ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დამირეკეს! ანუ უსაქმურობის ერის დასასრული

su-25

Су-25 აწყობის პროცესში

დასრულდა ბეზდელნიკობის აქტიური ფაზა ჩემ ცხოვრებაში

სამშაბათს დამირეკეს და მითხრეს სამსახურში მოდიო.
და აი მორჩა პირველი სამუშაო კვირაც..

მუშაობა დავიწყე თბილავიამშენში (31-ე ქარხანა). ჩემი საქმე იქნება ძრავების მონტაჟი Су-25 ტიპის მოიერიშეებზე და Ми-8 ტიპის სამგზავრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებზე. ჯერ ვსწავლობ 🙂
მარა რაღაც პონტში უკვე არ მომწონს. ის არ აღმოჩნდა რაც მე მეგონა: ხელფასი დაბალი _ ხელზე 280 ლარი გამოდის, მართალია 3 თვეში გაიზრდება, მარა ბევრითაც არა; დილას ნამეტანი ადრე მიწევს ადგომა, იმიტომ რომ მუშაობა იქ 8 საათზე იწყება. ამის გამო 6-ზე ვდგები. არადა, აქამდე 6-ზე ვიძინებდი ხოლმე :))) ჩემი ხელფასიდან, თვეში მნიმუმ 70 ლარი გზას და ჭამას უნდა. და ყველაზე ძალიან რაც ტეხავს ისაა, რომ სამუშაო თითქმის არაა და დღის უმეტეს ნაწილს უსაქმოდ ვატარებთ გაყინულ ცეხში… აბა იმხელა ანგარს რა გაათბობს…

სამაგიეროდ საკუთარი ფული მექნება რომელსაც იმედია საკუთარ თავზე დავხარჯავ. უმეტეს ნაწილს მაინც. და სახლში ტვინს აღარ გაღერძავენ უსაქმური ხარო :))

ვინც ბლოგს დიდი ხანია კითხულობს ან/და მიცნობს, შეიძლება კითხვა გაუჩნდეს: აბა ჯარში რო აპირებდი წასვლასო? პასუხი: ეხლაც მინდა და ვაპირებ. უბრალოდ ძალიან არეული სიტუაციაა დღეს და დალაგებას ველოდები. ან რავი, თუ კარგად გავიქაჩე ქარხანაში, შეიძლება დავრჩე კიდეც.

ხელფასის სიმცირემ, ამ ფულით გასაკეთებელი შესყიდვების პრიორიტეტები ცოტათი შეცვალა, ზოგიც საერთოდ შეიძლება ამოვარდეს სიიდან.
რისი ყიდვა მინდა:
მობილური: Sony Ericsson X10 Mini /სტატუსი: ვიყიდი აუცილებლად
ძაღლი: ოქროსფერი რეტრივერის ძუ ლეკვი / სტატუსი: ვიყიდი აუცილებლად
კომპიუტერი: კომპი 1200-1300 ლარის ფარგლებში / სტატუსი: ვიყიდი აუცილებლად
ველოსიპედი: გემაშია ან ახალი ველოსიპედი, ან ძველს გაკეთება / სტატუსი: გადადებულია
მეორე ტელეფონი: რამე იაფიანი ტელეფონი / სტატუსი: აღარ ვიყიდი

btw: ვინმე, სურათის დადებისთვის, სანამ რამე საიდუმლოს გამხელაში დამდებთ ბრალს,  იცოდეთ, რომ მე იქ სურათები არ გადამიღია და ეს კიდევ გუგლშია ნაპოვნი ამ საიტზე

 

 

 

UPDATE: მარა, პირობას ვდებ, რომ შეძლებისდაგვარად მაინც ვიბეზდელნიკებ ხოლმე 🙂

Advertisements

21 responses to “დამირეკეს! ანუ უსაქმურობის ერის დასასრული

  1. knuti February 5, 2011, 4:46 PM

    ეე რა კარგია,. არ ვიცოდი მუშაობა თუ დაიწყე. გილოცავ :*
    ხელფასის 10–მაგად ზრდას და ყველა სურვილის ასრულებას გისურვებ^_^ + საჩემო ლუდის ფულსაც 😀

  2. Mallorie February 5, 2011, 5:15 PM

    რა რთულია, სამუშაო როცა არ მოგწონს, მაგრამ გიწევს გაგრძელება რაღაც მიზეზებისდა გამო.
    წარმატებები..
    მშვენიერია საკუთარი ფული..
    გილოცავ.

  3. Nino February 5, 2011, 7:31 PM

    გილოცავ! გილოცავ!
    აუ, როდის მოვა ის დრო, მე რომ მუშაობას დავიწყებ :|.. ძალიან მაგარია საკუთარი შემოსავალი რომ გაქვს 🙂

  4. Zurriuss.GE February 6, 2011, 12:23 AM

    აბა, რა გითხრა…
    ცუდს ხომ მაინც სჯობს – ამბობს სტივ ჯობსი (ც) მე 🙂

  5. dakarguli February 7, 2011, 3:53 AM

    mag dros adgoma normaluri ambavia zoberg, miechvevi tandatan :* kvelaperi gamogiva … darcmunebuli var ! pirvel sirtuleebs nu sheushindebi, samagierod sakvarel sakmes aketeb, an gaaketeb )))) mtavaria, mushaob ! vashaaaaaaaaaaaa!!!!!!!!!!!!! xo, velosipedi gchirdeba, xom unda mascavlo tareba ))) carmatebebi shen:* ❤

    • zorbegi February 7, 2011, 10:08 PM

      ხო რა, ნელ-ნელა მგონი ვეჩვევი კიდეც უკვე 🙂
      ველოსიპედები მყავს 🙂 პროსტა კიდე მინდა. უფრო ახალი 😛
      გაიხარე :*

  6. Jessie February 7, 2011, 5:46 PM

    ზორბეგ პო სტაროი დრუჯბე ხო მიყიდი ლუდს?? 🙂

  7. veronikaaa February 10, 2011, 5:29 PM

    au velosipedi mec minda viyido,rato gadade?pirveli eg iyide,mere samsaxurshi velosapedit ivli da minimum 50 larit sheamcireb xarjs:)

    • zorbegi February 10, 2011, 10:31 PM

      ჯერ ისედაც ნახევრად მძინავს იქ, ეხლა ველოსიპედით რო ვიარო მართლა დავიძინებ…

  8. NinucaElectro February 12, 2011, 8:57 PM

    წარმატებები აწ უკვე დასაქმებულო..! 😀 :*

  9. tsero February 22, 2011, 4:22 PM

    gilocav zorbeg:* bijo eg magari perspeqtiulia, prosta tavidan iasnad texavs

  10. დავით March 13, 2011, 9:21 PM

    X10 Mini შეგიძლია ჩაანაცვლო HTC Wildfire-ით (ანუ იგივე ფასის, უკეთესი ტელეფონი შემოგთავაზე).

    • zorbegi March 14, 2011, 1:44 PM

      არაა იგივე ფასი. თითქმის 100 ლარით უფრო ძვირი ღირს… პახოდუ მაგ ტელეფონს არ ვიცნობ.
      მარა მადლობა რჩევისთვის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: