ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

რჩევები ქალს კაცისგან

1. იატაკი ტანსაცმლის შესანახად საკმაოდ მოსახერხებელი ადგილია და ამაზე ნუ შემეკამათები.

2. არასოდეს დაგვაძალოთ მაღაზიაში რაიმეს საყიდლად წასვლა. სულერთია იმას მაინც არ ვიყიდით რაც თქვენ გინდათ.

3.  როდესაც ერთად ვუყურებთ ტელევიზორს, ჩემთან ჩახუტება სრულიად დასაშვებია _ ამ დროს ეკრანს არ ეფარებით. კოცნა მხოლოდ ტაიმ-აუტების და რეკლამების დროს. კითხვები კი ყველა შემთხვევაში ჯობია ისე დასვათ, რომ მე გონების დაძაბვის გარეშე შემეძლოს “კი” ან “არა” პასუხის გაცემა.

4.  როდესაც ჩვენ ერთად ვუყრებთ შენ საყვარელ ქალურ ტელე-შოუს და მე რეკლამის დროს სხვა არხზე გადავრთავ, არ ღირს ჩემთვის იმის თქმა რო უკან გადმოვრთო, იმიტომ რომ რეკლამა უკვე დამთავრდა _ მე ხომ უკეთესად ვიცი როდის მთავრდება რეკლამა?!

5. თუ სარეცხის რეცხვაში დახმარება გჭირდება მე მზად ვარ მოგეხმარო ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმლის სააბაზანოში გამოტანით, დანარჩენი კი უკვე შენი საქმეა, მე კი მეჩქარება _ სავარძელს უნდა დავუბრუნდე.

6. მე თუ შემთხვევით წამომცდა, რომ ჩემ რომელიმე მეგობარს რაღაცის უფლება აქვს, არაა საჭირო მაშინვე მის ცოლთან გადარეკვა და ამის “განხილვა”.

7. თუ არ მოგწონს ჩემი მანქანის მართვს მანერა, თვალები დახუჭე და ნუ კივიხარ ეგრე, თორე ერთხელაც რამეს შევეჯახები და შენი ბრალი იქნება.

8. მე მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად დავდივარ და არა იმის სანახავად თუ როგორ გამოიყურება.

9. თუ გინდა, რომ რამე განსაკუთრებული ჩავიცვა, მითხარი ეს მანამ სანამ რამე სხვას ჩავიცვამდე.

10. არ მკითხო უხდება თუ არა პომადის ეგ ფერი შენ ფეხსაცმელებს, სულერთია კაი არაფერი თავში მაინც არ მომივა აზრად. უკეთესი იქნება თუ წავალ და ტელევიზორს ვუყურებ მანამ სანამ შენ ამდენ ხანს იცვამ.

11. თუ გინდა რომ უნიტაზს თავსახური დავაფარო როდესაც ჩემ საქმეებს მოვრჩები, მაშინ სამართლიანობისთვის, შენ მისი ღიად დატოვება მოგიწევს. და ნუ მიტრაკებ ვეჩნად იმაზე რო  ყოველთვის ვერ ვუმიზნებ უნიტაზს და გვერდზე ვაფსამ _ რას უნდა ელოდე ორგანოსგან, რომელსაც თავისი ტვინი აქვს?!

12. როდესაც გეუბნები “მორჩი ტელეფონზე ლაყბობას” ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველა შენი შტერული კითხვით ჩემზე უნდა გადმოერთო. მე სულაც არ მიგულისხმია რომ მოვიწყინე და შენთან მინდა ლაპარაკი.

13. მანქანა თუ ჩაქრება არაა აუცილებელი ვინმეს დაძახება დასახმარებლად. თვითნაც კარგად გავერკვევი. ვინმე თუ თვითონ მოვა დასახმარებლად, დავსხდებით, ლუდს დავლევთ. შენ კიდე არ უნდა დაგვაჩქარო, იმიტომ რომ საქმეს სიჩქარე არ უყვარს _ უნდა დაჯდე, დაფიქრდე, გაერკვე.

14. თუ ცუდად ვარ, ლოგინში ვაგდივარ და ვკვნესი, დამიჯერე, შენ ასე  არასოდეს გაციებულხარ, ასე რომ იყავი ჩემთან თბილი და ალერსიანი და არ მითხრა რომ ეს იმის ბრალია, რომ გუშინ დილის 5 საათზე გაგლეჯილი მთვრალი მოვედი დაბადების დღიდან _ შენ ამას ვერ გაიგებ.

15. არასოდეს მკითხო რაზე ვფიქრობ. პასუხი მარტო შეიძლება იყოს: სექსი, ან სპორტი. თუმცა ასეთი შემთხვევებისთვის კიდევ რამე მაქვს მოსაფიქრებელი.

16. როდესაც მე მეგობრებთან ერთად ვსვამ ლუდს და ვამბობ “კიდევ ერთი დავლიოთ და დავიშალეთ” მე მართლა ამას ვგულისხმობ.  მერე რა რომ ამის თქმა საღამოს განმავლობაში 20ჯერ შემიძლია?! და რატომ უნდა დავრეკო სახლში და გაგაფრთხილო როდის მოვალ? არც ის მესმის რატო ჩაკეტე საძინებლის კარი როდესაც მე დავბრუნდი. კავშირს ვერ ვხედავ.

17. თუ უცნობ ადგილას დავიკარგეთ, რა საჭიროა გამვლელებისთვის გზის კითხვა? გზა მეც მშვენივრად ვიცი. მერე რა რომ ამ სახლის წინ უკვე მეოთხედ გავიარეთ?! დამიჯერე 10 წუთში დანიშნულების ადგილას ვიქნებით.

18. არ მკითხო მომეწონა თუ არა ეს ფილმი. ფილმის ბოლოს თუ ტირიხარ მე აშკარად არ დამევასა.

19. მე ვფიქრობ რომ ეხლა კარგად გაცვია. 5 წუთის წინაც კარგად გეცვა. ორივე წყვილი ფეხსაცმელი გიხდება. ქამრითაც და უქამროდაც კარგად გამოიყურები და თმაც კარგად გაქვს… ბოლოსდაბოლოს გავალთ?!

20. თუ დილას და საღამოს ვხედავთ ერთმანეთს, მაშინ რაღა საჭიროა სამსახურში რომ მირეკავ?!

21. კიდევ ერთხელ გიმეროებ: არ მკითხო რაზე ვფიქრობ. ჯობია არ იცოდე.

22. სიჩუმე არაა აუცილებელი “ჩვენს შესახებ” ლაპარაკით, ან ურთიერთობების გარჩევით დაარღვიო. მე უბრალოდ ჩუმად მინდა ყოფნა. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაც ისე არაა.

23. სხვათაშორის ყვავილებს ვრწყავდი და წარმოდგენა არ მაქვს რატო გახმნენ… ყველაფერი ხდება.

40 responses to “რჩევები ქალს კაცისგან

  1. Jessie November 7, 2011 at 11:33 PM

    ააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააააა ააააააააააააააააააააააააააააა
    რა იყო 2 დღე იუ არ ინ რელეიშენშიპ და უკვე მასე გაგამწარეს? ^_^

  2. ილარია November 7, 2011 at 11:38 PM

    ვაიმე რა ძაან დამევასა პოსტი.
    თითქმის ყველა პუნქტზე გამეცინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმარი მინდა :)))))

  3. ninnaka November 7, 2011 at 11:57 PM

    ეჰ გოგოებოოო…. :დ ვითომ ყველა კაცი ერთნაირია? :დ

  4. Kate_AlukaЯD November 8, 2011 at 12:09 AM

    რა საყვარლები ხართ :დდდდ

  5. elen November 8, 2011 at 12:55 AM

    bebiatqvenisam raa😀

  6. Ninia Galpxani November 8, 2011 at 3:59 PM

    ბორბეგ, გპასუხობ პოსტით დდდდდდ

  7. piccolina November 9, 2011 at 11:53 AM

    პოსტის ავტორი ფორევერ ელოუნ მოკვდება:/
    ან ზომბი ეყოლება გვერდით❤
    ან მონას იყიდის, არც ეგ იქნება პრობლემა :დ

  8. MrsMarch November 10, 2011 at 2:29 AM

    ნამდვილად არსებობენ ესეთები და მერე ცოლები უბოზდებათ :დ მე პირადად პირდაპირ ნახუი გავუშვებდი ტელევიზორიანად, რომელიც არაფერში არ მჭირდება :დ

    • zorbegi November 10, 2011 at 8:00 AM

      ვერა, ვერ გამშვებდი, იმიტო რო ოჯახში შემომტანი მე ვარ

      • MrsMarch November 11, 2011 at 1:53 AM

        გაგიშვებდი იმიტომ რომ მეც მშვენიერი სამსახური მაქვს და თან ორგანულად ვერ ვიტან ტელევიზორს ♥ (გადაცემას მნიშვნელობა არ აქვს თვითონ ყუთი მეზიზღება)

      • zorbegi November 11, 2011 at 8:20 AM

        და ბავშვებს უმამოდ დატოვებდი?

      • MrsMarch November 13, 2011 at 2:09 AM

        აა… უმამოდ არა. კარგი მაშინ დარჩი და უყურე იმ დებილობას სვი ლუდი და მე ისევ გაგიბურღავ ტვინს :დ forever and ever 😀

      • zorbegi November 13, 2011 at 1:35 PM

        კაი, თანახმა ვარ.. ბავშვების გულისთვის რას არ იზამს კაცი

  9. თორნიკე November 10, 2011 at 1:24 PM

    ბოლო ვაფშე მაგარი იყო ))

  10. egoisthedgehogtwo November 11, 2011 at 11:16 PM

    ზურა ადრე თუ გვიან ეგეთად ყოფნა შენც მოგბეზრდება ადამიანთა მოთხოვნილებაა გრძნობდნენ რაც მანდ წერია უგრძნობ მანქანას შეუძლია მხოლოდ აკეთოს.

    და ზურა დარწმუნებული ვარ არსებობს სადღაც ადამიანი ვის გამოც შენ მაგ საზიზღარ თვისებებს დათმობ
    ხოდა ისე სულ მეუბნები არ მიცნობო მაგრამ მაინც ზურა შენც კი არ ხარ მთლად მასეთი

    (არც მე გეკამათები)

    • zorbegi November 11, 2011 at 11:37 PM

      რა გულის ამაჩუყებელია…
      ზურა შენთვითონ ხარ თუ კაია… ზორბეგი ვარ მე.

      შეიძლება არსებობს, მარა მე ჯერ არ ვიცნობ :>

      • egoisthedgehogtwo November 17, 2011 at 2:16 AM

        არა და სულაც არ არის გულის ამაჩუყებელი

        მე ყოველთვის ზურას გეძახი.
        მე სოფო მქვია.

        გაიცნობ ოდესმე😛

      • zorbegi November 17, 2011 at 8:09 AM

        რო/თუ გავიცნობ, მერე ვნახოთ

    • MrsMarch November 13, 2011 at 2:11 AM

      ნუ ჩავუღრმავდებით ამ პოსტს :შ :დ

  11. როდე November 13, 2011 at 7:59 PM

    ჩვენ ყველანი ჭუპრები ვართ და ვისაც არ ვევასებით, სხვა პეპელა მოძებნონ.
    :ყღჩფშ:

  12. BergFrau November 15, 2011 at 10:51 PM

    8. მე მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად დავდივარ და არა იმის სანახავად თუ როგორ გამოიყურება.

    18. არ მკითხო მომეწონა თუ არა ეს ფილმი. ფილმის ბოლოს თუ ტირიხარ მე აშკარად არ დამევასა.

    19. მე ვფიქრობ რომ ეხლა კარგად გაცვია. 5 წუთის წინაც კარგად გეცვა. ორივე წყვილი ფეხსაცმელი გიხდება. ქამრითაც და უქამროდაც კარგად გამოიყურები და თმაც კარგად გაქვს… ბოლოსდაბოლოს გავალთ?!

    აიააა… ამაზე ბრწყინვალე პოსტი არსად არ შემხვედრია!❤
    ადმინ-ღმერთი ხარ მართლა, რა… ;დ ;დ ;დ

  13. ნათიკო =) November 19, 2011 at 11:55 PM

    ჰეჰეე, რა მაგარი იყო და თან ნაღდიი 😀

  14. djguro November 21, 2011 at 9:42 PM

    ბიჭო, ბიჭოოო.. აი მესმის ქალების რეაქციებიი.. შენა და, ზორბეგ, რომელ ლუდს დალევ? ამოდი ჩემთან და კომენტარები გავარჩიოთ.😀

  15. Butterfly July 28, 2012 at 3:27 PM

    იქვე ჩავასიკვდილებ ასეთს🙂 ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მეყვარება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: