ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის გარდაცვალებისას

angel of death

დასაფლავება _ ეს დიდი მწუხარების მომენტია ერთთათვის, ხოლო ვინმესთვის შესაძლოა სხვისთვის  ცუდის გაკეთების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდეს. წყევლების და ჯადოების ძალიან დიდი ნაწილი კეთდება იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც დასაფლავება იძლევა.  ცოცხალი ადამიანის სურათის კუბოში ჩადებაც კი უკვე სერიოზული გავლენის მოხდენას შეძლებს სურათის მეპატრონეზე. ამიტომაც არაა საჭირო უცხო ხალხის ყოფნა დასაფლავებაზე.  მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ისინი აქტიურად ტრიალებენ სასახლის გარშემო.

ადამიანს სიკვდილის არხი ეხსნება  2 კვირიდან 9 თვემდე ადრე გარდაცვალებამდე და თანდათანობით ფართოვდება. დასაფლავების მომენტში ის მთელ ოთახს იკავებს. ყველა ვინც გარდაცვლილის მახლობლად იმყოფება, განიცდის ამ არხის ზემოქმედებას. თუ ადამიანს საკუთარ ენერგეტიკაში აქვს “ხვრელები” , და დანაკლისის განცდით თქვენთვითონ შეიძლება გაიჩინოთ ეს ხვრელები, მაშინ არსებობს იმისი ძალიან დიდი ალბათობა რომ ამ არხის გავლენის ქვეშ მოექცეთ და შედეგად მიიღოთ სხვადასხვა არსებების თქვენში ჩასახლება ან/და ავადმყოფობების განვითარება.

სიკვდილი და დასაფლავება _ ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენი და სიკვდილის სამყაროები მჭიდრო კონტაქტში არიან ერთმანეთთან, ამიტომ ამ დროს დიდი სიფრთხილე გვმართებს.

გარდაცვლილის სახლიდან გასვენების შემდეგ, აუცილებელია სახლი მაშინვე გაირეცხოს. სახლი სასურველია იწმინდებოდეს 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გარდაცვალებიდან მე-9, მე-40 დღეს და წლისთავზე. მე-40 დღემდე სახლში ისევ შეიძლება გაიხსნას არხი სულების სამყაროში რომლის გავლითაც გარდაცვლილის სულს შეუძლია “გვესტუმროს”.

თუ დასაფლავება მიმდინარეობდა თქვენს სახლთან ახლოს, ან გარდაგეცვალათ ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაშიც სასურველია სახლის გაწმენდა. ეს შექმნის ბარიერს და ხელს შეუშლის გარდაცვლილის  სულს თქვენს სახლში შემოღწევაში.

აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები სარკეებს, მთლად უკეთესი იქნება, თუ მათ საერთოდ მოაცილებთ იმ ოთახიდან სადაც მიცვალებულია, რათა არ შექმნათ მისი ორეული და არ გახსნათ არასასურველი არხები. ამ დროს სული შეიძლება სწორი გზის მაგივრად სარკისმიღმა სამყაროშიც გადავიდეს და დაიკარგოს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სასახლეში არ მოხვდეს ცოცხალი ადამიანების ნივთები ან სურათები… ხშირია შემთხვევები, როდესაც მიცვალებულს გამოსამშვიდობებლად როდესაც კოცნიან სასაფლაოზე, ადამიანის ჯიბიდან კუბოში შემთხვევით ვარდება რაიმე ნივთი. ამას ყოველთის სერიოზული შედეგები მოჰყვება ხოლმე.

წყალი რომლითაც გარდაცვლილს ბანენ, ბინტები, ნივთები რომლებიც ეცვა ან ეკეთა ადამიანს გარდაცვალების მომენტში უნდა განადგურდეს!!!

გარდაცვლილის ახლობლებს კატეგორიულად ეკრძალებათ გარდაცლილის დაბანა.

გაანადგურეთ თეთრეული და საწოლი, ან დივანი, რომელზეც ადამიანი გარდაიცვალა. მათზე ძილი კატეგორიულად დაუშვებელია!!! დივანის/საწოლის გადაგდება თუ არანაირად არ გამოდის, მატრასი მაინც გამოცვალეთ. ძველი დაწვით. ამ ადგილას ნუ დადგამთ თქვენს ახალ საძინებელ ავეჯს. ყოველ შემთხვევაში წლისთავამდე.

ასევე არაა რეკომენდებული გარდაცვლილის ტანსაცმლის ჩაცმა, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის მათ არ ხმარობდა, ან  სულ ერთი-ორჯერ ჰქონდა ჩაცმული. ნებისმიერი ნივთი ატარებს მეპატრონის ენერგეტიკას და მისი ამორეცხვა შეუძლებელია.

მძიმე ავადმყოფის ან მომაკვდავის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნეგატიურია. თქვენთვის ძვირფასი ნივთებიდან ამ ენერგეტიკის მოხსნა შესაძლებელია ძლიერ სპეციალისტთან, ან ეკლესიაში. დანარჩენი ჯობია გადაყაროთ, ან უმჯობესია დაწვათ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები სახლში ან დაჩაზე იცვამენ ხოლმე გარდაცვლილის მაიკებს, ფეხსაცმელს… შემდეგ კი მკურნალობა უწევთ ხოლმე.

ნუ ჩააცმევთ გარდაცვლილს თქვენ საკუთარ ნივთებს _ ამით შეიძლება საკუთარ თავზე გახსნათ არხი სიკვდილის სამყაროში, რადგანაც იმ სამყაროში ნივთთან ერთად გადაცემულ იქნება ინფორმაცია თქვენზეც.

ძვირფასეულობა და ნივთები (ტანსაცმლის გარდა), რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, მაგრამ სიცოცხლეშივე გაჩუქათ, შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ. მაგრამ მათი გაწმენდაც აუცილებელია გარდაცვლილის ენერგეტიკისგან. სხვა დანარჩენი ნივთები, რომლებიც არ უჩუქებია, ჯობია გადაყაროთ, იმიტომ რომ შეაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

ნუ ჩამოკიდებთ გარდაცვლილი ადამიანების სურათებს კედლებზედა ნუ დადგამთ ლოგინთან მდგარ ტუმბოებზე _ ამით თქვენთვითონ მოახდენთ გარდაცვლილებთან არხების გახსნის და გააქტიურების პროვოცირებას. ღამით ესეთი შემთხვევები ყველაზე იოლად ხდება. ეს განსაკუთრებით სახიფათია წლისთავამდე.

მითუმეტეს არ შეიძლება გარდაცვლილის სურათთან ერთად ძილი! ეს უფრო ეხებათ დაქვრივებულ ქალებს. გარდცვლილების სურათების ქონა საძილებელში საერთოდ დაუშვებელია! მიცვალებული არ უნდა უყურებდეს ცოცხალ ადამიანს!

შეეცადეთ ნაკლებად მიმართოთ გარდაცვლილს, მაგალითად: “რატომ დაგვტოვე?!”. ნუ დაუძახებთ მას. განსაკუთრებით ორმოცამდე. ამით თქვენ ხელს უშლით მის სულს სხვა სამყაროში წასვლაში და  ნეგატიური არხების დახურვას.

სასაფლაოდან სახლში ნურაფერს წამოიღებთ! ნურც სურათს, ნურც ვაზებს, ნურც ყვავილებს, ნურც ჭურჭელს. სასაფლაოზე ჯობია ერთჯერადი ჭურჭლით ახვიდეთ და შემდეგ ეს ჭურჭელი იქვე გადაყაროთ.

ყურადღებით გადაათვალიერეთ სურათების ალბომები. ადრე ითვლებოდა, რომ მიცვალების სურათების ყოფნა ცოცხლების სურათების გვერდზე დაუშვებელი იყო და მიცვალებულები იჭრებოდნენ კიდეც ოჯახის ჯგუფური სურათებიდან. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ  რაიმე უსიამოვნების ალბათობა ასეთი “მეზობლობისგან” ძალიან მცირეა. დღეს ითვლება რომ საკმარისია შემდეგი რეკომენდაციის შესრულება: გარდაცვლილთა სურათები სრულიად დასაშვებია რომ ინახებოდეს ცოცხლების სურათებთან ერთად, მაგრამ ასე ვთვათ “ისტორიულ” ალბომებში. ანუ ეს უნდა იყოს ფოტოალბომები, რომლებიც ეძღვნება რამე დიდი ხნის წინ მომხდარ მოვლენას, და არა ახლანდელი. სხვანაირად რომ ვთქვათ ადამიანს თუ დეიდა გარდაეცვალა, ყველა მისი სურათი უნდა შევინახოთ იქ სადაც ინახება ვთქვათ დიდი ბებიის სურათები და არა იქ, სადაც შარშანდელი მხიარული შვებულებაა აღბეჭდილი.

თუ მაინც ჩათვლით საჭიროდ გარდაცვლილების ზოგიერთი სურათის განადგურებას, მაშინ ჯობია დაწვათ, ვიდრე უბრალოდ ნაგავში გადაყაროთ. რათქმაუნდა არ უნდა დაწვათ სახლში და არც მათ ბოლში უნდა დადგეთ!

თუ სამსახსოვრო მედალიონისთვის, ან საფლავის ქვისთვის გინდათ ფოტო, მაშინ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედ არ აღმოჩნდეს ცოცხალი ადამიანების სხეულის ნაწილები. მაგალითად თუ გარდაცვლილს ვინმე ეხუტება და მისი ხელის ნაწილი ხვდება ამ ფოტოზე, მაშინ პრობლემები ხელთან გარანტირებულია.

ბოლო დროს ადამიანებმა მოიგონეს ძალიან ორიგინალური ხერხი თავიანთივე სიცოცხლის ხანგრძლივობის შესამცირებლად. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უკვეთავენ საფლავის ქვას ორივესთვის, სადაც უკვე მიწერილია ცოცხალი ადამიანის სახელი და მისი დაბადების თარიღი, ან კიდევ მისი სურათიც. ძალიან ძალიან ეფექტური საშუალება საიქიოში წასასვლელად…

ფეხმძიმე ქალისთვის კატეგორიულად აკრძალულია მძიმე ავადმყოფის ან მომაკვდავი ადამინის სიახლოვეში ყოფნა, ასევე დასაფლავებაზე და სახლში გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. თუ მაინც მოუწია _ სასწრაფოდ კარგ სპეციალისტთან. იგივე ეხებათ 5-6 წლამდე ასაკის პატარა ბავშვებს.

ორმოცამდე სახლშიც და სასაფლაოზეც ყვავილები არ უნდა იდოს წყალში _ ეს ხელს უშლის სულს წასვლაში.

იმავე მიზეზით გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში არ უნდა შეგროვდეს და დაიტოვოს დიდი ხნით წყალი ქილებში, ჯამებში, ქვაბებში, ვაზებში და ა.შ.

შეიძლება დაგაინტერესოთ:
ელექტრონული ხმოვანი ფენომენი
წყალი და მისი მეხსიერება
ანაბელა კარდოზო. “დროის ნაკადის” ხმები
სიკვდილის წინათგრძნობა
ვინ იყო?
ანაბელა კარდოზო. იტკ: კონტაქტი სხვა რეალობასთან?
ხედი სარკის მიღმა სამყაროდან

7 responses to “მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის გარდაცვალებისას

  1. Ani May 27, 2012 at 5:22 PM

    მომეწონა, ძალიან საინტერესო პოსტია

  2. ჩორვენი May 27, 2012 at 11:40 PM

    საინტერესოა წყარო საიდანაა ეს პოსტი?

  3. Jessie June 6, 2012 at 4:57 PM

    მთავარი კითხვა: შენ თვითონ გჯერა ამ ყველაფრის?

  4. ilia@dedaena.com September 19, 2012 at 1:11 PM

    momewona magram bolomde wakitxva damezara:D:D:D

  5. tantu June 27, 2014 at 10:14 PM

    icit ra aris saintereso,saqartvelshi bevri asrulebs dakrzalvis tradicias am wesebis dacvit,ratom da rogor asrse ar arian,zveli winaprebidan mogvdgamso vambobt.vinmes rom utxra esoteriki xaro “fui,eshmakso” getyvis,.zalian saintereso iyo rogorc ganmanatlebeli statia,axla vici es tradiciebi saidan da rogor gachnda:)MADLOBA AVTORS.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: