ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

FAKE AND GAY!!!

blogging

ამ ბოლო დროს აშკარად მომრავლდნენ ბლოგერები… ბლოგერები რა… ბლოგები მომრავლდნენ. ზოგი მალევე ანებებს წერას თავს, ზოგიც აგრძელებს ბოლომდე. ზოგის ბლოგი იქაჩება, ზოგისაც ვერა… მოდით ვინც იქაჩება იმათზე გელაპარაკებით… ყველაზე არა _ ნაწილზე…


ყველაზე ძაან რა კონტენტის შემცველი ბლოგებია ხოდში? იასნად სექსუალურის… სულ რო ორი დღის გახსნილი გქონდეს ბლოგი და საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე წერო, 1 კვირაში ტოპ ბლოგების კენწეროში მოექცევი. ვინ არიან ასეთი ბლოგების მფლობელები? იასნად დედლები, ვისაც ჰქონდათ სექსი და ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო, ამას აფიშირებას უკეთებენ… სხვანაირად არ გამიგოთ, არ ვარ ქალიშვილობის ინსტიტუტის და მსგავსი იდიოტობების მომხრე, მარა რატო უნდა იყვირო ადამიანმა მე სექსი მქონდაო მთელი ქვეყნის გასაგონად?!… ან ბიჭმა ან გოგომ. ბლინ, სექსუალურ ცხოვრებას ინტიმური იმიტო ჰქვია რო საქვეყნოდ არ უნდა იყვირო ამის შესახებ.
მერე ამ და სხვა გაქაჩულ ბლოგერებს თავში მოუვლით რო თავიანთი გამოცდილება ბლოგინგში სხვებსაც გაუზიარონ. სხვებს რა… ახალ ბლოგერებს… სწორედ იმ ბლოგერებს ვისაც დროის დანარჩენ ნაწილში ვეჩნად ზედ აჯვამენ. მერე კიდე წუწუნებენ საქართველოში ბლოგინგი ძნელად, ან არ ვითარდებაო. რა განვითარდება გენაცვალეთ, არ გაახარეთ ახალი ბლოგერები და… ყველამ თქვენსავით პიზდეცინტელექტუალური ან სექსუალური პოსტები თუ არ წერა და ძუძუები არ გადმოყარა საქვეყნოდ თამბლერზე, ესეიგი ისინი ბლოგერები არ არიან. ხო, კიდე ბლოგერი ქსენოფობი და ჰომოფობიც არ უდნა იყოს. როგორ შეიძლება _ ყველა ბლოგერი ხომ პროგრესულად მოაზროვნე უნდა იყოს?! fuck that! ვის როგორიც უნდა ისეთი იყოს და ეგ არავის საქმე არაა!!!
განვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი, საიდან ჩნდება ბლოგის შექმნის იდეა _ უსაქმურობიდან. ბლოგერების დიდ ნაწილს, ბლოგის შექმნის მომენტში, ან მერეც არაფერი საქმე არა აქვს, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო, ხოდა ესენიც წერენ.
ბლოგი საერთოდ მთლიანად მის ავტორზე უნდა იყოს ორიენტირებული და წაიკითხავენ თუ არა, იდეაში უდნა ეკიდოს. ან ყოველ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამას. იმიტო რო ბლოგერი ამ საქმიანობით პირველ რიგში თავის ჭიას ახარებს. ეხლა აქედან გამომდინარეობს 2 საკითხი:
1. თუ ბლოგზე რასაც მიდნა იმას დავწერ, მაშინ ვისი რა საქმეა რას დავწერ და რატო მაჯვამენ თავზე იმის გამო რო მაგათნაირად არ ვწერ (არა ჩემთვის ჯერ არავის შეჯვამს, მარა ახალიც არ მეთქმის მამენტ)? რას მოითხოვთ?! წერენ რაზეც უდნათ და წერონ. არაა ეს თქვენი საქმე.
2. რის სწავლებას ცდილობენ თავიანთ პოსტებში ძველები და გაქაჩულები ახლებისთვის? უსაქმურობის?! გმადლობთ ისედაც ვიცით…
და საერთოდ ვეჭვობ რომელიმე მათგანს ბლოგის შექმნის წინ იმისი ძიება დაეწყოს რაზე უნდა პოსტონ რო მკითხველი ჰყავდეთ… ასე რომ მასეთი პოსტების აზრი მე არ მესმის და რაღაც წაპაკაზუხების მომენტებსაც კი ვხედავ.

თუ ამას ვინმე ახალი ბლოგერი, ან ბლოგერები წაიკითხავენ, მინდა მათაც მივმართო, და ვუთხრა დღეს რა არი ბევრისთვის ბლოგერობა: საკუთარი ინტიმური ცხოვრების საქვეყნოდ გამოფენა, თავიანთი ვიწრო წრეების შექმნა, სხვებზე დაჯმა, ეკონომიკის სამინისტროში უაზრო მიწვევებზე სიარული, ვერის პარკში ან რაიმე ივენთზე უგონოდ დათრობა და მერე ყველასთან ზასაობა ისე, რო ვისი ის ვისაშია ვერ გაიგებ, ახალი ბლოგერების დაცინვა… პლუს ამას ყველაფერ ამით ამაყი… მარა ბოლოს ახალ ბლოგერებზე “ზრუნვა”… როგორც რეი ვილიამ ჯონსონის ტროლი იტყოდა _ Fake And Gay!

ერთ რჩევას მოდით ახლებს მეც მოგცემთ: ნუ დაემსგავსებით მათ. აკეთეთ ის რაც თქვენ გისწორდებათ.

მგონი ვსიო…
შეიძლება რამე გამომრჩა, რამე არეულად დავწერე, მარა ღამის 4 საათია, მეძნება და მობილურში ვკრეფ ამ ტექსტს… თაჩ სკრინზე დიდი ტექსტების წერა მაგარი ტასკა ყოფილა… დამაწყდა თითები.

P.S. Не говори,что мне делать, и я не скажу, куда тебе идти

(გუშინ ღამით დაწერილი ტექსტი შემოგთავაზეთ უცვლელად)

30 responses to “FAKE AND GAY!!!

  1. Ani October 2, 2011 at 3:03 PM

    აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. ამ ბოლო დროს კი მართლაც განსაკუთრებით მომრავლდა ვითომ სექსუალური (და ჩემი აზრით უნიჭო) პოსტები, რომლებიც ზუსტად ბლოგის გაქაჩვისთვის იწერება. მე არ მესმის, რატომ უნდა მოვიზიდო მკითხველი გამოგონილი სექსუალური ისტორიებით, როცა ბევრად საინტერესო რამეზე შემიძლია დავწერო, თან ზუსტად იმ თემაზე დავწერო, რაც მე მაინტერესებს. მთელი უბედურება ისაა, რომ ერთმანეთს ბაძავენ და თითქმის ყველა ასეთი პოსტი ერთმანეთს გავს

    • zorbegi October 2, 2011 at 3:05 PM

      ჰო რავი რა.. ვის არ გვქონია არ ან გვექნება სექსი, რა არი ამაში ისეთი რო ყოველ პოსტში წერო არ მესმის…
      და მერე ვიღაც ანანისტი გოგო-ბიჭები კითხულობენ და “ტკბებიან”…

  2. djguro October 2, 2011 at 11:17 PM

    ჰეჰე, რეი მაგარი როჟაა.🙂

  3. mylilac October 2, 2011 at 11:57 PM

    ძალიან მიხარია, რომ ეს ბლოგი ვიპოვე და ვაპირებ საფუძვლიანად წავიკითხო ყველა პოსტი.

  4. xmasters October 3, 2011 at 1:15 AM

    ასეთი სიმართლე ჯერ არ წამიკითხავს არცერთ ბლოგზე.ჯიგარი ხარ😉

    • zorbegi October 3, 2011 at 8:15 AM

      თავიდან ყველა ჯიგრები ვიყავით :)))
      ხელები და ფეხები მერე გამოგვივიდა :))

      მადლობა

  5. finiki October 3, 2011 at 4:56 PM

    ასეთი ადეკვატური, ზუსტი – კიდევ რა დავარქვა არ ვიცი – პოსტი საუკუნეა არ წამიკითხავს. 100% გეთანხმები, არაჩვეულებრივია ^ ^

  6. Tako Peiqrishvili October 3, 2011 at 10:23 PM

    კითხვის დროს სულ ერთი ბლოგერი მახსენდებოდა :))

    ასევე გეთანხმები🙂

  7. Applepied October 3, 2011 at 10:34 PM

    მართალი ხარ, ვისაც რაზე უნდა იმაზე უნდა წეროს. უნდათ სექსზე წერით მოიზიდონ მკითხველი და უნდათ სხვა თემებით. ვინაიდან მკითხველს წაკითხვას არავინ აძალებს, არც არავითარი პრობლემა არ იქმნება.
    არ გეთანხმები იმაში, რომ ბლოგერი არ ფიქრობს მკითხველის რაოდენობაზე. შენთვის წერა თუ გინდა გახსენი ვორდის დოკუმენტი და ჯღაპნე და შეინახე : ))))) აბსოლუტურად ყველა ბლოგერს ადარდებს მკითხველი🙂 გარდა ამმისა, თემატურ ბლოგებს რომ თავი დავანებოთ, არსებობს სოციალური თემები, რომლებზედაც აქტიურად იწერება. ამ მხრივ, მწერალის სურვილი, რომ დაწეროს, პირდაპირპროპორციულია იმ სურვილისა, რომ ხალხმა წაიკითხოს🙂
    სხვა დანარჩენში გეთანხმები🙂

    • Applepied October 3, 2011 at 10:38 PM

      უი ის გამომრჩა კიდევ, უსაქმურობას რაც შეეხება…
      არანაირად არ ვგრძნობ თავს უსაქმურად და ბევრი ისეთი ბლოგერიც ვიცი, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი რომ აქვთ, მაგრამ მაინც წერენ, თან საკმაოდ კარგად : )

  8. Ozzyka Ozz October 3, 2011 at 10:37 PM

    ვაჰ. :დ პირველად მომეწონა :დ

  9. anna October 4, 2011 at 8:30 AM

    რა გეშველებოდა მე რომ არ დამეწერა პოსტები :დ
    ეკონომიკის სამინისტროში და ივენთებზე სიარული თუ გინდოდა, ვერ იარე?;დ;დ;დ

  10. zurriuss October 13, 2011 at 9:12 AM

    ჯიგარი ხარ! შევეცი ყველა Fake and Gay-ს!

  11. akunkula October 13, 2011 at 9:21 AM

    ზორბეგ, ესე შენი არც ერთი პოსტი არ მომწონებია!

  12. ნათიკო :) October 20, 2011 at 11:13 PM

    დღეს რატომღაც გადავწყვიტე, რომ ფოსტა შემემოწმებინა, ძველ რაღაცეებს ვშლიდი და უცბად აღმოვაჩინე შეტყობინება იმის შესახებ რომ ახალი პოსტი დაგიწერია და ისეეე სწრაფად შემოვვარდი რო რაა =D აი ძალიან ძალიან მომეწონა ეს პოსტი. P.S. ხომ საერთოდ მაგარი იყო =D

  13. orange November 13, 2011 at 10:23 PM

    პარადად ჩემთვის, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა მასწავლოს სხვამ რაზე უნდა ვწერო და რატომ ვწერო. რჩევების მიცემის წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ დაცინვა და ლანძღვა იმის გამო თუ რაზე ვწერ მიუღებელია. ნუ, მეც არ მომწონს წერა რომ არ იციან და არც ბლოგის მართვის აზრზე არ არიან და მაინც წერენ, მაგრამ მე რა უნდა ვქნა? შემიძლია რჩევა მივცე და დავეხმარო თუ დასჭირდება, მაგრამ სახალხოდ დაცინვა, ქილიკი და მარაზმულად მითითებები მიცემა, თუ რა და როგორ წეროს… იმაში მეც არ გეთანხმები, რომ ბლოგერებს არ აინტერესებთ ვინ და რამდენი კითხულობს, სულ ოდნავ მაინც ყველას გვაღელვებს ვიზიტორთა რაოდენობა და მათი აზრი ჩვენს პოსტებზე, თორე, ასე, მართლა ვორდის დოკუმენტში ან დღიურში დავწერდი ჩემს აზრებს და ეგაა რა :დ

    • zorbegi November 13, 2011 at 11:29 PM

      მე ცოტა სხვანაირდ ვუყურებ ამას _ მე ვწერ, იმიტომ რომ რაღაც მინდა რომ ხალხს გავუზიარო, მარა რამდენი გაიზიარებს (და გაიზიარებენ თუ არა) დიდად არ მანაღვლებს. მე ჩემი გავაკეთე _ გავუზიარე. ვსო…🙂

  14. Miss Chikasso November 30, 2011 at 6:05 PM

    bevri vicine da mere metkina

  15. აივი garber May 15, 2012 at 7:38 PM

    ^_^ ლალალა რესფექთ ^_^

  16. natia121 June 3, 2012 at 8:22 PM

    კომენტარები კიდე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, კი არადა ზოგიერთი კომენტარი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: