა არაა აუცილებელი ტრანსკომუნიკაციისათვს, ზოგი ადამიანი ახერხებს კონტაქტის დამყარებას და ზოგი _ ვერა. მე არ ვარ დარწმუნებული როგორია ამაზე პასუხი. როდესაც “დროის ნაკადს” დავუსვი კითხვა, რა პირობებია აუცილებელი კონტაქტისათვის, მათ მიპასუხეს “თვითონ კონტაქტი”. ერთხელ პროფესორი ფონტანა დაინტერესდა და “დროის ნაკადს” ჰკითხა თუ ზუსტად რაზე იყო დამოკიდებული ეს კონტაქტი და მიიღო პასუხი: “ეს დამოკიდებულია “დროის ნაკადზე“”. როგორც ჩანს ჩვენ მათ ხელში ვართ. იმაზე ლაპარაკიც კი სარისკო იქნება, რომ მცენიერები, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი სასურველი თვისებები როგროიცაა სიკეთე და თანაგრძნობა, დიდი ალბათობით მიიღებენ კარგ რეზულტატებს. აზროვნების ასეთი ტიპს შეიძლება დედამიწაზე არსებული “სიწმინდეების” დაშვება გამოეწვია ტრანსკომუნიკაციაში. ეს კი ძალიან არასასურველია და ეს კიდევ უფრო ეწინააღმდეგება მიღებულ შეტყობინებების შინაარსს. თუმცა, მე მგონია, რომ ისეთი მახასიათებლები, როგოიცაა დაჟინებულობა, ღია სული, სამუშაოს სიყვარული და ამისთვის დროის და ენერგიის დახარჯვის სურვილი, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისადმი ინტერესთან და სხვა სამყაროში სიცოცხლეზე ზრუნვასთან ერთად შეიძლება სასურველი ფაქტორები აღმოჩნდეს.

ნება მომეცით ციტირება მოვახდინო ერთ-ერთი შეტყობინების რომელიც ძალან სასარგებლოდ და კარგ განხილვის საგნად მიმაჩნია და რომელიც მე მივიღე “დროის ნაკადისგან”. არსებამ სახელად ფილიპმა მითხრა: “ყოველთვის იფიქრე ჩვენ სამყაროზე. ვინც ჩვენ სამყაროზე ფიქრობს, ის დისტანციას ამცირებს”.

შეიძლება დაგაინტერესოთ:
ელექტრონული ხმოვანი ფენომენი
ანაბელა კარდოზო. “დროის ნაკადის” ხმები
კომპიუტერული ხმების ფენომენი
მისტიკა ტიტანიკის გარშემო

15 responses to “ანაბელა კარდოზო. იტკ: კონტაქტი სხვა რეალობასთან? (პირადი გამოცდილება)

  1. knuti January 29, 2011 at 6:14 PM

    ვაიმე, რამხელა პოსტიაo_O yoCaR Sen

  2. dj-guro January 30, 2011 at 8:19 PM

    საინტერესო ისაა, რომ ფაქტები არ ახლავს ხოლმე ასეთ ნაწერებს. ეტყობა რაღაცა არსებობს.🙂

    • zorbegi January 30, 2011 at 10:16 PM

      შეიძლება დაგაინტერესოთ რო წერია, მანდ მეორე ლინკი ნახე და მანდაა კარდოზოს ჩანაწერების ნაწილი

      პირველ ლინკში კიდე თვითონ ფენომენია აღწერილი და მაგ ფენომენის ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი

  3. Nino January 31, 2011 at 9:41 PM

    უაიმე რამხელაა 0_o… რაღაც ამ ბოლო დროს გრძელი პოსტების წერის ხასიათზე ხარ😀 ყოჩაღ შენ! მშვენიალურია!🙂🙂🙂

    • zorbegi January 31, 2011 at 10:03 PM

      მე კი ვარ მაგ ხასიათზე მარა გრძელი პოსტების კითხვის ხასიათზე ბევრი არაა სამწუხაროდ🙂

      • Nino January 31, 2011 at 10:07 PM

        უჰუ😦 მომტყდა თვალები :დ:დ სანამ ეს პოსტი ბოლომდე ჩავიკითხე მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე კარგად :დებილი მე: :დ

      • zorbegi January 31, 2011 at 10:21 PM

        იმიტო რო წინა პოსტები არ გაქ წაკითხული :)))
        ისინიც კაი დიდებია🙂

      • Nino January 31, 2011 at 10:21 PM

        ანუ მე ვერ გავიგე რაა, შენ კი არ გიწერია ცუდად : ))))) :მევარდებილი ლოლ: :D:D:D:D

      • zorbegi January 31, 2011 at 10:23 PM

        იმიტო რო თვითინ რა ფენომენზე წერია, ის არ იცი…
        აი პირველი ლინკი თუ არ დაგეზარება გადაიკითხე მერე და უფრო კარგად გაიგებ ამას

      • Nino January 31, 2011 at 10:23 PM

        ე.ი. ჩემი ბოლო კომენტარი არის ჩემი წინა კომენტარის გაგრძელება და არა შენი ბოლო ბოლო კომენტარის პასუხი :დ:დ:დ
        იმათაც ჩავუჯდები და წავიკითხავ🙂

      • zorbegi January 31, 2011 at 10:25 PM

        მივხვდი🙂

  4. lashaa February 3, 2014 at 7:42 PM

    საინტერესო პოსტებია… არ ველოდი..

  5. misha March 5, 2016 at 6:36 PM

    ძალიან მაგარი პოსტია… საინტერესოა სიმართლეა თუ არა ეს, ისე ფაქტია რომ რაღაც არსებობს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: