ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გრემლინი

gremlin

გრემლინი. სურათი ფილმიდან "გრემლინები".

მანქანაში ახალთახალი აკუმულატორი დაგიჯდათ? უეცრად გაგეჭედათ მუხრუჭის სატერფული (პედალი)? შეხებისთანავე მოტყდა უკანა ხედვის სარკე? მაგნიტიფონი მხოლოდ ხრიალებს და შრიალებს?..

მეტიც, ბინაში შესვლისას თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ყველა ნათურა გადაიწვა, თანაც ყველა ოთახში ერთდროულად? სარეცხმა მანქანამ ნახევარი ბინა დატბორა? ტელევიზორმა ხრიალა ხმით და დამწვრის სუნით შეგატყობინათ რომ მუშაობაზე უარს აცხადებს? საყვარელი ლუდი გახსნილი, გამთბარი და გაფუჭებული დაგხვდათ? ესეიგი თქვენ არ გაგიმართლათ და თქვენი სახლი გრემლინს ამოურჩევია თავის ახალ სათამაშოდ.

სავარაუდოდ, წინა მსხვერპლს უკვე ნევროზი აჰკიდა და სანამ ის მკურნალობდა გრემლინი სრულიად მარტოკა აღმოჩნდა. გრემლინებს კი სიმარტოვე ძალიან ცუდად გადააქვთ. ამიტომ, მას მობეზრდებოდა მოწყენილობა და ახალი გასართობის ძიებაში როგორღაც თქვენ გადაგეყარათ. შემთხვევითი იყო თუ არა მისი არჩევანი, ამ მომენტიდან თქვენთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენი ტექნიკა ჭკუიდან შეიშლება და თქვენი ძირითადი ამოცანა იქნება, მათ ბედი არ გაიზიაროთ.

ონავარი გრემლინი

გრემლინი მითოლოგიური პატარა, არსებაა რომლის სიმაღლეც იშვიათად აჭარბებს 50 სანტიმეტრს. ბალნით დაფარული ფეხები საშუალებას აძლევთ მათ გადაადგილდნენ აბსოლიტურად უხმაუროდ. ამავდროულად გაოცებას იწვევს გრემლინების გადაადგილების სიჩქარე. “გრემლინის ფექტის” მკვლევარების მონაცემებზე დაყრდნობით მათი სიჩქარე 1.5 მ/წმ-ს აღწევს. ეს გარემოება ადამიანს ხშირ შემთხვევაში აფიქრებინებს რომ ის ან მოჩვენებაა, ან რაიმე სხვა ასტრალური ქმნილება. მათი გადაადგილების სიჩქარის და მალვის უნარის გამო მათ ორმაგად უჩინარებად თვლიან.

ყველანაირი ხმაურის გარეშე, გრემლინები ღრღნიან და აფუჭებენ ყველაფერს, რასაც კი შეიძლება მათი პატარა ხელები მისწვდეს. ნებისმიერ გრემლინს, ხელის ერთი მარტივი მოძრაობით შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ყველაზე რთული მოწყობილობაც კი. ისინი უბრალოდ ვერ იტანენ გამართულ ტექნიკას. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ნებისმიერი ტექნიკური გაუმართავობა მათ ბრალდებათ. და არა აქვს მნიშვნელობა რა გაფუჭდება _ ტელევიზორი თუ კოსმოსური თანამგზავრი. მიზეზის დადგენა თუ თავიდანვე ვერ მოხერხდა, ესეიგი ეს გრემლინების ნამუშევარია.

თვითონ “გრემლინის ეფექტი” 1940 წელს აღმოაჩნეს კასტლბრომვიჩში (Castlbromwich), კონცერნ “Veckers-Armstrong”-ის “Supermarine” ფილიალში. სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავმა პრიუნმა ყურადღება გაამახვილა, რომ ავიაგამანადგურებელ “Spitfire-Mk-II”-ების გამოცდების დროს უამრავი დეფექტი და დაზიანება შეუძლებელი იყო მხოლოდ ცვეთას თუ სხვა რიგით პრობლემებს დაბრალებოდა. თავიდან გამართული ტექნიკა რაღაც ყველასათვის უცნობი მიზეზით, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში გამოდიოდა მწყობრიდან.

უფრო დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მწყობრიდან გამოდიოდა ყველაზე უმნიშვენლო დეტალები. თან ამ გაუმართავობის გამოსასწორებლად, ხშირ შემთხვევაში მთელი მექანიზმის დაშლა ხდებოდა საჭირო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრეგატი ბოლომდე დაიშლებოდა, ირკვეოდა, რომ სინამდვილეში პრობლემა ზედაპირზე იყო. საკმარისი იქნებოდა მხოლოდ კონტაქტის გაწმენდა, ან “გაიკის” მოჭერა ამ პრობლემის გამოსასწორებლად. მაგრამ სწორედ ამაში გამოიხატება გრემლინების ოსტატობა.

როგორც ჩანს, გრემლინები საცხოვრებლად “მკვდარ” საგნებს ანიჭებენ უპირატესობას. გიჟდებიან სხვადასხვა სყოფაცხოვრებო ნივთებზე, ავტომობილებსა და ქარხნულ მოწყობილობებზე. მაგრამ “სილიკონის ველები” ყველა გრემლინის ოცნებაა. აი სადაა გრემლენების ნამდვილი პოლიგონი. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, არ არსებობს კომპიუტერი, სადაც გრემლინი არ ცხოვრობდეს. ვარაუდეობენ, რომ ყოველ 100 გეგაბაიტზე მინიმუმ 2 გრემლინი მოდის. სხვათაშორის ინსტალაციის ნებისმიერი მცდელობა მათ ძალიან აღიზიანებთ. მათი გაღიზიანება კი ნამდვილად არ ღირს.

გრემლინი არენაზე გამოდის

როდის გადაწყვიტეს გრემლინებმა ქალაქებში გადმობარგება უცნობია. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყება გახდა მათი ტყეებიდან და მინდვრებიდან ფაბრიკების და ქახნების ტერიტორაზე გადაბარგების მიზეზი. უამრავი მექანიზმის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოჩენამ ეს ადგილები მათთვის ნამდვილ სამოთხედ აქცია, ხოლო მათი გამოჩენა კი ადამიანებისთვის, რომელთა ტექნიკაც ამ “რემონტის მოყვარულების” გართობის საგანი გახდა, ნამდვილ პრობლემად იქცა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთების აზრით გრემლინები არიან ისეთი შემთხვევების ავტორები, როგორიცაა ბუტერბროდის კარაქიანი მხრით ძირს დაცემა, ადამიანების მიმართ ისინი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილები. ისინი უფრო მოწყენილობისგან მავნებლობენ და არა იმიტომ, რომ ადამიანებს ავნონ. ამის მიუხედავად, ზოგიერთები იწყებენ გრემლენების ლანძღვას და მათ ყველა თავიანთ უბედურებაში ადანაშაულებენ.

მეტიც, ზოგიერთები, თუ ასეთ უტიფარ არსებაზე მიიტანენ ეჭვს თავიანთი უბედობების გამო, იწყებენ ამ არსებების “მოშხამვას”, იმით რომ სერიოზულ წყენას აყენებენ მათ. ასევე გრემლენი შეიძლება გაანაწყენოს მათი თავიდან მოცილების ნებისმიერმა უხეშმა მცდელობამ. გაბრაზებული გრემლინი კი აუცილებლად შურს იძიებს.

შეურაცხყოფილ და ბოროტ გრემლინზე საშიში კი არაფერა. ამ არც თუ ისე თავაზიანი არსების მისამართით გაკეთებული ერთი გაუფრთხილებელი სიტყვის, ან მოქმედების შედეგად, თქვენი ცხოვრება შეიძლება ნამდვილ კოშმარად იქცეს. და მხოლოდ თვითონ გრემლინმა იცის რა ხაფანგს მოგიწყობთ იმისათვის, რომ ცუდი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ.

როგორ დავუმეგობრდეთ გრემლინს

თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, გრემლინები ყოველთვის ასეთი მავნებლები არ ყოფილან. ძველ ნაწერებში არის ნახსენები დროები, როდესაც ეს პატარა, მხიარული არსებები ადამიანებს ეხმარებოდნენ. ისინი ადამიანებზე სწრაფად ამზადებდნენ ინსტრუმენტებს და ოსტატურად აკეთებდნენ სერიოზულად დაზიანებულ მოწყობილობებს. იმ დროს მათი საყვარელი გართობა ჭანჭველების და ჩიტების ბუდეების განადგურება იყო. განსაკუთრებულ სიამოვნებას მათ თახვების აგებული კაშხლების დაშლა ანიჭებდათ.

მაგრამ შემდეგ, გრემლინები გაანაწყენა იმან, რომ ადამიანები მათ დახმარებას არ აფასებდნენ. გარდა იმისა, რომ მადლობასაც აღარ ეუბნებოდნენ, მათი ნაშრომების მითვისებაც დაიწყეს. ამან ეს არსებები იმდენად გააბრაზა, რომ მთელი თავიანთი ბუნების და ტექნიკის ცოდნა ადამიანების საზიანოდ მიმართეს.

ნებისმიერი ჩვენგანი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გრემლენის მსხვერპლი აღმოჩნდეს. თუმცა იმ საფრთხის დონის, რომელიც გრემლენების გამოჩენას სდევს თან, ძალიან გაზვიადებაც არ ღირს. ყველაზე მავნებელ არსებასთანაც კი შეიძლება საერთო ენის გამონახვა.

თავიდან შეეცადეთ გაარკვიოთ რომელი საგანი შეუყვარდა თქვენს მეზობელს თავისი გართობისთვის. ყველაზე ხშირად გრემლინები აფუჭებენ იმ საგნებს, რისი გაკეთებაც ადამიანებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ანუ, თქვენ თუ მანქანებში ერკვევით ის თქვენ ტელევიზორს “შეგიკეთებთ”. თუ სარეცხი მანქანების შემკეთებელი ხართ, მაშინ ის თქვენი მაცივრით დაკავდება და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ გრემლენმა შეიძლება ძალიან დაიწყოს საგნების გამორჩევა. ანუ, ვთქვათ ტელევიზორის შემთხვევაში, მას მოსწონდეს მხოლოდ კონკრეტული კონსტრუქციის ან მარკის მოწყობილობის დაშლა. შესაბამსად, თქვენ თუ სხვა მარკის ან კონსრუქციის ტელევიზორი გექნებათ, ის ჩუმად და წყნარად დატოვებს თქვენს ახლს.

მაგრამ გრემლენი თუ განსაკუთრებულად არ არჩევს თქვენ საგნებს ის გააფუჭებს ცოტ-ცოტა ყველაფერს. ამ შემთხვევაში სპეციალისტები ორ ვარიანტს გვირჩევენ.

ვიყიდოთ, ან ვიპოვოთ და გრემლინისათვის სახლში მოვიტანოთ ისეთი ნივთი, რომელიც იქნება ძველი და თქვენ არ გჭირდებათ. ეს არსებები ჭკუას კარგავენ ძველებურ ნივთებზე. აი მაგალითად, სახლში თუ ძველებური საკერავი მანქანა გაქვთ, გრემლინი მას უყურადღებოდ არ დატოვებს არავითარ შემთხვევაში. დადგით ის სადმე საკუჭნაოში, ან კედლის კარადაში, ან რომელიმე სხვა მყუდრო და თბილ ადგილას. რაღაც დროის შემდეგ თქვენ სახლში არსებული სხვა ნივთები გრემლენისთვის სრულიად იუნტერესო გახდება. მაგრამ მერე ნუ გაგიკვირდებათ თუ ჩუმი ფხაკუუნის ხმები მოგესმათ. გრემლენი მთელ თავის თავისუფალ დროს ამ “ახალი სათამაშოს” დაშლას და აწყობას დაუთმობს.

სხვათაშორის, თუ თქვენ უკვე გაქვთ ასეთი ძველებური ნივთი და თქვენ მას ხმარობთ, მალე, როდესაც არსება მას აღმოაჩენს, ეს ნივთი ხშირად გაგიფუჭდებათ ხოლმე. გრემლინი არასოდეს მისცემს სხვას თავისი საყვარელი ნივთების გამოყენების უფლებას.

გრემლინის თავიდან მოშრების მეორე ვარიანტი საკმაოდ რთულია. უნდა შევეცადოთ, რომ როგორმე ვიპოვოთ ის, ან მისი არსებობა მაინც არ უნდა დავაიგნოროთ ხოლმე. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მას რამე სახელი შევარქვათ და გამუდმებით მივმართოთ ხოლმე ამ სახელით ნებისმიერ თემაზე. მთავარია არ ვაწყენინოთ, ან არ შეურაცხვყოთ. მათ არ უყვართ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი ყურადღება და ის შეეცდება რაც შეიძლება მალე იპოვოს ახალი საცხოვრებელი. ყველაზე მომთმენი გრემლინები კი, ადრე თუ გვიან, შეეჩვევიან თავიანთ სახელს, ერთხელაც თავის და უნებურად გამოგეხმაურებიან და სინათლეზე გამოვლენ. ასეთ შემთხვევაში კი ის თქვენ სახლს უმოკლეს ვადებში დატოვებს.

გრემლინები ძალიან იშვიათად სახლდებიან ბინებში. მათ უფრო დიდი ქარხნები და გვირაბები, სარდაფები და მიწისქვეშეთები უყვართ. მაგრამ, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, აუცილებლად შეეცადეთ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოთ. არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც თუნდაც ამ არც თუ ისე უწყინარ ცელქობებს ადამიანისთვის სარგებელი მოუტანიათ. მაგალითად ერთი გრემლინი, რომელიც გამუდმებით აბრახუნებდა ჩაიდნის სახურავს, დაეხმარა ჯეიმს უაიტს გაერკვია ორთქლის თვისებები. ამერიკელი გრემლინები კი ბენჯამენ ფრანკლინს დაეხმარნენ ცდებში ელექტროობასთან.

ამგვარად, შესაძლებელია გრემლინები თქვენთვისაც აღმოჩნდნენ სასარგებლონი. თავის დროზე კაცობრიობას რომ სათანადოდ დაეფასებინა ამ არსებების წვლილი მეცნიერებაში, ჩვენი და მათი ურთიერთობის ისტორია დღეს სულ სხვანაირად შეიძლება განვითარებულიყო.

შეიძლება დაგაინტერესოთ:
Skyfish (Rod)
ოჩოკოჩი
ჩუპაკაბრა
პოლტერგეისტი
მისტიკა ტიტანიკის გარშემო
ვინ იყო?
ჯოჯოხეთის გეოგრაფია
სიკვდილის წინათგრძნობა
ექტოპლაზმა
ამო-ს რეაქციები როდესაც მის დაჭერას ცდილობენ.

7 responses to “გრემლინი

  1. ჯადოქარი March 26, 2011 at 11:08 PM

    კაი რა მაგ, კაი რა :((((

  2. Jessie March 27, 2011 at 1:41 AM

    უიმე დედა :))))))))))) რა საყვარელი არსებები არიან რა … აი თუ შემხვდება ერთი მაინც შენთან მოვიყვან ^_^

  3. Nino March 29, 2011 at 9:23 PM

    რომ არ გეზარება ამდენი წერა… მააგრამ სამაგიეროდ ყველა პოსტი საინტერესოა :)) კარგი ხარ კარგი… დაა შესაბამისად ბლოგიც კარგი გაქვს :)))))))) ყოჩაღ შენ!

  4. egoisthedgehogtwo August 31, 2011 at 12:04 AM

    chems kompiutershi ashkarad gremlini cxovrobs😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: