ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

6 მეცნიერული გამოცანა, რომელსაც ახსნა არა აქვს

1. პლაცებოს ეფექტი

Pills

პლაცებოს ეფექტის შესახებ ბევრს სმენია. ესაა როდესაც ადამიანს ზედიზედ რამდენიმე დღე აძლევენ მისთვის საჭირო წამალს და ის გრძნობს რომ უკეთესად ხდება. თუმცა შემდეგ, სამკურნალო საშუალების მაგივრად თუ რამე სხვა, აბსოლიტურად ნეიტრალურ ხსნარს მივცემთ, ის მაინც იტყვის, რომ გამოჯანმრთელებას აგრძელებს.

მსგავს შემთხვევებს მთელ მსოფიოში იცნობენ ექიმები. ამის ახსნის ძირითადი ჰიპოთეზა შემდეგია _ ტვინს რაღაც გზით შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგრამ როგორ _ უცნობია. სხვათაშორის, ეს ეფექტი შემჩნეულია თაგვებში და მაიმუნებშიც, ასე რომ პლაცებო ადამიანის გამოგონება არაა.

2. სიცოცხლე მარსზე

mars

მარსი

წითელ პლანეტაზე ორგანიკის ძიება 1976 წელს დაიწყო _ იქ ამერიკული აპარატები Viking-ები დაჯდნენ. მათ უნდა ჩაეტარებინათ რამდენიმე ექსპერიმენტი იმ მიზნით, რომ დაემტკიცებინათ, ან უარეყოთ ჰიპოთეზა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. რეზულტატები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა: ერთის მხრივ, მარსის ატმოსფეროში აღმოჩენილი იყო აშკარად ბიოგენური წარმოშობის მეთანი, მაგრამ ვერ აღმოჩნდა ვერცერთი ორგანული მოლეკულა.

ექსპერიმენტების უცნაური შედეგები მარსიანული გრუნტის ქიმიურ შემადგენლობას მიაწერეს და გადაწყვიტეს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არაა. თუმცა, სხვა კვლევები იძლევიან საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მარსის ზედაპირზე ოდესღაც ტენი იყო, რაც თავისთავად ისევ სიცოცხლის არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს. ზოგიერთის აზრით, მარსზე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლის მიწისქვეშა ფორმები.

3. ბნელი მატერია

Dark Matter

ბნელი მატერია

ჩვენ სამყაროში ყველა გალაქტიკა უზარმაზარი სიჩქარით ტრიალებს ერთი ცენტრის გარშემო. მაგრამ როდესაც მეცნიერებმა გამოითვალეს მათი საერთო მასები, აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან მსუბუქებია. და ფიზიკის კანონების მიხედვით ეს “კარუსელი” ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა დაშლილიყო. მაგრამ არ იშლება.

ამის ასახსნელად, მეცნიერებმა მოიფიქრეს ჰიპოთეზა, თითქოს სამყაროში არის რაღაც ბნელი მატერია, რომლის დანახვაც შეუძლებელია. მაგრამ რას წარმოადგენს და როგორ შეიძლება შევეხოთ ამ მატერიას, ასტრონომებს ამის შესახებ წარმოდგენაც არა აქვთ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მასა სამყაროს მასის 90%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს მაქსიმუმ ერთი მეათედი ვიცით.

4. ანომალია ზონდებზე Pioneer

Pioneer

ზონდი პიონერი (Pioneer)

ამერიკული ზონდები Pioneer 10 და Pioneer 11 გაშვებულ იქნენ შესაბამისად 1972 და 1983 წლებში. ამ მომენტისათვის ისინი უკვე მზის სისტემას უნდა გაცდენილიყვნენ. თუმცა, პირველმაც და მეორემაც გაურკვეველი მიზეზების გამო ტრაექტორიის შეცვლა დაიწყეს, თითქოს უჩინარი ძალა მათ სისტემის გარეთ არ უშვებს. Pioneer 10 უკვე 400 ათასი კილომეტრით გადაიხარა საწყისი ტრაექტორიიდან. Pioneer 11 კი ზუსტად მის ტრაექტორიას იმეორებს.

არის რამდენიმე ვერსია: მზის ქარების ზეგავლენა, საწვავის გაჟონვა, შეცდომები პროგრამირებაში. მაგრამ ყველა ეს ახსნა არც თუ ისე დამაჯერებელია, რადგანაც 2 ხომალდი, რომლებიც 11 წლის ინტერვალით გაუშვეს, ზუსტად ერთნაირად იქცევიან.

თუ მიზეზად უცხოპლანეტელების ხრიკებს, ან ღვთიურ ჩანაფიქს არ განვიხილავთ, რომელსაც არ უნდა რომ ადამიანები მზის სისტემის გარეთ გაუშვას, მაშინ, შეიძლება ზუსტად ეს იყოს იმ ბნელი მატერიის გამოვლინება, რომელიც ზევითაა ნახსენები. არსებობს კიდევ სხვა ბევრი ჰიპოთეზა: მზის ქარების და მაგნიტური ველების გავლენით დაწყებული, თვითონ ზონდების არათანაბარი გათბობით დამთავრებული.

5. მზის სისტების მე-10 პლანეტა

sedna

მზის სისტემა

შორს-შორს, ჯუჯა პლანეტა პლუტონის უკან არის იდუმალი ასტეროიდი სედნა _ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩვენ სისტემაში. ამასთან ერთად სედნა ითვლება ჩვენ სისტემაში ყველაზე წითელ ობიექტად _ ის მარსზე წითელიც კია. რატომ _ უცნობია. მაგრამ მთავარი გამოცანა სხვა რამეში მდგომარეობს. სრულ წრეს მზის გარშემო, ის ანდომებს 10 ათას წელს. ამავდროულად, ის მოძრაობს ძალიან გაწელილ ორბიტაზე. ეს ასტეროიდი ან სხვასისტემიდანაა ჩვენთან შემოფრენილი და მზის გრავიტაციას თავი ვერ დააღწია, ან კიდევ მისი ორბიტა თავიდან წრიული იყო და გადაიხარა რაღაც ძალიან დიდი ობიექტის გრავიტაციული ველის გავლენით. რომლის? მაგალითად იდუმალი პლანეტა ნიბირუსი _ პლანეტის, რომელიც თითქოს და მზის სისტემის საზღვარზე მდებარეობს, მაგრამ ასტრონომები მის აღმოჩენას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტი რაც პლანეტის არსებობაზე მიუთითებს. სედნა მდებარეობს კოიპერის სარტყელში _ ადგილი სივრცეში, რომელიც სავსეა წვრილ-წვრილი კოსმოსური სხეულებით. პლუტონიდან დაწყებული, კოიპერს სარტყელი იზრდება, შემდეგ კი მკვეთრად ეცემა ნულამდე. ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო შორს არსებული ობიექტები მიზიდული იქნებოდა იდუმალი პლანეტის გრავიტაციის მიერ.

შესაძლებელია ამოცანა გადაწყდეს მაშინ, როდესაც NASA-ს ზონდი 2015 წელს პლუტონს მიაღწევს და იქიდან შეეცდება იდუმალი პლანეტის “დანახვას”.

6. რადიოსიგნალი მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან

wow signal

Wow! signal

1970-იან წლებში აშშ-ში დაიწყო სხვა პლანეტებიდან შესაძლო რადიოსიგნალების ძიების პროგრამა. ამისათვის რადიოტელესკოპს მიმართავდნენ ცის სხვადასხვა მონაკვეთებისკენ, ის კი ეთერს ასკანერებდა სხვადასხვა სიხშირეებზე და ცდილობდა ხელოვნური წარმოშობის სიგნალის დაფიქსირებას.

ძიების რამდენიმე წელი უშედეგო აღმოჩნდა. მაგრამ 1977 წლის 15 აგვისტოს, ასტრონომ ჯერი ეჰმანის მორიგეობის დროს ჩამწერმა მოწყობილობამ, რომელიც რადიოტელესკოპს რაც “ესმოდა” ყველაფერს იწერდა, დააფიქსირა რაღაც სიგნალი ან ხმაური, რომელიც 37 წამი გრძელდებოდა. ამ ფენომენმა მიიღო სახელი Wow! _ იმ მონიშვნის მიხედვით, რომელიც ჩანაწერის ველებზე წითელი მელნით გამოყო გაოცებულმა ეჰმანმა.

“სიგნალი” 1420 მჰზ. სიხშირეზე მოდიოდა. საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, დედამიწაზე არცერთი გადამცემი ამ დიაპაზონში არ მუშაობს. ის მოდიოდა მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებიდან, სადაც უახლოვესი ვარსკვლავი მდებარეობს დედამიწიდან 220 სინათლის წლის მოშორებით. ხელოვნური წარმოშბის იყო თუ არა, ამაზე პასუხი დღემდე არ არსებობს. ამის შემდეგ მეცნიერებმა არაერთხელ მიმართეს ტელესკოპი ამ მიმართულებაზე, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

შეიძლება დაგაინტერესოთ:
სინათლეზე სწრაფად. თხუნელას სოროები

16 responses to “6 მეცნიერული გამოცანა, რომელსაც ახსნა არა აქვს

  1. ნათია April 3, 2011 at 4:21 PM

    ჰეჰ, კაია🙂 ეს ამოუცნობი კოსმოსი… ამ ექვსიდან 5 უკავშირდება მას🙂 ისე, ბევრი რამეა კიდე, რასაც არ მოეპოვება ახსნა🙂

  2. kevana April 3, 2011 at 5:12 PM

    მე4სთან დაკავშირებით კითხვა მაქვს: იქნებ პლანეტების მიზიდულობის ბრალია?

    • zorbegi April 3, 2011 at 10:10 PM

      ეხლა შენ იმ მეცნიერებზე ჭკვიანი ხარ ვინც ნასაში მუშაობს?

  3. Mallorie April 3, 2011 at 6:28 PM

    რა საინტერესო პოსტი იყო.
    ყოჩაღ!

  4. zura2 April 4, 2011 at 8:19 PM

    ჩემი ტრადიციული სკეპტიკური კომენტარი 🙂
    სათაურში წერია გამოცანა, რომელთაც ახსნა არ აქვთო, არადა ყველას უწერია შესაძლო ახსნა.
    1. მაიმუნები კარგი, მაგრამ თაგვებს როგორ ათქმევინეს, რომ გამოჯანმრთელებას აგრძელებენ? და თუ ვთქვათ ერთი თვე მკურნალობ და მერე წამალს შეუწყვეტ და გამოჯანმრთელებას გააგრძელებს, იქნებ ეს უბრალოდ იმ ერთთვიანი მკურნალობის შედეგია?
    თუმცა შთაგონების ძალით მკურნალობა მართლაც შეიძლება არსებობდეს.
    2. მარსზე სიცოცხლე არის თუ არა, ეს იმაზე ნაკლები გამოცანაა ვიდრე ”არის თუ არა სიცოცხლე იუპიტერის თანამგზავრ იოზე”. მარსზე რომ მაქსიმუმ რამე ნახშირწყალბადოვანი მოლეკულა შეიძლება იპოვონ და მეტი ვერაფერი, მაგაზე უკვე ყველა შეთანხმდა მგონი. ამით კი ვერაფერი დამტკიცდება, მხოლოდ ათეისტებს მიეცემათ მორწმუნეებისთვის წაკბენის პატარა მიზეზი
    3. Dark Matter და Dark Energy ალბათ ერთადერთი გამოცანაა აქ ჩამოთვლილთაგან და ალბათ ოდესმე ამასაც გავიგებთ
    4. ორი ზონდის ერთნაირი ქცევა ჩემი აზრით არაა ძნელი ასახსნელი, ერთნაირი მოდელები, ერთი ხალხის დამზადებული, ერთნაირი გათვლებით. თუ არსებობდა რაღაც ფაქტორი, რომელიც პირველი ზონდის გაშვებისას ვერ გაითვალისწინეს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ ფაქტორს მეორის გაშვებისას გაითვალისწინებდნენ
    5. სედნა რატომაა გამოცანა ვერ მივხვდი, ფერის გამო?
    კოიპერის სარტყელის ბევრი ასტეროიდი მოძრაობს გაწელილი ორბიტით და რომელიმე მათგანს თუ სხვაზე გაწელილი ორბიტა აქვს, სრულებით არაფერს ამტკიცებს, მითუმეტეს თავისუფლად შესაძლებელია მზის სისტემის გარედან შემოსულიყო და მზის გრავიტაციისთვის თავი ვეღარ დაეღწია. თუ კოიპერის სარტყელში რამე დიდი გრავიტაციის მქონე სხეული მდებარეობს, რატომ არ მოახდინა მან გავლენა სედნაზე უფრო დიდ ასტეროიდებზე: პლუტონსა და ქარონზე?
    6. ეს საერთოდ გამოცანა არაა, მე რომ საკმარისად მძლავრი რადიოგადამცემი მქონდეს, გავუშვებდი 1420 მეგაჰერცზე ტალღას რამე ისეთი ტრაექტორიით, რომ არეკლილი ისევ დედამიწაზე დაბრუნებულიყო და გავუჩენდი მეცნიერებს საფიქრალს🙂 რადიოტალღის წარმოსაქმნელად გონიერი არსება საერთოდ არაა საჭირო, კოსმოსში ისედაც ბევრი სხეულია, რომელიც სხვადასხვა სიხშირის და სიძლიერის რადიოტალღებს ასხივებს.

    P.S. კომენტარი საკამათოდ არ დამიწეია, უბრალოდ საკუთარი ბლოგის არქონის გამო სხვის ბლოგებზე განვიხილავ ხოლმე საინტერესო საკითხებს🙂

  5. Zurriuss.GE April 5, 2011 at 9:51 PM

    1. ტვინის შესახებ კიდევ ის ვიცი, რომ შეუძლია სპეციალური ნივთიერების გამოყოფა, რომელიც, მაგალითად, თავის ტკივილს აყუჩებს. პლაცებოც ეგრეა, მაგრამ ჯერ ვერ იპოვეს ეგ ნივთიერება, ჰო🙂
    2. მარსზე მდინარის კალაპოტებიც კია ნაპოვნი
    3. ბნელ მატერიას შავ ხვრელთან რამე კავშირი აქვს?
    4. აი, მაგ “ბარიერის” იქით იქნება იმენნა მაგარი ტუსოვკები :))
    5. სედნა კი არა, პლუტონსაც ჩამოართვეს პლანეტის სტატუსი 3 წლის წინ :)))
    6. ეგ რომელმა რადარმა დააფიქსირა?

    • zura2 April 6, 2011 at 8:36 PM

      2. რომლებიც ჯერ არაა დამტკიცებული, რომ მდინარის კალაპოტებია და კიდეც რომ იყოს, წყალი არაა და მარტო კალაპოტი რად გვინდა
      3. მე რამდენადაც ვიცი, არანაირი
      5. ხო, ჩემს კომენტარში პლუტონი ასტეროიდადაა მოხსენიებული, თუმცა მგონი რამდენიმე ასტრონომი არ ეთანხმება მაგ აზრს
      6. სინათლეც რომ გარკვეული სიხშირის რადიოტალღაა, ხომ იცი, შესაბამისად კოსმოსური ობიექტების უმრავლესობა რადიოტალღებს ასხივებს. არახილული სპექტრის რადიოტალღებს ასხივებს მაგალითად მაგნიტური ველის მქონე პლანეტები და ისეთი ”უცნაური” სხეულები, როგორიც პულსარებია

  6. dreamar April 7, 2011 at 9:04 PM

    რამდენი ხანია არ ვყოფილვარ ამ ბლოგზე:/

  7. NinucaElectro April 12, 2011 at 9:06 PM

    “მარსის ატმოსფეროში აღმოჩენილი იყო აშკარად ბიოგენური წარმოშობის მეთანი, მაგრამ ვერ აღმოჩნდა ვერცერთი ორგანული მოლეკულა.”
    ძალიან უცნაურია, შეუძლებელია მეთანში ორგანული მოლეკულის არარსებობა.. :O
    მაგრამ რას გაიგებ…..

    • zorbegi April 12, 2011 at 10:02 PM

      მეთანში ორგანული მოლეკულა კი არა, ორგანული წარმოშობის მეთანის მოლეკულა

  8. floody April 22, 2011 at 10:21 AM

    ერთს ვიტყოდი რომ ბნელი მატერია 90% არა 96 პროზენტამდეა მაგრამ აქ განხილული ყველა საკითხი თავის მხრივ საკამათოა და ვოიაჯერების საკითხში ვერ დაგეთანხმები… იქ სადაც ვოიაჯერები არიან მზის ქარის სიჩქარე უკვე დიდი ხანია 0-ს გაუტოლდა http://bit.ly/eNmJND

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: