ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გაბრწყინებული საქართველო

georgia

ჯორჯიის თვითაღიარებული რესპუბლიკა -))

 

ვინც წაიკითხეთ პოსტი “ქართველები რომ 50 000 000 ვიყოთ” და მოგეწონათ, მაშინ ესეც მოგეწონებათ. როგორც წყარო იტყობინება 4-5 წლის წინანდელი პრიკოლია. სამწუხაროდ ავტორი ჩემთვის უცნობია.
ვისაც არ წაგიკითხავთ ზემოთხსენებული პოსტი, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ წაკითხავთ🙂

ახალი 2015 წლის ღამეს პაატა ბიწაძე ვაკეში თავის ეზოში გავიდა და სამჯერ გაისროლა ჰაერში თავისი ორლულიანი თოფიდან. მასთან ერთად კიდევ ასი ათასობით თბილისელმა გაისროლა. ერთდროული ზალპებისგან მის სახლთან კლდეს ნაწილი ჩამოსტყდა და ფეიერვერკებმა მასზე გაჩენილი ნაპრალი გაანათეს, რომლის შიგნითაც რაღაც ბზინავდა. შედეგად ოქროს ამ საბადოს “პაატას ბედია” ეწოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი ვაკის ოქროს საბადო.

2015 წლის 15 მაისს რაფიკ ბაგდასარიანი ავლაბარში თავისი სახლის ეზოში გამოვიდა ნაძვის გადასაგდებად. უეცრად მას გაზის სუნი მოუვიდა. მან ყნოსვა დაიწყო და შენიშნა, რომ გაზის სუნი ყველაზე ძალიან ასფალტში გაჩენილ ბზართან იგრძნობოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლოშ ცნობილი ავლაბრის გაზის საბადო.

2015 წლის 28 ივლისს გივი ვაშაყიძემ ნუცუბიძის პლატოზე თავის ოროთახიან ბინაში ონკანი მოუშვა. ის არც კი ელოდა რომ იქიდან წყალი წამოვიდოდა, მაგრამ ონკანი ახმაურდა და იქიდან ბლანტმა შავმა სითხემ დაიწყო დენა. ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი საბურთალოს ნავთობსაბადო.

2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც მუსა აზიზოვი სახლში ბრუნდებოდა, ჩავარდა მე-3 მასივში მის სახლთან ამოთხრილ ქვაბულში (კატლოვანში). ამოძრომისას მუსამ თავის ფეხქვეშ აღმოაჩინა რაღაც მბზინავი. მან აიღო გამჭვირვალე შუშისმაქვარი ქვა, რომელიც ალმასი აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად “მე-3 მასივის ვარსკვლავი” ეწოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი მე-3 მასივის ალმასის საბადოები.

გავიდა ათი წელი.

ნიუ იორკი ემზადებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილის დასახვედრად. აშშ პრეზიდენტი აეროპორტში იცდიდა და ძალიან ნერვიულობდა _ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ძლივს მოახერხა დოლარის კურსის შენარჩუნება 29,98 ნიშნულზე ლართან მიმართებაში. გარდა ამისა, ჯორჯიის თვითაღიარებული რესპუბლიკის (ჯორჯიის ყოფილი შტატი) ე.წ. პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ატლანტიდან თბილისში იყო ჩასული და იქიდან საკმაოდ კმაყოფილი დაბრუნდა. ამიტომაც აშშ პრეზიდენტი ძალიან განიცდიდა იმის გამო, რომ არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ოფიციალურ თბილისს. ის მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველო პატივს სცემს აშშ-ის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აპირებს მის საშინაო საქმეებში ჩარევას. თარჯიმანს დალაპარაკებაც კი არ აცალეს მსმენელებმა და ტაშის კვრა დაიწყეს _ მათ უმეტესობას მშვენივრად ესმოდა ქართული _ საერთაშორისო ენა.

რუსეთის ელჩი აშშ პრეზიდენტის მახლობლად იდგა და აშკარად ეტყობოდა რომ შურდა ამერიკელების. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიაღწია საქართველოსთან თავისი ვალის სამწლიან რესტრუქტურიზაციას, ოფიციალურ მოსკოვს თბილისის დიდი ხნის დანაპირების შესრულება უნდოდა რომლის თანახმადაც საქართველო მათ კრასნოდარის პრობლემის მოგვარებაში უნდა დახმარებოდა. ქართველი მშვიდობისმყოფელები უკვე მეორე წელი იყო რაც რუსეთისა და კუბანის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვარზე იდგნენ, მაგრამ იმუქრებოდნენ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას შეწყვეტდნენ.

ამერიკელების ტოკიოშიც შურდათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იაპონიას კრედიტუნარიანობის კატეგორია LB2 მიანიჭა, ტოკიოელი პოლიტიკოსები მაინც ოცნებობდნენ ჯორბენაძე-ფიფიას კანონის მოხსნაზე, რომელიც საქართველოში იაპონური ელექტრონიკის შეტანას კრძალავდა. გარდა ამისა, საქართველო რუსეთის და იაპონიის ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობის ინიციატივით გამოვიდა.

კორეაში ყველა გახარებული იყო _ როგორც იქნა ქართველებმა მათ თავიანთი ევროპული ბაზარი გაუხსნეს. ინდოეთსაც შეეძლო უკვე რომ ცოტათი მოდუნებულიყო _ ინდუსებმა ახლახანს მოაწერეს ხელი ინდოეთში ქართული ჩაის შეტანის შეთანხმებას და ეხლა ისხდნენ და ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს როგორ ცდილობდნენ მაროკოელები საქართველოს პარლამენტის მიერ იმ შეთანხმების რატიფიცირებას, რომლის თანახმადაც მაროკოში ქართული ფორთოხლის შეტანა დაიწყება.

შვედეთმა თავიდან უარი განაცხადა ტყემალზე, აჯიკაზე და ხმელ სუნელზე იმ მიზეზით რომ შეუძლებელი იყო მათი შვედურ ეროვნულ სამზარეულოში გამოყენება. მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველომ ბალტიკა თავისი სასიცოცხლო ინტერესებს სფეროდ გამოაცხადა და სტოკჰოლმის მახლობლად რეიდზე საქართველოს მე-2 ატლანტიკური ფლოტის ხომალდები ჩამოდგნენ, შვედეთის მთავრობამ უეცრად გადაიფიქრა და ამ სიაში წიწაკის მწნილის დამატებაც ითხოვა. მათ ასევე თანხმობა განაცხადეს თავიანთ ტერიტორიაზე ქართული ბირთვული რაკეტების განთავსებაზე რომლებზეც “ჩურჩხელა-60” ტიპის საბრძოლო ქობინები იქნება დაყენებული. თბილისის საფონდო ბირჯაზე პაპაშვილი-სოხაძეს ინდექსი კიდევ 17 პუნქტით გაიზარდა.

“კოკა-კოლას” და “პეპსი-კოლას” მრავალწლიანი ორთაბრძოლა როგორც იქნა დასრულდა. ქართულმა კონცერნმა “ლაღიძის წყლები”, იყიდა ორივე მათგანის აქციების საკონტროლო პაკეტი და მათ ბაზაზე ტარხუნას გაზირებული სასმელის ჩამოსხმა დაიწყო. დასავლეთ ევროპის გაკოტრებული მაკდონალდსების 68% პროცენტი შეისყიდა თბილსურმა ამხანაგობამ “სასადილო #28”, რომელიც ევროპაში სახინკლეების ქსელს აფართოვებს. მძიმე აღმოჩნდა ეს წელი ფრანგი მეღვნეებისთვისაც _ ასოციაცია “კახური სოფელი”-მა მათ ფინანსირება შეუწყვიტა.

დღეს ბუმი იყო ცნობილი ქართველი კუტურიეს ახალგახსნილ ბუტიკში პარიზში _ მდიდარმა ფრანგმა მამაკაცებმა მთლიანად იყიდეს ქართველი დიზაინერის ბადრი სიხარულიძის შექმნილი ტანსაცმელი, ხოლო მათ ცოლებს და საყვარლებს ესხათ სუნამო “მაყვალა”. ამერიკელმა თინეიჯერებმა კი თავიანთი საყვარელი კეპები მოისროლეს ნაგავში _ ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული კახური ქუდები აღმოჩნდა.

მედია გიგანტი “რუსთავი 2” თანამგზავრის მეშვეობით სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მაუწყებლობს. რუსეთის პირველმა არხმა იყიდა უფლება სერიალ “მაგდანას ლურჯას” და 12 სერიიანი მულტფილმის “წუნა და წრუწუნას” ჩვენებაზე. ინგლისში ყველა გახარებულია _ კემბრიჯის სტუდენტმა ჯოანა სმიტმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, მან კი ის თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში 3 თვიან სტაჟირებაზე მიიწვია.

გერმანიაში აქცია გაიმართა მათი ტერიტორიიდან ქართული სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნით. ბერლინის პოლიციამ 12 სტუდენტი დააკავა ამ ფაქტთან დაკავშირებით. გერმანიამ “ნატო საქართველოსთან მშვიდობაში” პროგრამის ფარგლებში თბილისისგან 15 უახლესი ქართული ავიაგამანადგურებელი “ჩიტო-გვრიტო” და სამგემბანიანი ავიამზიდი “ეთერი” მიიღო. სომხეთმა საქართველოსგან კრეისერი იყიდა და გაეროში თურქეთისგან ზღვაზე გასასვლელს ითხოვს.

უცხოელი უმუშევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით (ძირითადად რუსეთიდან და აშშ-დან), თბილისის მერიამ უცხო ქალაქელების რეგისტრაციის სპეციალური კანონი მიიღო. ქართულ პრესაში გამოჩნდა ტერმინი “სლავური წარმომავლობის პირები”.

ბაჰამის კუნძულებზე, ქართული საშუალო კლასისთვის დასვენების ამ უკვე ტრადიციულ ადგილზე, ამ წელს ხალხის ნაკლებობას უჩივოდნენ _ ოზურგეთის კინოფესტივალმა ტურისტების გადინება გამოიწვია. პირველი ადგილი და “ოქროს ოთარი” ერგო ფილმს “სისხლიანი რთველი, ანუ ვახტანგი ბრუნდება 2”. მრავალრიცხოვანმა კომპიუტერულმა სპეცეფექტებმა და 1.5 მილიარდი ლარის ბიუჯეტმა  მაყურებელი მთელ მსოფლიოში გააოცა.

თბილისის კომპიუტერულმა გიგანტმა “ელვამ” თავის შვილობილ ფირმა “ინტელს” აუკრძალა მოძველებული პენტიუმ 9 ტიპის პროცესორების წარმოება, რომელთა სიხშირეც 800 გეგაჰერცს არ აღემატებოდა. ქართველ პროგრამისტებში ძალიან მოდური გახდა სახლის კედლებზე შპალერის სახით მაიკროსოფტის სახელობითი აქციების გაკვრა. ამ ოდესღაც ცნობილი კომპანიის სავაჭრო მარკა ვინმე მიხო კერესელიძემ იყიდა და სახელი “მიხოს სოფტი”-ზე შეუცვალა. ახალი ფირმა სწრაფად გახდა კომპიუტერული პროგრამებში ლიდერი და უკვე ერთი წლის შემდეგ გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის ბეტა ვერსია “ფანჯრები XXI”. ქართული “დამანებე თავი” კლასის კომპიუტერები ამერიკის და ევროპის ბაზარზე დე-ფაქტო სტანდარტად იქცნენ.

18 responses to “გაბრწყინებული საქართველო

  1. Nino February 13, 2011 at 8:28 PM

    ❤ მინდა გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება:/

  2. mike February 17, 2011 at 11:01 AM

    ოფიციალური ფოლოვერი ვარ საქართველოსადმი მიძღვნილი პოსტების.

    ჩემი გრუზინულ პატრიოტიზმი, მოწინავე რიგებს იკავებს საკუთარ თავში.

  3. nick_el_son February 22, 2011 at 1:33 PM

    ყველაფერი ოკ, მარა არა მგონია სომხებისთვის კრეისერი მიგვეყიდა… კიარადა ვაბშე ახალი შეიარაღების პოლიგონად არ გადაგვექცია, იმ პოსტის არ იყოს😀

  4. dv0rsky March 9, 2011 at 6:54 PM

    aa, es zvelia, me daje rusulad mkonda es texti

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: