ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ხელშეკრულება

contract

 
მოცემული შემდეგი ხელშეკრულება ფორმდება ______________________სა, შემდეგში საყვარელი ქალი, და ____________________, შემდეგში ბინძური ცხოველი, შორის და შეიცავს:

1. მოლაპარაკების საგანი.

1.1. მოცემული ხელშეკრულება არეგულირებს პირად ურთიერთობებს საყვარელ ქალთსა და ბინძურ ცხოველს შორის.

 

2. მხარეების ვალდებულებები
2.1. ბინძური ცხოველი ვალდებულებას იღებს:
2.1.1. აღმერთებდეს საყვარელ ქალს.
2.1.2. დაკავდეს სექსით

2.1.3. დაკავდეს სექსით არანაკლებ 2-ჯერ კვირაში.

2.1.4.  დაკავდეს სექსით არანაკლებ 2-ჯერ კვირაში საყვარელ ქალთან.

2.1.5. აპატიოს საყვარელ ქალს მისი ნებისმიერი ნაკლი (რომლებიც რათქმაუნდა არ არსებობს)

2.1.6. უყიდოს საყვარელ ქალს შოკოლადები და სხვა გემრიელი სასუსნავები.

2.1.7. იაროს საყვარელ ქალთან ერთად კინოში, კაფეში, რესტორანში და სხვა გასართობ დაწესებულებებში არანაკლებს 1-ხელ ყოველ 2 კვირაში (დანარჩენი პერიოდის განმავლობაში საყვარელი ქალი თავისით გაერთობა).

2.1.8. გაანებივროს საყვარელი ქალი ყველანაირი ძვირფასი საჩუქრებით.

2.1.9.  არასოდეს შეახსენოს როგორ ანებივრებდა ძვირიანი საჩუქრებით.

2.1.10. არ იკაპრიზოს.

2.1.11. არ ილაპარაკოს ცუდი სიტყვები

2.1.12. გულახდილად უპასუხოს დასმულ კითხვებს
2.1.13. გულახდილი პასუხის შემთხვევაში (იხ. პ. 4.1.3.) არ გაექცეს თავში დარტყმას.

2.1.14. არ ითხოვოს შეუძლებელი

2.1.15. არ ითხოვოს საერთოდ არაფერი.

2.1.16. არ მიაქციოს ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

2.1.17. აჩუქოს ყვავილები.

2.1.18 აკატავოს თავისი მანქანით (რათქმაუნდა საყვარელი ქალი უნდა იყოს საჭესთან)

2.1.19.  არ მიაყენოს საყვარელი ქალის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ზიანი (ყველა დანარჩენზე დაშვებულია ზიანის მიყენება)

2.1.20. არ დაივიწყოს და რეგულარულად დაურეკოს საყვარელ ქალს, თუ ის არ პასუხობს რეკოს მანამ სანამ არ უპასუხებს.

2.2. საყვარელი ქალი ვალდებულებას იღებს:

2.2.1. კარგად მოექსეს ბინძურ ცხოველს

2.2.2. ყურადღება არ მიაქციოს მის ნაკლებს (რომელიც მას უამრავი აქვს)

2.2.3. დაკავდეს სექსით

2.2.4. გახარებული სახით და ღიმილით მიიღოს საჩუქრები და იაროს კინოში.

2.2.5. ბინძური ცხოველის თანდასწრებით არ მიაქციოს ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

2.2.6. არ ითხოვოს შეუძლებელი

2.2.7. ბინძური ცხოველის კუთვნილი მანქანის საჭესთან ყოფნისას შეეცადოს არ მიაყენოს სერიოზული ზიანი არც ავტომობილს, არც ბინძურ ცხოველს.

2.2.8.  უპასუხოს ტელეფონის ზარებს.

2.2.9.  გულიანად იცინოს ყველა მის ხუმრობაზე (იდიოტურებზეც  კი) (რათქმაუნდა თუ ხუმრობები საყვარელი ქალის პირადობას არ ეხება)

2.2.10. იყოს მომთმენი (დასაშვებ ზღვრებში)

3. მოლაპარაკების მოქმედების ვადა.

3.1. მოცემული ხელშეკრულება მოქმედებს ერთ-ერთი მახრის ლეტალური შედეგის დადგომამდე.

3.2. არცერთ მხარეს არ ეძლევა უფლება მეორის ლეტალური შედეგი დააჩქაროს.

4.  მხარეების პასუხისმგებლობა

4.1. ბინძური ცხოველი:

4.1.1. პ. 2.1.4.-ის დარღვევისთვის აგოს პასუხი მამაკაცური ღირსების შელახვის სახით

4.1.2. პ. 2.1.10-ის დარღვევისათვის აგოს პასუხი ჯარიმისი სახით რომელიც განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

4.1.3. პ. 2.1.12-ის დარღვევის შემთხვევაში მიიღოს დარტყმა თავში

4.1.4.  პ. 2.1.16 -ის დარღვევის შემთხვევაში მიიღოს 3 დარტყმა თავში და ერთიც მამაკაცურ ღირსებაში (ან პირიქით _ საყვარელი ქალის სურვილისამებრ).

4.1.5. დანარჩენი პუნქტების დარღვევისათვის საყვარელ ქალს უფლება აქვს ძალიან განაწყენდეს
4.2. საყვარელი ქალი:

4.2.1. იგი არ აგებს არანაირ პასუხს რადგანაც ის საყვარელი ქალია.

5. მოლაპარაკების სხვა პირობები:

5.1. მოცემული შეთანხმება შედგენილია ერთადერთ ეგზემპლარად და რადგანაც ბინძური ცხოველი მფლანგველი იდიოტია, ზემოთხსენებული დოკუმენტის ორიგინალი ინახება საყვარელ ქალთან.

5.3. ყველა დავის და უთანხმოების მოგვარებას, რომელიც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს მხარეები შეეცდებიან მოაგვარონ მოლაპარაკებების გზით.

5.4. მოცემული ხელშეკრულება გაუქმებას არ ექვემდებარება.

5.5. ხელი ეწერება სისხლით ბინძური ცხოველის, ხოლო ფანქრით საყვარელი ქალის მხრიდან.

6. მხარეების ხელმოწერები და რეკვიზიტები
__________________ (____________)
“___” __________________ 201_ წ.  საყვარელი ქალი
__________________ (____________)
“___” __________________ 201_  წ. ბინძური ცხოველი

4 responses to “ხელშეკრულება

  1. Jessie August 30, 2011 at 11:06 AM

    3.1. მოცემული ხელშეკრულება მოქმედებს ერთ-ერთი მახრის ლეტალური შედეგის დადგომამდე.

    3.2. არცერთ მხარეს არ ეძლევა უფლება მეორის ლეტალური შედეგი დააჩქაროს.
    >>>> aaaaaaaa მაგარი იყო

    სგ ზურა :)))

  2. Nemo September 4, 2011 at 8:50 PM

    eeeeeeee,letaluri ra aris?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: