ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

წერილი “ბლანდინკა” დედისგან, “ბლანდინკა” შვილს

გამარჯობა ნინო! შენ თუ ეს წერილი მიიღე, ესეიგი მოაღწია შენამდე. თუ ვერ მიიღე, გამაგებინე და თავიდან მოგწერ. მე ნელა ვწერ, იმიტომ რომ ვიცი შენ ჩქარა ვერ კითხულობ.

ჩვენთან კარგი ამინდია. წინა კვირაში სულ 2ჯერ იწვიმა. ერთხელ კვირის დასაწყისში წვიმდა 3 დღე და მერე კვირის ბოლოს 4 დღე. ხო, პალტო რო გინდოდა, მაგაზე ომარი ბიძიამ თქვა, რომ თავისი სხმული ღილებიანად წონის გამო ძალიან ძვირი დაგვიჯდება გამოგზავნა, ამიტომ ღილები მოვაჭერი. რო მიიღებ უკან მიაკერე _ მარჯვენა ჯიბეში ჩავაწყვე. მამაშენმა ახალი სამსახური იშოვა. მაგის ქვემოთ 500 კაცია! ბალახს თიბავს სასაფლაოზე. შენი და ლიკა გათხოვდა ცოტა ხნის წინ და მალე ბავშვს ელოდება. ბავშვის სქესი ჯერ არ ვიცით, ამიტომ ჯერ ვერ გეტყვი დეიდა იქნები თუ ბიძა. თუ გოგო იქნება, ჩემი სახელის დარქმევა უნდა. ცოტა უცნაური კია ბავშვს დედა დაარქვა. შენ ძმა ლევანს იმდღეს პატარა უსიამოვნება შეემთხვა: მანქანა დახურა და გასაღები შიგ დარჩა. მოუწია სახლში ფეხით წასვლა (10 კილომეტრი!), იმისათვის, რომ მეორე გასაღები აეღო და მანქანიდან გამოვეშვით. თუ მანდ შემთხვევით ჩემ დიშვილ გვანცას შეხვდები, ჩემგან მოიკითხე. თუ არ შეხვდები, მაშინ არაფერი უთხრა.

სიყვარულით შენი დედა

P.S. შენთვის ცოტა ფულის გამოგზავნა მინდოდა, მაგრამ კონვერტი უკვე დავაწებე.

5 responses to “წერილი “ბლანდინკა” დედისგან, “ბლანდინკა” შვილს

  1. spleet February 2, 2013 at 5:00 PM

    ძან ვიცინე მე.

  2. gvanca February 12, 2013 at 12:42 AM

    უნდა დამეკომენტარებინა და დამავიწყდა :დ (შესაბამისი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე)

  3. djguro February 17, 2013 at 12:51 AM

    ფფფფფფფუუუუუუუუუუუუუ!!!!! :ლოლ: :ლოლ: ჯიბეში ჩავაწყვეოოო!!! :ფფფფუუუ!!!

  4. თაკო ქლიბაძე June 13, 2013 at 3:17 AM

    ძაანაა გამუქბული.. მარა მაინც მაგარიაა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: