ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ციმბირული ჰასკი

panda

პანდა

როდესაც ოქროსფერ რეტრივერზე ვწერდი პოსტს, იქ დავწერე

საწყალ ჰასკებს რო ყიდულობენ და სახლებში ჰყავთ, მეცოდენიან ხოლმე

მაგრამ ეხლა მეთვითონ ვარ ჰასკის ბედნიერი მფლობელი. და მინდა გითხრათ რო ჩემი ჰასკიც მშვენივრად გრძნობს სახლში თავს. ჩვენ აგერ უკვე თითქმის 2 თვეა ერთად ვცხოვრობთ, გვძინავს, ვჭამთ, ვსეირნობთ დილა-საღამოს და ნებისმიერ ამინდშიც. ერთხელ გამოფენაზეც ვიყავით მარა როგორც დამთვალიერებლები და არა როგორც მონაწილეები. ამ ჩვენი გასეირნებების დროს, არამარტო სხვადასხვა ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებსაც ვხვდებით ხოლმე, რომელთაგანაც ბევრი უბრალოდ შეხედვით არ კმაყოფილდება, მოდის ჩვენთან და ათას კითხვას გვისვამს. მარა 100 კაციდან რომლებიც ჰასკის დაინახავენ და დაიძახებენ:
_ “ვაა! რა ლამაზი ძაღლია”, 90 კაცი შემდეგ კითხვას ამას სვამს:
_ “ლაიკაა ხო?”

_ “არა, ციმბირული ჰასკი” ვუპასუხებთ 90-ვეჯერ. 7 კაცი იკითხავს, რო გერმანული ნაგაზია, ან მგელ-ძაღლა…ხოლო ის 3 კაცი ვისაც არც ლაიკა ეგონება, არც გერმანული ნაგაზი და არც მგელ-ძაღლა, იტყვიან:
_ “რა ლამაზი ძაღლია, ჰასკია ხო?”, ეს სამი ადამიანი გაკვირვების და სიხარულის გამო გვამახსოვრდება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესენიც ჰასკის უბრალოდ ზედაპირულად იცნობენ.

იმათთვის, ვინც ჟურნალის ყდაზე ნახავს ჰასკის და იტყვის “რა ლამაზი ძაღლია!”, ასევე მათთვის ვისაც ოდესმე შევხვედრივართ და შევხვდებით გარეთ, ამ პოსტით ყველა კითხვაზე ვუპასუხებთ.

მაშ ასე, 100 კაცი და მათ კითხვებზე ჩვენი პასუხები

ყველაზე ხშირად გვეკითხებიან ხოლმე:
_ “როგორ გადააქვთ სიცხე?”

ზაფხულობით ჩვენთან მართლა ძალიან ცხელა ხოლმე.  ხშირად +40 გრადუსზეც კი ადის ტემპერატურა. საშინელი სიცხის გამო ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გაიხადონ. ჰასკის ადამიანივით გახდა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მორალურ-ეთიკური ნორმები მას არ აკავებს :)).  მოდით პირდაპირ პანდას (ჩემ ჰასკის ჰქვია პანდა) დავუსვათ ეს კთხვა:
_ პანდა, როგორ იტან სიცხეს?
_ ვიტან. თუ რათქმაუნდა რამდენიმე საათი მზეზე სეირნობას არ მაიძულებენ, ან ურიკაში არ მაბავენ და არ მარბენინებენ.
_ და რას გრძნობ როდესაც გცხელა?

პანდა ცოტათი დაფიქრდა და უკანა თათით ფუფმფულა ყურის უკან მოიფხანა:

_ ვგრძნობ, რომ ძალიან მწყურია. _ მიპასუხა პანდამ და კმაყოფილი სახით მომაჩერდა. მე ამ ამომწურავ პასუხს მეტს ვეღარაფერს დავამატებ. ზაფხულში ყველას გვწყურდება _  პლაჟზე წყლის პირას მყოფ შიშველ ხალხსაც კი. დასკვნა: ჰასკებს სიცხე კარგად გადააქვთ. და მათ ამაში მათი ორმაგი ბეწვი ეხმარება. ბეწვის შიდა სქელი ფენა მუშაობს როგორც თბოიზოლატორი და ძაღლის სხეულს გადახურებისგან იცავს. რათქმაუნდა ზაფხულში სეირნობისთვის ყველაზე კაი დრო ადრე დილაა, როდესაც მზე ამოდის.

საბედნიეროდ კითხვას “ზამთარს როგორ უძლებენ” ჯერ არავინ გვისვამს, თუმცა ობიექტურობისთვის მოდით ესეც ვკითხოთ:

_  პანდა, ზმათარში გცივა ხოლმე?
_ ზამთარი რა არი?
_ ესაა დრო როდესაც ცივა და ყველა ადამიანი თბილად იცვამს, რომ სიცივისგან კანკალი არ დაიწყონ.

პანდა დაფიქრდა, მარა ყური არ მოუფხანია. მერე საჭმლის ცარიელი ჯამისკენ გაიხედა, მერე თვალებში შემომხედა და მიპასუხა:
_ მცივა, რათქმაუნდა მცივა.

ესეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი.

_ და რას გრძნობ ამ დროს?
_ სიცივისგან… სულ ჭამა მინდება!

ერთმანეთს შევხედეთ _ რათმაუნდა პანდამ იეშმაკა. მაგას ჭამა ყოველთვის უნდა, მარტო სიცივისგან კი არა.

_ პანდა, სიცივისგან კანკალებენ, შენ კიდე მსგავსი არაფერი გეტყობა ხოლმე.

ისეთი შუბით როგორიც ჰასკებს აქვთ, მათ -40 გრადუსი სიცივისაც კი არ ეშინიათ. ჰასკებს თათებზე, თითებს შორის სითბოსთვის ბეწვი და თოვლზე სიარულისთვის აპკიც კი აქვთ. ყურებიც მარტო გარედან კი არა,შიგნიდანაც ბეწვითაა დაფარული. თათებზე ბალიშები კი არ ოფლიანობენ _ რათა ყინულს არ მიეწებონ. ციმბირული ჰასკი ჩრდილოეთისთვისაა შექმნილი. თუმცა როგორც ვხედავთ სამხრეთშიც შეუძლია ცხოვრება _ მაგალითად თბილისში.

პოპულარულობის მიხედვით მეორე კითხვა დაახლოვებით ასე ჟღერს:

_ როგორ გრძნობენ ეს ძაღლები თავს ბინაში?

მეთვითონ არაფერს მოვიგონებ და ისევ პანდას ვკითხავ:

_ ძვირფასო ჰასკი, როგორ გრძნობთ თავს ბინაში?
_ განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც კარგად ვისეირნებ და ვირბენ. მაშინ, ჭამის შემდეგ ტკბილად მეძინება, ვიკუნტები და ვიძინებ, ან ზურგზე ვწვები და ვმედიტირებ პატრონის მოსვლამდე. ზოგჯერ კი რაღაც უხილავი ძალა მაიძულებს ხოლმე რომ მათ მოსვლამდე სახლი “მივალაგო”.

ჰასკი რაც უფრო დიდი ხდება, მთ უფრო იშვიათად ახდენს ხოლმე პატრონების არყოფნის დროს ქონების ინვენტარიზაციას.

_ და მონადირის ინსტინქტი? სხვა შინაურ ცხოველებს ხომ არ ერჩის?
_ ერთ კატას პატარაობიდან ვიცნობ, მაინცდამაინც დიდი სიმპათიებით არ გამოვირჩევი მათ მიმართ, მარა არც არაფერს ვერჩი. შეიძლება ვარბენინო ცოტა ხანი სათამაშოდ. მაგრამ ისინი მე არ მეთამაშებებიანა ხოლმე.

პანდამ ამოისუნთქა და თავი თათებზე დაიდო.

მე და პანდა ზოო მაღაზიაში ერთ კატას ვხვდებით ხოლმე და მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. ჰასკებს და სხვა შინაურ ცხოველებს თუ ერთად აღვზრდით, ისინი აუცილებლად ერთმანეთის კარგი მეგობრები გახდებიან.

_ ძნელი მოსავლელია?

ჰასკის ბეწვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. საკმარისია კვირაში ერთხელ გამოვვარცხნოთ, რათა ბეწვი მოვლილად გამოიყურებოდეს და ბზინავდეს. განგური (სეზონური ბეწვის ცვენა) წელიწადში 2ჯერ აქვთ. ამ დროს მათ ყოველდღიურად სჭირდებათ გამოვარცხნა და მაშინ სახლში ბეწვის პრობლემაც არ გექნებათ. ამას გარდა თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ გამოვარცხნილი ბეწვი. ცოტა ხანში თქვენ ბლომად ფუმფულა ბეწვი მოგიგროვდებათ. და თუ გეხერხებათ შეგიძლიათ წელისთვის მშვენიერი ქამარი შეკეროთ/მოქსოვოთ მისგან, რომელიც სიცივეში გაგათბობთ და სითბოს და კომფორტის გრძნობას შეგინარჩუნებთ ყველაზე ცივ ამინდებშიც კი.

ჩვენთან როდესაც სტუმრები მოდიან ხოლმე, ყველას უკვირს, რომ სახლში ძაღლის სუნი არ არის. ჩვეულებრივად, ძაღლიან სახლებში ხომ ყოველთვის სპეციფიური სუნია, რომელსაც პატრონები უკვე შეჩვეულები არიან, მაგრამ ყველა გარედან შემოსული სხვა ადამიანი მას კარგად გრძნობს. ხოდა იმას ვამბობდი, რომ ჩვენ სახლში ასეთი სუნი არ არის. ჰასკის ბეწვს ისეთი სუნი აქვს, რომელსაც ადამიანის ცხვირი ვერ აღიქვამს.

_ რამდენად ხშირად უნდა დაბანა?

ჰასკის მოვლისთვის საკმარისია მხოლოდ რეგულარული გამოვარცხნა და გასეირნებების შემდეგ თათების დაბანა. დაბანა მხოლოდ გამოფენების წინ, ან ბეწვის ძლიერი დაბინძურებისას წელიწადში 2-3-ჯერ. ჰასკები ძალიან სუფთა ძაღლები არიან, ისინი საკუთარ თავს თვითონ უვლიან, ილოკებიან და პედიკურსაც იკეთებენ :)) ყველაზე ბინძური გასეირნების შემდეგაც კი მათი ბეწვი საკმაოდ მალე იწმინდება თავისითვე. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ თითქოს მარტო პატრონი სეირნობდა, ამ დროს კი ჰასკი წყნარად უცდუდა მას სიმშრალეში სახლში. ასე რომ ჩვენი ძაღლის სისუფთავესთან არფერი პრობლემები არ გვაქვს.

_ ჭამა?
პანდა საჭმლის გამორჩევა არ ახასიათებს. დღეში 3ჯერ ვაჭმევთ (ჯერ პატარაა, რო გაიზრდება 2ჯერადზე გადავალთ) პრემიუმ კლასის მშრალ საკვებს, ზოგჯერ მრავალფეროვნებისთვის სხვა საჭმელებსაც ვაძლევთ _  ხაჭო (უცხიმო), ნადუღი, საღრღნელი ძვლები და ა.შ. პანდას ისინი ძალიან უყვარს.

მოზრდილი ჰასკები

ჰასკები ბოლომდე მოზრდილები ხდებიან 2-3 წლის ასაკში. ზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში მისი მეპატრონე ფრთხილად უნდა იყოს. ცხელი სისხლი და ინსტინქტები ზოგჯერ სძლევს ხოლმე წვრთნის პროცესში ნასწავლ ბრძანებებს. უფრო ზუსტად კი ბრძანებას “ჩემთან”. ამ ბრძანებას ჩვენ ყოველ გასეირნებაზე ვამუღამებთ და შედეგს სასუსნავით ვამყარებთ. მარგამ მაინც არა და არა _ მოუნდება და აიწყვეტს ხოლმე როდესაც შორს ძაღლს, კატას, ან ჩიტს დაინახავს.

ჰასკი ძალიან ცნობისმოყვარე ძაღლია, მას გარშემო ყველაფერი აინტერესებს. უკან კი როგორც ყოველთვის გაღიმებული ბრუნდება ხოლმე და ბოდიშის მოხდისას ამბობს ხოლმე:
_ რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? ინსტინქტები.
_ რო გეძახდი მოდი-მეთქი გესმოდა? _ ვეკითხები ხოლმე მე და ვცდილობ მკაცრი სახე მივიღო.
_ მესმოდა _ მპასუხობს პანდა _ მარა შესრულება არ შემეძლო, თათები არ მიჯერებდნენ, გარბოდნენ და გარბოდნენ. _  მიხსნის ხოლმე პანდა და თან დამნაშავის თვალებით მიყურებს.

ესეთი გულახდილი მობოდიშების შემდეგ შეიძლება რო კიდე ვბრაზობდე?!

_ და როდის შეძლებ თათების დამორჩილებას?
_ როცა გავიზრდები _ მპასუხობს და ეშმაკურად იცინის.

როგორი დამოკიდებულება აქვთ ჰასკებს ადამიანთან?

ასობით წლის განმავლობაში ადამიანს და ჰასკის პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებდათ. მათ შავი ჭირის დროსაც კი ნებას რთავდნენ ადამიანების გვერდზე დაეძინათ. სიცივეში ისინი თავიანთი ტანით ბავშვებს ათბობდნენ ზამთრის ცივ ღამეებში.

შეიძლება ითქვას რომ ადამიანთან მიმართებაში ჰასკი ბუდისტი ძაღლია. ადამიანს დღესაც ძალიან ლოიალურად ექცევა, ჰასკებს უყვართ ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბოროტი და დაუნდობელი შესახედაობა აქვთ, მათში არ არის არცერთი გრამი აგრესია. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჰასკის ადამიანისთვის დაზიანების განზრახ მიყენება არ შეუძლია. თუმცა, იყო შემთხვევები როდესაც ცდილობდნენ ჰასკი აგრესიული გაეხადათ. ასეთი შემთხვევები ყოველთვის მთავრდება იმით, რომ ძაღლს ფსიქიკა ერღვევა და აღარ არჩევს არავის, მათ შორის არც პატრონს. თან ჰასკი კიდურებზე არ იკბინება და ყოველთვის ყელზე მიდის. ასეთი ძაღლების ბოლო ყოველთვის ერთია _ სასიკვდილო ინექცია.

შეიძლება თუ არა ჰასკისთან ერთად ნადირობა?

პატრონი თუ მონადირეა, მაშინ გარკვეული მომზადების და მოთმინების შემდეგ, ჰასკისგან შეიძლება გამოვიდეს კარგი პარტნიორი ნადირობის დროს. მაგრამ მისი ნამდვილი სტიქია მახრილის თრევაა თოვლში.

თბილისში თოვლი იშვიათია სამწუხაროდ. თუმცა ჩვენ ერთი სული გვაქვს როდის მოთვს. ამ დღეს ჩვენ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებთ და თოვლში სათამაშოდ გავიქცევით. პანდას ჯერ თოვლი არ უნახავს, თუმცა როდესაც ჰასკი თოვლს ხედავს მის სიხარულს საზღვარი აღარ აქვს ხოლმე. ის თოვლში თავით ხტება, დარბის და დახტის ზედ დაუღლელად. დიდი სიამოვნებით ათრევს ციგას და ზედ მჯდომ ბავშვებს.

აქვე დავამატებ რომ ჰასკები ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ამავე დროს ძალიან ჯიუტები და დამოუკიდებლები. ამიტომ მათი აღზრდა არც ისე ადვილია და დიდ მოთმინებას საჭიროებს.

13 responses to “ციმბირული ჰასკი

  1. tamara November 18, 2012 at 9:42 PM

    რა კარგი ტიპია პანდა!🙂
    მახსოვს, რეტრივერი რა ძალიან გინდოდა, მაინც ჰასკიზე შეჩერდი, არა? და ვხედავ, არც ნანობ🙂
    აი, სპეციფიური სუნის არქონა რამხელა პლუსია ძაღლისთვის. პირველი მიზეზი, რის გამოც ძაღლი დღემდე არ მყავს, სწორედ ეგაა. ისე, არც ჩემი მეზობლების გოლდენს ჰქონდა სუნი, მაგრამ სამაგიეროდ, მისი საჭმელი ქოთდა რაღაც წარმოუდგენლად. რა გასაკვირია, რომ მაინცდამაინც არც მოსწონდა😦

    • zorbegi November 18, 2012 at 11:22 PM

      ჰო, არც გოლდენს და არც ლაბრადორს არა აქვთ სუნი. ეგ მართლა დიდი პლუსია.
      გოლდენი 1500 დოლარი მიჯდებოდა ევროპული (უკრაინიდან), მე კიდე ამერიკული მინდა (ვიდზე ცოტა სხვანაირები არიან). ჯერ ევროპულს ვერ გავწვდები და ამერიკულს მითუმეტეს.
      მარა ეხლა ეს რო მყავს გოლდენი აღარც მახსენდება :)))
      მაგარი მასტია

      • tamara November 19, 2012 at 12:04 AM

        კი, კი, ამერიკული მეც მომწონს, ეგ მართლა გოლდენია🙂
        მაგრამ ძალიან ლამაზი ბიჭი გყავს❤
        ხომ ბიჭია, კაცო! :)))

      • zorbegi November 19, 2012 at 12:06 AM

        კი, ბიჭია❤

  2. gigi January 18, 2013 at 8:34 PM

    momee ra lekvii😀

  3. Wonderland March 4, 2013 at 2:58 AM

    – პანდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა ხარ, ხომ არ დაუპყრია შენი გული რომელიმე მანდილოძაღლს?
    – მე ყველა მანდილოძაღლი მიყვარს, განურჩევლად ასაკისა და ჯიშისა. მინდა ყველა ჩემი იყოს, ამისთვის ხშირად მიწევს ხოლმე ბევრი ომის გადატანა.
    – ჩხუბობ ხოლმე?
    – ვჩხუბობ რომელია, არავის ვინდობ საერთოდ, თუ ვინმე ჩემს ქალბატონს შეეხო.
    -მერე?
    -მერე შედეგი ერთია. ზურას მივყავარ სახლში და გარეთ რჩებიან ჩემ მიერ ნაცემი ძაღლების გაბრაზებული პატრონები.
    )

  4. Ruby Winchester March 20, 2014 at 9:18 PM

    Mec myavs husky da namdvilad dagetanxmebit rom dzalian jiutebi,aferistebi,tumca amavdroulad chkviani dzaglebi Arian.magram chemi dzagli jiutobis miuxedavad manic yvelafris gamketebelia Tu mistvis dzalian sayvareli mandarini an kitri michiravs xelshi xD

    • zorbegi March 20, 2014 at 11:04 PM

      არა, სასუსნავი თუ მაქვს, ესეც ყველაფერს გააკეთებს მაგის გულისთვის :)))

  5. Zura-dugliko Abesadze December 23, 2014 at 11:32 PM

    haski lekvimyavs 2 tvis da roca rameze vubrazdebit dzaan agresiulia zedmetadac kii da es bunebrivad esea am jishis lekvebshi?

    • zorbegi December 30, 2014 at 11:42 PM

      უნდა აჩვენო, რომ შენ ხარ ლიდერი.
      ჩემიც იღრინებოდა ხოლმე და იკბინებოდა პატარა რომ იყო. მაგისთვის ერთი ხერხი მქონდა _ ზურგზე ვაწვენდი, მკერდზე ხელს ვაჭერდი და ეგრე ვაკავებდი. ზოგჯერ პირსაც ვუჭერდი. თავიდან კი იკაწრებოდა და კბენას ცდილობდა, მარა მერე დაამუღამა და ეგრევე ჩერდებოდა. მაგის მერე დღესაც ვერ იღბს ხმას. არანაირი ცემა. თუ ლიდერად არ აღგიქვამს, ცემით უარესს იზამ. მთავარია, სანამ ბოლომდე არ დაწყნდარდება და არ გაჩერდება, მანამდე არ გაუშვა ზურგზე მწოლიარე პოზიციიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: