ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

სა-ოცდახუთ-თებერვალო

red army

25 თებერვალი. წითელი არმია თბილისში

ჩემი ტკბილი და მურაბა მეგობრის ფეისბუქზე, ჩანაწერებში აღმოვაჩინე დღეს ეს ჩანაწერი. კი თვითონ დამტაგა, მარა როგორც წესი, არ ვკითხულობ ხოლმე ამ ჩანაწერებს, ამიტომაც მაინც აღმოჩენასავითაა ჩემთვის… სამწუხაროდ, ავტორის ვინაობა ვერ დავადგინე.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ შემოგთავაზებთ წასაკითხად ამ ნაწერს და იმედია ზოგიერთები ბევრ რამეს გაიგებთ და ბევრ რამესაც მიხვდებით:

მოდის 25 თებერვალი და გაღრმავდება “წითელი ფიქრები”. ან ზოგიერთს არც გაახსენდება, თუ არ შეახსენე.

როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ისევ რუსეთის შემადგენლობაში დავბრუნდეთ, შიში მიპყრობს. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება თან შენი როა, და თან არაა. არ მინდა რუსული იყოს სახელმწიფო ენა, მოსკოვი იყოს ჩემი დედაქალაქი, რუსული ჰიმნი და ა.შ. მე ვერ ვიცხოვრებ ასე! თქვენ?!

სამაგიეროდ ზოგიერთ ჩემს თანამოქალაქეს, სულაც არ ასხავს ჭირის ოფლი ასეთი რამის წარმოდგენაზე. პირიქით, სახეც გაებადრება, ტკბილი “საბჭოეთიც” გაახსენდება და მოგონებებიც აეშლება. რუსი ნაშები და 37 მანეთი (ისევ ეს ლეგენდარული 37 მანეთი).

რა მოხდა მერე? არც არაფერი.

დიდი ამბავი თუ მოსახლეობის მესამედს, თუ მეტს არა, კოლაბორაციონისტული აზრები უტრიალებს თავში და სირცხვილად მიაჩნია რუსეთს ოკუპანტი დაუძახოს: “კარგი კაცო, როგორ შეიძლება, ამხელა ქვეყანაა, მოეფერე ცოტა”. თუ რაღაც ესეთი.

“მტრის არ მცნობი” რომაა ქართველი ერი, ჯერ როდის შეამჩნია ილიამ? ააა, 100 წლის მერე ისევ იგივე ლექსია აქტუალური? (იხ. “ბედნიერი ერი”). ილიამ რომ თქვა სარკე მომაქვს თქვენთვის, რომ თქვენი ნაკლი დაინახოთო, ამდენი ხნის მერეც თუ ვერაფერი დაინახეთ, მაშინ ის სარკე ვინმემ თავზე უნდა გადაგაფშვნიტოთ.

დეტალებშია თქვენი მოღრეცილი ტვინების უბედურება.

აი მაგალითად ლეონიძის ქუჩა თუ იცით სადაა? საიდან გეცოდინებათ, თქვენ ხომ ამ ქუჩას კიროვს ეძახით. თუმცა რა გასაკვირია, თუ აღმაშენებლის გამზირი პლეხანოვია??

ჰო მართლა, კიროვი თუ იცით ვინაა? ვისაც ვკითხე წესიერი პასუხი არავინ გამცა. არადა ძლიან მაინტერესებდა, და გავარკვიე ვინც ბრძანდებოდა: სერგეი კიროვი ერთ-ერთი ბოლშევიკი მეხუთე კოლონელი იყო, რომელმაც ორჯონიკიძესთან, შუამიანთან და მახარაძესთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა 25 თებერვლის საქმეში. მოკლედ, ერთ-ერთი ნაბიჭვარია რა.

მაგრამ ჩვევა რჯულზე უმტკიცესია ხომ ასეა?

ვაჟა წერდა:” თუ მე ნიჭი მაქვს ჭეშმარიტი შემოქმედისა, უეჭველად წარსულის თუ აწმყოს აღწერით უნდა რამეს ვამბობდე მომავალზე. თუ არადა და, ჩემი ნიჭიერება ცარიელი მცნება, უშინაარსო სიტყვებია. ერთი უსწავლელი ფშაველი, რომელსაც “ბახტრიონი” წაეკითხა და მოსწონებოდა ძალიან, ყელგადაგდებით, თითქოს შეკაზმულ ცხენს მთხოვდა საჩუქრად, მეხვეწებოდა, მეკითხებოდა: ” ვაჟავ, თუ ღმერთი გწამს, ნუ დამიმალავ, სწორედა თქვი, საქართველოს თავისუფლებას არა გულისხმობ “ბახტრიონში”, რომ ამბობ, “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომაო”? -“იქნება ვგულისხმობდე”, ვუპასუხე, – სწორედ საქართველოს თავისუფლებაზეა ნათქვამიო, დაიჟინა ფშაველმა და თხუთმეტი ათასი მჭერმეტყველი პროფესორი რომ მოგეყვანათ, იმას რწმენას, აზრს ვერ გამოუცვლიდნენ”.

ის უსწავლელი ფშაველი თუ მიხვდა, თქვენ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, რა ღმერთი გაგიწყრათ? რომ შეგიბიათ ეს წითელი ყელსახვევები და პიონერული სალამი არ გელევათ.

მაგრამ საიდან და როგორ? თქვენ ხომ “კრიტიკის წიგნებით” გაქვთ ყველაფერი ნასწავლი (კეთილი და სათნო ღიმილი თქვენ.).

“ვა სოფელო რაშიგან ხარ..”

ჰოო შოთა ჯიგარია, მაგრამ აღარ სჭირდება საქართველოს.

ჩვენ პუშკინის ხათრით ვთმობთ მას და კიდევ ბევრ ქართველ პოეტს.

ასევე დოსტოევსკის ხათრით ვთმობთ ჯავახიშვილს, და მრავალ ქართველ მწერალს.

სოლიდარობა რუსეთს ყველგან და ყველაფერში.

და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უმცროს თაობასაც გაუმრუდეთ აზროვნება.

ისევ ბახტრიონი:

“ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ

შააზრიალა მთანია,

მგლური დააწყვეს ნაბიჯი,

მოკლედ გადმოვლეს გზანია”.

რა მგლური ნაბიჯი?? კარგით რაა.. ვინ რისი დამწყობია დღევანდელ საქართველოში.

უფრო სწორად, ნახევარ საქართველოში.

მეორე ნახევარი სად გაქრა, ეშმაკმა იცის.

ქართველი ერი, უფრო სწორად ნა-ქართველარი ერი, “მგლური ნაბიჯის” დამწყობი აღარაა კიდევ კაი ხანი. (სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი)

ნაწყვეტი ბესიკ ხარანაულის გენიალური ლექსიდან:”სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,

ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან”.

ჩვენ ახლა დიპლომატიის და მოლაპარაკებების გზას ვადგავართ გენაცვალე. (ის კი გვავიწყდება რომ სუსტს და მონას არავინ მოლაპარაკებას არ უმართავს, და დიპლომატია ძლიერების სტრატეგიაა).

აქვე ერთი პატარა ფაქტი ისტორიიდან: რუსეთი სოჭს და გაგრას  თავის ტერიტორიებად თვლიდა და ყუბანელი კაზაკები გამოაგზავნა  საომრად. იმჟამად რეგიონში, სწორედ ეს კაზაკები ფლოდნენ ძალაუფლებას. აბა როგორი სალაპარაკოა ვიღაც ყუბანელი კაზაკი რო გეუბნება სოჭი და გაგრა დაიდოსო.

ჰოდა გიორგი მაზნიაშვილმა ჩაუტარა მაშინ კარგი “დიპლომატიური მოლაპარაკება”. 1918 წელს მოხდა ეს ამბები.

ეს მხოლოდ ის პატარა წვრილმანებია, რაზეც ღირს დაფიქრება.

იმედი არის! პრინციპში – შანსიც.

ამდენი ციტატა მგონი სკოლის თემებში არ გამომიყენებია. ერთსაც მოვიყვან შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან და მოვრჩები.

(აჩუ აჩუ ცხენოს რიტმში წაიკითხოთ უნდა):

“აჩუ აჩუ ცხე-ნო,

შე კუდ-მოსაჭ-რე-ლო,

საქარ-თველო პატა-რაა,

საით გაგა-ჭე-ნო!”

5 responses to “სა-ოცდახუთ-თებერვალო

  1. gaygeo February 22, 2011 at 11:10 PM

    მართლაც რომ ნა–ქართველარ ერად ჩამოვყალიბდით სამწუხაროდ😦

  2. Nino February 26, 2011 at 4:47 PM

    “25 თებერვალი“ – საშინელებაზე დაწერილი უკვდავი ლექსი

    “…წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
    თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
    შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”

    ლექსის სრული ვერსია: – http://www.presage.tv/print.php?m=art&AID=3501

    აი ეს ლექსი მიყავრს ძალიან! მშვენივრად აღწერს იმ სიტუაციას რაც მოხდა… 😦

  3. Zurriuss.GE - everybody lies March 1, 2011 at 2:13 AM

    მომეწონა!
    ზოგან კი ნამეტანი მომეჩვენა, მაგრამ, ვ ცელამ (აი, კიდე: )), კარგი იყო და დასაფიქრებელი.

  4. :)) July 1, 2012 at 4:38 PM

    მეცინება ხოლმე, ზოგიერთის გონებაშეზღუდულობას საზღვარი არ აქვს, მხოლოდ შოთა რუსთაველი რომ გსმენია და იმეორებ სამ სიტყვას, გგონია ეგაა განათლება და ერუდიცია? გგონია კითხვა იცი? რატომ არ უნდა წაიკითხოს ქართველმა პუშკინი, ესენინი, ლერმონტოვი? რუსები რომ არიან იმიტომ? იმავე ლოგიკით, მსოფლიომ ფაშიზმის გამო გოეთე არ უნდა იკითხოს და ბეთჰოვენს არ უნდა უსმინოს? რა გონებაშეზღუდულობა და პრიმიტიზმის მწვერვალია. შეადარა ჯავახიშვილი დოსტოევსკის. წაგიკითხავს დოსტოევსკისრამე და შეგრძნება დაგრჩა რომ ჯავახიშვილ გაცვალე? ისე, ჯავახიშვილი 10 წლისას უნდა წაგეკითხა და თუ ჯერ არ წაგიკითხავს, მართალია, დოსტოევსკი ძალიან რთულია შენი გონებისათVის, ჯერ “არსენა მარაბდელი” წაიკითხე.ჯავახიშვილი უდავოდ ძლიერი მწერალია, მაგრამ დოსტოევსკის მსოფლიო აღიარებს და დიდი უვიცობაა იმის თქმა, რომ რადგან რუსია საქართველოში არ უნდა იკითხონ. სირცხვილია!

  5. MMD ) July 11, 2012 at 4:44 AM

    vetanxmebi smailas ( :)) ) da mokled davwer 1 banalur prazas yvela ershi aris kargi da cudi.. dostoevski unda icode puskinic goetec magram 1 vel rigshi sheni unda icode amashi shen getanxmebi zorbeg )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: