ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

გზა მოდერატორისა (ჩუნური სიბრძნის მიხედვით)

შესავალი

ვინაა იდეალური მოდერატორი? იდეალური მოდერატორი _ ეს ისაა, რომელიც ყოველ მომხმარებელში უნდა არსებობდეს. მაგრამ ადამიანი არასრულფასოვანი არსებაა და ნაკლოვანებები აქვს. ამიტომ ადმინისტრატორი აგროვებს ხალხს, რომლებიც თავიანთი ქცევით ამტკიცებენ რომ საღი გონება აქვთ და ფორუმის კანონებს იცავენ. ეს ხალხი არიან შუამავლები ადმინისტრატორებსა და მომხმარებლებს შორის. სწორედ ისინი ატარებენ ადმინისტრატორის ნებას კანონის სახით და ყურადღებას აქცევენ რომ არავინ დაარღვიოს ის.
როდესაც შენ მოდერატორად დაგნიშნავენ, ერთნი მოგილოცავენ, მეორენი თანაგიგრძნობენ. მაგრამ არავინ გეტყვის თუ რა უნდა გააკეთო და შენ წყალში ჩაგდებული ლეკვივით იძულებული იქნები ცურვა დამოუკიდებლად ისწავლო. ასე რომ არ მოხდეს _ შეიცან გზა მოდერატორისა. თუ მას მიჰყვები ეჭვის და განსჯის გარეშე _ პატივსაცემი მოდერი გახდები. მაგრამ თუ შენს სულში ეჭვი დაიბუდებს_ შენ არ ხარ ღირსი მოდერატორის მაღალი წოდების. მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია _ შენ დაიწყე ამის კითხვა. გადადგამ თუ არა მეორე ნაბიჯს, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია.

პირველი თავიდან*

გზა მოდერატორისა _ ემსახუროს კანონს.
კანონი არის სიტყვა ადმინისტრატორისა.
სისულელეა ჩათვალო, რომ გზა მოდერატორისა არის ადმინისტრატორის დაცვა. ადმინისტრატორს საკუთარი თავის დაცვა თვითონაც კარგად შეუძლია. მაგრამ ადმინსიტრატორი მხლოდ ადამიანია და მას არ შეუძლია ყველგან თვალი მიადევნოს კანონის დაცვას. და ესაა მოდერატორის დანიშნულება

*
მოდერატორი არ უყვართ, მოდერატორის ეშინიათ და ხშირად ვერ იტანენ კიდეც. როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც შეუძლია ადამიანს ბედნეირება წაართვას, მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერს მისცემს. ერთადერთი რაც შეიძლება მოდერატორს მომხმარებელმა აჩუქოს _ პატივისცემაა. შენ თუ ძალგიძს მოდერატორის გზის გავლა, ხალხი პატივს გცემს.

*
მოდერატორისთვის უდიდესი ჯილდო ადმინისტრატორის პატივისცემის დამსახურებაა. უმაღლესი კი როდესაც ადმინისტრატორი მასთან კითხვით მიდის და მას რჩევას სთხოვს.
დღეისათვის ასეთები სულ უფრო და უფრო ცოტანი არიან.
ერთმა მოდერმა უსამართლოდ დასაჯა მომხმარებელი. როსედაც ადმინისტრატორმა ჰკითხა თუ რატომ გააკეთა ეს და სთხოვა სასჯელის განულება, მან უპასუხა რომ ან ის მომხმარებელი წავიდოდა, ან თვითონ დატოვებდა პოსტს. ადმინისტრატორმა, რომელიც აფასებდა ამ მოდერატორს, მისი მხარე დაიჭირა. მაგრამ როდესაც იგივე განმეორდა და მოდერატორმა იგივე ულტიმატუმი წამოაყენა, ადმინისტრატორმა შერცხვენილი გააგდო მოდერატორი. პატივისცემა ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ ადვილი დასაკარგი.

*
უბრალო მომხმარებელი ცდილობს მოდერატორის ყველა გადაწყვეტილება გაკიცხოს, რითაც მოდერატორს სულს უწამლავს, რადგანაც თვლის რომ ისაა განყოფილებაში ბატონ-პატრონი. არადა მოდერატორი მხოლოდ ემსახურება კანონს.

*
დადიოდა ხმები, ვიღაცა ამბობდა _ “მოდერატორი ეს ის ადამიანია, რომელმაც ყველა წესი იცის”. ეს საინტერესოა.

*
უღირს მოდერატორებს მომხმარებლები წყევლიან, ცუდად მოიხსენიებენ და მათ მიმართ გრამი ნდობა და პატივისცემა არ გააჩნიათ. ღირსეულებს და პატივცემულებს პოსტის დატოვების შემდეგაც კარგად იხსენებენ და პატივს სცემენ. მაგრამ გახსოვდეს _ მოდერატორი ადმინისტრატორს წააგავს. თუ არავინ გააჩერა მოდერატორი უღირსი საქციელი რომ არ ჩაედინა, ან მერე არ დასაჯა, ესეიგი ეს ფორუმზე ნორმაა და უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა იმ ფორუმზე დარჩენა? სამწუხაროა, რომ დღეს მომრავლდა ფორუმები სადაც კოდექსს პატივს არ სცემენ.

მეორე თავიდან*

შეისწავლე ფორუმის წესდება. რამეთუ წესდება არს ხმალი შენი. სისულელეა ბრძოლაში ჩაბმა თუ ხმალს არ ფლობ. მოდერატორი, რომელმაც წესდება არ იცის უფესვო ხეს წააგავს _ მას პირველივე ქარიშხალი წააქცევს.

*
მოდერატორი თავის მოსაზრებებში კლდესავითაა. საწყალია მოდერატორი, რომელიც ქარის ზანზალაკს წააგავს.
ერთხელ მოდერმა მომხმარებელს ბანი დაადო, მაგრამ მერე დაეჭვდა თავის სამართლიანობაში და ბანი ახსნა. ამით მან გაურკვევლობა დასთესა მომხმარებელთა გულებში. მსგავსი საქციელი დასაგმობია.

*
ადამიანს ტანსაცმლით აფასებენ, მოდერატორს მისი წერილებით. უვიცი მოდერატორი უსუფთავო ადამიანივითაა რომელსაც ყველა გვერდს უვლის.

*
თუ ბრბო შენს სისხლს ითხოვს და მოითხოვს შენი გადაწყვეტილების გაუქმებას _ ნუ დაკარგავ ღირსებას, იდექი შენსაზე. მოდერატორის სისწორე მხოლოდ კანონის და ადმინისტრატორის გადასაწყვეტია. სხვა ვერავინ გააკეთებს ამას. თუ დანებდები – მალე დაიწყებენ ლაპარაკს – “მისი გზიდან გადაცდენა ადვილია”. ღირსების აღდგენა ძნელია.
ერთხელ მოდეარტომა ფორუმის საყვარელი მომხმარებელი დაბანა. დანარჩენი მომხმარებლები თავიანთი კუმირის დასაცავად ფეხზე წამოდგნენ. მაგრამ მოდერატორმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა, მიუხედავად იმისა რომ მას ყველა მხრიდან აყენებდნენ დარტყმებს. ის კოდექსს იცავდა. მან ერთი ნაწილის პატივისცემა დაკარგა, მაგრამ მეორე ნაწილის პატივისცემა მოიპოვა.

*
ბრძენი ხალხი შენი მადლიერი იქნება. სულელები ყველა შენ გადაწყვეტილებას გაკიცხავენ. სამწუხაროდ სულელები ბრძენ ხალხზე მეტნი არიან ჩვენ დღეებში. მაგრამ ვინც ამ გაკიცხვებს გულთან ახლოს მიიტანს, ის ვერ შეძლებს მოდერატორის გზაზე გავლას. უხუცესები ამბობენ _ თუ სულელი განგიკითხავს, ეს შენთვის საუკეთესო ჯილდოა.

*
ყველა ადამიანი არ იცავს წესდებას – ისინი სუსტები არიან და ჩვენ არ გვაქვს უფლება ისინი ამის გამო განვიკითხოთ. თუ ადამიანი წესებს არღვევს და შემდეგში მართლა ნანობს ამას, ის პატიებას იმსახურებს. მაგრამ არის წესები რომელთა დარღვევაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მოდერატორს შეუძლია გაარჩიოს ვის აპატიოს და ვინ არაა ამის ღირსი.
ერთ მოდერატორს ჰკითხეს – “რატომ არ დაადე მას ბანი, მან ხომ წესები დაარღვია?”. “მე მის თვალებში ცრემლები დავინახე” – უპასუხა მოდერატომა.

*
ბევრი მოდერატორი ამბობს “ეს ადამიანი არასწორია, სისულელეებს ლაპარაკობს! ბანი დავადოთ!” ასეთი ხალხი გზის გაგებისგან საკმაოდ შორს არიან. მოდერატორი არ ანსხვავებს მართლებს და მტყუანებს კამათში. მხოლოდ – დამნაშავეებს და უდანდაშაულოებს.
როდესაც მოდერატორს ჰკითხეს: “შენ მას ბანი დაადე. რატომ, ის ხომ მართალი იყო?”. მოდერატორმა უპასუხა: “მე არ ვაქცევ ყურადღებას კამათს. მე ყურადღებას ვაქცევ კანონის დაცვას!”.

*
მოდერატორის რისხვა მთიდან მოვარდნილ წყლის ნაკადს ჰგავს, რომელიც თავის გზაზე არაფერს ინდობს. თუ შენ რისხვას ათავისუფლებ – შენ შენი გზის მიზნისგან შორს ხარ.
ერთმა განრისხებულმა მოდერმა მთელი თემა გაანადგურა და შიგ ყველას ბანი დაადო. მომხმარებლებს მისი შიში გაუჩნდათ. მაგრამ თავისი საქციელით მან პატივისცემა ვერ დაიმსახურა, რამეთუ მის საქციელში კეთილშობილური არაფერი იყო.

*
ერთი ფორუმის მოდერატორები _ ერთი ჯარის ჯარისკაცები არიან. ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ დაეხმარონ ერთმანეთს. მოდერატორი, რომელიც კანონს არღვევს იმსახურებს სასჯელს, მაგრამ არ არის არაფერი იმაზე სამარცხვინო, ვიდრე დამრღვევის დაფარვა, გინდაც ეს დამრღვევი მოდერატორი იყოს. ბრძენები ამბობენ _ მოდერატორი, რომელიც კანონს არღვევს იმსახურებს ორმაგ სასჯელს, რადგანაც მან თავისი წოდება შეარცხვინა. მომხმარებლები იტყვიან: “თუ მოდერატორი ასე იქცევა, რომელმაც ყველა წესი იცის, ესეიგი ჩვენთვისაც შეიძლება ასე”. ამის დაშვება არ შეიძლება.

მესამე თავიდან*

ზოგი მომხმარებელი თვლის, რომ თუ მოდერატორს დაუძახეს, ის ვალდებულია დამძახებლის მხარე დაიჭიროს. მისი აზრები შეცოდებას იმსახურებენ. რამეთუ მათ არ ესმით გზა – მოდერატორი არ იცავს ხალხს, ის კანონს იცავს.

*
ვინც მართლა შეიცნობს გზას, ის არასოდეს არ დაადებს ბანს. ერთი მისი სიტყვაც საკმარისი იქნება რომ ღელვა ჩაახშოს, მაგრამ ჭეშმარიტი მოდერატორები არ არსებობენ, იმიტომ რომ ადამიანები არ არიან სრულყოფილნი. არიან მხოლოდ ისინი, ვინც ამ მიზანს მიუახლოვდა.

*
უხუცესები ლაპარაკობნ ფორუმის სულზე. მასზე ვინც შეიცნო ფორუმი – გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი გზაზე. მოდერატორი, რომელიც ვერ გრძნობს სულს ბრმა მებრძოლს წააგავს. ის ოსტატურად ფლობს ხმალს, მაგრამ ძლივს მიდის თავისი მიზნისკენ. ფორუმის სული – ეს გზამკვლევია, ის, ვისაც ესმის, ვისაც შეუძლია იგრძნოს – ერთი შეხედვითაც ესმის საიდან მოდის ყველაფერი.

*
თუ ორმა ტონს აუწია – ფხიზლად იყავი. თუ ლანძღვა დაიწყეს – მოემზადე. თუ ჩხუბი ატეხეს – მიაყენე დარტყმა. იყავი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი – ნუ იშიშვლებ იარაღს საჭიროების გარეშე.
ბრძენები ამბობენ – ხშირად ხმალს არ მოაქვს სარგებელი, აი იმ აზრმა, რომ ხმალი გაქვს და შეგიძლია გამოიყენო, შეიძლება ბერვი პრობლემა გადაგიწყვიტოს.

*
სამყაროში ბევრი სულელია, მაგრამ უმკაცრეს სასჯელს იმსახურებენ ისინი, ვინც პირველივე შეტყობინებაში არღვევენ წესებს. მსგავსი სისულელე უნდა ისჯებოდეს.

*
მოდერატორი არ ტრაბახობს თავისი წოდებით. ის არ ყოყოჩობს თავისი მდგომარეობით. მოდერატორის გზა მსახურებაა. მოდერატორი, რომელიც ამას ივიწყებს და თავისი წოდება მოჰყავს როგორც არგუმენტი იმსახურებს ზიზღს.

*
თუ მოდერატორი ამბობს “იმიტომ რომ მე მინდა ასე” – ეს მოდერატორი ზიზღის ღირსია. თუ მოდერატორი ამბობს “იმიტომ რომ ეს კანონს უნდა” – ეს მოდერატორი ბრძნულად იქცევა.

*
განხილვა მდინარესავითაა – თავის წყლებში მას პატარ-პატარა სიბრძნის ოქროს ნამცეცები მოაქვს. მაგრამ მცოდნე ადამიანმა იცის, რომ თუ მდინარე კალაპოტს ავსებს შლამით, უამრავ ნაგავს შორის ოქროს პოვნა ძნელდება. ამიტომაც კალაპოტი ნაგვისგან უნდა გაიწმინდოს. თუ მოდერატორი მაგალითს აიღებს ასეთი ადამიანისგან და ფლუდისგან და ოფტოპიკისგან გაწმენდს თემას – ეს ბრძნული საქციელი იქნება.

*
თუ მომხმარებელმა ხელში ხმალი აიღო და ამით ემუქრება დანარჩენებს, ის უნდა დაისაჯოს. რამე თუ მას, ვისაც არ შეუცვნა გზა მოდერატორისა, არ შეუძლია მისი ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.
ერთმა მომხმარებელმა დაწვრილებით შეისწავლა წესები. ეს საქციელი ნამდვილად იმსახურებს შექებას. მაგრამ ამის შემდეგ მან ჩათვალა რომ სხვებზე მაღლა დგას და სხვების დადანაშაულებბა დაიწყო დარღვევებში. როდესაც ის მოდერატორმა დასაჯა, მან მოასწრო მოდერისთვის ეკითხა: “კი მაგრამ, მე რომ არაფერი დამიშავებია?!” რაზეც მოდერატორმა უპასუხა: “შენი საქმე საუბარია. წესრიგზე ზრუნვა _ ჩემი.”.

*
ნურასოდეს მიაყენებ დარტყმას მოულოდნელად. მოდერატორის ჭეშმარიტი სიბრძნე იმაშია, რომ ბანის დადებამდე ყოველთვის აფრთხილებს მომხმარებელს და ეუბნება რასაც აშავებს. სასჯელი მიზეზის მიუთითებლად ფორუმზე ჰარმონიას ვერ მოიტანს, პირიქით მომხმარებლებს ააფორიაქებს. “რაზე დაადეს ბანი?” – იკითხავენ ისინი და იფიქრებენ – “ხომ არ ვიქნები შემდეგი?”.

*
როდესაც ვინმე სახალხოდ აპროტესტებს ან კომენტარს უკეთებს შენ სასჯელს, დაბანე. ადმინის მეტს, არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს სწორად მოიქეცი თუ არა. თუ სასჯელის შემდეგ ვინმემ დამნაშავის განკითხვა დაიწყო შენ ესეც უნდა აღკვეთო, რადგანაც დასჯილი თავის თავს თვითონ ვეღარ დაიცავს.

*
თუ ვინმე სახალხოდ ითხოვს პატიებას ამ შემთხვევაში შეიძლება ლმობიერების გამოჩენა. მას შეცდომაზე მიუთითე და უთხარი რომ ეს დაუშვებელია. თუ ვინმე საკუთარი თავის გამართლებას, ან შენს დამცირებას ცდილობს _ სასჯელს იმსახურებს.

*
კარგი იქნება თუ დარღვევაზე ზუსტად მიუთითებ დასჯისას. ზოგჯერ დასჯილს უჭირს ათას ნაწერში თავისი დასჯის ჭეშმარიტი მიზეზის პოვნა. და ეს ცუდია.

მეოთხე თავიდან*

ადმინისტრატორის სიტყვა წარმოქმნის კანონებს. ადმინისტრატორი კანონებზე ზევით დგას. თუ ის მოითხოვს სასჯელის მოხსნას – მოდერს მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ბოლო სიტყვა ყოველთვის ადმინისტრატორს ეკუთვნის. რამეთუ მოდერატორის გზა შეგუებაა.

*
ხშირად ფორუმების ადმინისტრატორები არც თუ ისე კარგად ერკვევიან ქვეფორუმებში და ამ ქვეფორუმების მოდერატორმა თავისი მსჯელობით ფრთხილად უნდა შეიყვანოს ადმინი საქმის კურსში.
ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ადმინისტრატორი უშვებს შეცდომას და არღვევს თავისავე დაწერილ წესს. სულელი მოდერატორი დანაშაულში ამხელს და თავისი საქციელით იამაყებს. ჭკივიანი მოდერატორი ამას უყურადღებოდ დატოვებს. ბრძენი – ტაქტიკურად შეაპარებს ამას პირად შეტყობინებაში. მაგრამ შემდგომი მოქმედებების არჩევანი ყოველთვის ადმინისტრატორს ეკუთვნის. მისი პატივი და ღირსება არასოდეს უნდა შეილახოს.

*
თუ ადმინისტრატორი არ გთვლის მოდერატორობის ღირსად, წადი ღირსეულად და ნურავის ნუ დაადანაშაულებ ამაში. ღირსებას თუ ბოლომდე შეინარჩუნებ, მტრების არ გაიჩენ.

5 responses to “გზა მოდერატორისა (ჩუნური სიბრძნის მიხედვით)

  1. Jessie May 1, 2012 at 10:22 AM

    ზურა გაჭედილი გაქვს უნამუ8სო ვიყო :)))) :* მარა მომეწონა ძალიან🙂

  2. mercadee November 8, 2012 at 6:23 PM

    მომხმარებლების ჯგუფები გაერთიანებას ყოფენ სტრუქტურულ ნაწილებად, რომელიც მართულია კონფერენციის ადმინისტრაციის მიერ. ყოველ მომხმარებელს შეუძლია იყოს რამოდენიმე ჯგუფში, და ყოველ ჯგუფს ჰქონდეს ინდივიდუალური წვდომის უფლება. ამით ადმინისტრატორებისთვის იოლი ხდება ერთდროულად დიდი ნაწილი მომხმარებლისთვის უფლებების მინიჭება, მაგალითად, მოდერატორის უფლებების შეცვლა ან მომხმარებლისთვის პრივატულ ფორუმებზე დასწრების ნებართვის მინიჭება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: