ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მისია გერმანიაში

YF-23

YF_23

ზაფხულის თბილი ღამე იყო. ღრუბლის პატარა ნაგლეჯიც კი არ იყოვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, მაგრამ მაინც ბნელოდა. მთვარე არსად ჩანდა. ღამის სიბნელის საფარქვეშ უახლესი ავაიაგამანადგურებლებით დაკომპლექტებული ავია რგოლი აფრენისთვის ემზადებოდა. რგოლს მე ვმეთაურობდი.როგორც მეთაური, პირველმა დავიწყე აფრენა. ძრავები 70%-ზე, მუხრუჭები ავუშვი და გარბენი დავიწყე, რამდენიმე წამში სიჩქარის მაჩვენებელი ხელსაწყო უკვე 300 კმ/სთ-ს მიჩვენებს, შტურვალს ჩემკენ ვქაჩავ და თვითმფრინავი მიწას სწყდება. ძრავები 100%-ზე. ირთვება ფორსაჭი და წარმოუდგენელი გადატვირთვით ვიწყებ აღმასვლას. 4000 მეტრის სიმაღლეს ვიკავებ. ჩემს შემდეგ კიდე 3 თვითმფრინავი აფრინდა. როდესაც დამეწიენ, ჩვენ დაშვება დავიწყეთ. ჩვენ საფრენ აპარატებს ისედაც ვერ აფიქსირებდა რადარი, მაგრამ მაინც დაბალ სიმაღლეზე ფრენა ვარჩიეთ. 500 მეტრის სიმაღლეზე 1000 კმ/სთ სიჩქარით. დავალება _  მოწინააღმდეგის გემების განადგურება, რომლითაც მათ შეიარაღება და საწვავი გადააქვთ. ზუსტად ნახევარი საათი მივფრინავთ მიზნამდე. აი გემები უკვე ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს, მაგრამ ამ დროს კაბინაშიგანგაშს სიგნალი გაისმა _ მტერი რადარით მართვად რაკეტას მიმიზნებს წამიც არ გასულა და რადარი 15-მდე მოწინააღმდეგის თვითმფრინავს აფიქსირებს. აშკარად წამგებიან პოზიციაში ვართ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თვითმფრინავები მათსას ბევრად ჯობია. და საქმე მხოლოდ რაოდენობაში არაა. ჩვენ შეზღუდული რაოდენობის შეიარაღება გვაქვს. 7 სითბური და 3 რადარით მართვადი რაკეტა + 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა. დანარჩენ თვითმფინავებში კი 3-3 რადარით და სითბური დამიზნების რაკეტები. ბორტზე ქვემეხებიც გვაქვს, მარა ისეთი სიბნელეა, რომ დამიზნება შეუძლებელი ხდება. გავეცი ბრძანება და ოთხივე მანქანა ბრძოლაში ჩავებით. სასტიკი ბრძოლა იყო.გავიმარჯვეთ, თუმცა გამარჯვება ძვირი დაგვიჯდა _ ჩემი მიმყოლის გამანადგურებელი სერიოზულადაა დაზიანებული _ ერთი კილი სულ მოგლეჯილი აქვს და მარცხენა ფრთა კი სერიოზულად დაზიანებული. გეზს ისევ საზღვაო ხომალდებისკენ ვიღებთ, ამ დროს შტაბიდან შეტყობინება მოგვდის, რომ 15 მილში მოწინააღმდეგის მორიგი ავიადაჯგუფებაა და სწრაფად გვიახლოვდება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე-3 და მე-4 მანქანები მათ შესაკავებლად გავგზავნო, მე და ჩემი მიმყოლი კი ხომალდებს მივხედავთ. 2 რაკეტა და 2 მორტყმა. 3-დან 2 გემი იძირება, ეხლა მესამის ჯერია, ვაბრუნებ თვითმფრინავს და 23მმ-იანი ქვემეხით გრძელ ჯერს ვუშვებ გემის მიმართულებით, გემზე ჭურვებისგან აფეთქება ხდება _ ის განწირულია. დროა ჩემებს მივეხმარო. მათ უკვე მოასწრეს 3 თვითმფრინავის ჩამოგდება, მარა მე-4 მანქანასაც სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული _ ცალი ძრავა მწყობრიდანაა გამოსული და ის საწვავს კარგავს. კიდევ 3-ს მე და ჩემი მეწყვილე ვაგდებთ თან ბაზისკენ მივიწევთ, თან მოწინააღმდეგის გამანადგურებლებს ვიგერიებთ. ამასობაში რაკეტებიც გველევა. ჩვენ ოთხნი, მტრის 7 თვითმფრინავის წინააღმდეგ შეიარაღების გარეშე ვრჩებით.  სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება გავეცი. როგორც მეთაური დაგჯუფებას წინ მივუძღვები,მარა მტერი არ გვშორდება. ჩემ გარდა 3-ვე თვითმფრინავს მისდევს და ცეცხლს უხსნის. ჯერ რაკეტებით, შემდეგ კი ქვემეხით. აი უკვე ჩემ მიმყოლსაც მოხვდა რაკეტა და მარცხენა ძრავა მწყობრიდან გამოიყვანა. რაღაც უნდა ვიღონო, თორემ  ყველა დავიღუპებით. ვატრიალებ თვითმფრინავს და მივმართავ მე-3 მანქანისკენ. მოწინააღმდეგეს რადარს ვუმიზნებ და თან ქვემეხიდან ვხსნი ცეცხლს. მგეზავი ჭურვები ღამით კარგად ჩანს. მან არ იცის რომ მე რაკეტები არ მაქვს და თავს ანებებს დევნას, მე-3 გადარჩა, მარა მსუბუქადაა დაზიანებული, მე-4 და მე-2 მანქანების ჯერია. იივე ტაქტიკით მათაც ჩამოვაცილე მტრის თვითმფრინავები. როდესაც ჩემ დაჯგუფებას ისევ მივუახლოვდი საშინელი სურათი დამხვდა _ მე-2 მანქანა (ჩემი მიმყოლი) ძლივსღა დაფრინავს _ მარცხენა ფტთა ყველივითაა დახვრეტილი, ერთი კილი აღარა აქვს, ერთი ძრავი გათიშულია, მეორე კი ბოლავს. მე-3ს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, მე4 კი არ ჩანს. გადავწყვიტე მომეძებნა. რადარის ჩვენების მიხედვით, ის ისევ ჰაერშია, მარა სერიოზულად ჩამოგვრჩა და ნელა დაფრინავს. როგორციქნა მივაგენი _ ორივე ძრავი გათიშულია და ბოლავს მთელი ფიუზელაჟი დაცხრელილია და სიმაღლეს კარგავს. ვცდილობ რადიო კავშირი დავამყარო, მარა არაფერი გამოდის, როგორც ჩანს რადიოსადგური დაუზიანდა. ჩემ თვითმფრინავზე სასიგნალე ნათურები ჩავრთე და შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია, რათა ჟესტიკულაციით მენიშნებინა რომ კატაპულტირემა მოეხდინა. მან კი ერთი შემომხედა, ცერა თითი ზევით ასწია და ისევ გაიხედა. მივხვდი, რომ დაზიანება იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე ჩანდა და რომ მას უკანასკმნელად ვხედავდი. მის უკან 20 მეტრით მაღლა დავიჭირე თვითმფრინავი, და ესე მივყევი, მანამ სანამ 300 კმ/სთ სიჩქარით მიწას არ შეენარცხა. მაგრამ ტრაგედია ამით არ დამთავრებულა. მე-2 თვითმფრინავი კი ისევ დაფრინავდა, მაგრამ ისიც დიდხანს ვეღარ გაქაჩავდა. აი მივუახლოვდით ჩვენ ბაზასაც, ჩემ მიმყოლს მეორე ძრავაც გაეთიშა, ეხლა ის პლანირებს, საწვავი მეც მელევა, ამიტომ ვასწრებ მას და დაშვებას ვიწყებ. როგორც კი დავჯექი, თვითმფრინავი ასაფრენი ზოლის გვერდზე გადავიყვანე და იქ გავჩერდი. მეორემ დაშვება დაიწყო. თითქოს ყველაფერი კარგადაა… თითქოს… შასის უკანა დგარი მოწინააღმდეგის ქვემეხმა მოგლიჯა. ეხლა ის ორ დგარზე უნდა დაეშვას. სამწუხაროდ არ გამოუვიდა. ავზებიდან გამოჟონილი საწვავი მიწაზე შეხებისგან გაჩენილი ნაპერცკლით ალდება, წამიც და თვითმფრინავი ნაფლეთებად იქცა. მესამე მანქანა მშვიდობიანად ჯდება. მისია შესრულებულია. მაგრამ ძვირი დაგვიჯდა. დავკარგეთ ორი პილოტი _ ორი კარგი მეგობარი. ეს მისია ჩემ მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.

2 დღეში შუადღისას შური ვიძიეთ _ 10 მანქანა. ჩემ ბორტზე 2 ბირთვული რაკეტა. მიზანი: იმ თვითმფრინავების ბაზა, რომლებმაც იმ ღამით 2 პილოტი მოგვიკლა. 8 თვითმფრინავს საჰაერო ბრძოლაში ჩართვის ბრძანება მივეცი, ძრავები მაქსიმალურ რეჟიმზე გავიყვანე და აეროდრომისკენ 1500 კმ/სთ სიჩქარით  გავფრინდი. 2 რაკეტა და 2 ბირთვული სოკო. არც აეროდრომი და არც სხვა რამ მის გარშემო აღარ არსებობს.  მე და ჩემი დაჯგუფება კი დაპანიკებულ და გაქცეულ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებს მივდევ და საბოლაოდ ვანადგურებთ მათ.

YF-23

YF-23

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: