ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ჩემი ბავშვობის მეგობარი ძაღლები

ჩეთვის მძიმეა ამისი წერა. თუ რატომ, თანდათან მიხვდებით.

89-ში დავიბადე და 90-იანების გაჭირვებაში ვიზრდებოდი ბევრ ჩემ თანატოლთან ერთად. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა  მათთან თამაშიც.

დღეს წარმოგიდგენიათ რომელიმე ნორმალური მშობელი, ვინც თავის 5-10 წლის ბავშვს ეზოში გაუშვებს, ეცოდინება, რო იქ ქუჩის ძაღლებთან თამაშობს, თან ამის ნებასაც დართავს და არც ინერვიულებს? ჩემ დროს, ჩემ ეზოში ეს ნორმალური ამბავი იყო. მეც ალბათ ბავშვებთან თამაშზე უფრო მეტად ეზოს “დვარნიაშკებთან” ვთამაშობდი.

ეზოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძაღლები გვყავდნენ მაგრამ უმეტესობას ის აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ყველა არაბუნებრივი სიკვდილით მოკვდა _ მოკლეს.

მეც რათქმაუნდა ჩემი მეგობრების სიკვდილს ძალიან განვიცდიდი. ჯერ იყვნენ ტობიკა და ბობიკა. ტობიკა შავი და ცოტათი პატარა ტანის იყო ჩალისფერი ბობიკასგან განსხვავებით. ტობიკა ჩემი ძაღლი იყო, ბობიკა ჩემი დის. ჩემი და ბობიკას წიკოს ეძახდა :)) ეს ძაღლები იყვნენ ჩვენი ეზოს ერთი საყვარელი ძუს _ მურას (არადა ჭრელი იყო) შვილები და ლეკვიბიდანვე ვიცნობდი. მაშინ საბავშვო ბაღში დავდიოდი. ეს ძაღლები სადაც არ უნდა წავსულიყავით, სანამ შეეძლოთ (შენობაში არ შევიდოდით, ან ტრანსპორტში არ ჩავსხდებოდით) სულ თან დაგვყვებოდნენ. საერთოდ ჩვენი ოჯახი უყვარდათ. ხშირად ვაჭმევდით ხოლმე. ჩვენ დებილი ბავშვები ხან ზედ ვეხსედით ამ ძაღლებს, ხან როგორ ვაწვალებდით, ხან როგორ… მარა ოდნავაც კი არ წამოუღრენიათ ჩვენთვის არასოდეს. იყვნენ რათქმაუნდა დამპალი მეზობლები ვისაც ეს ძაღლები არ უყვარდა, და ისინიც იგივეთი პასუხობდნენ _ უყეფდნენ ხოლმე. ესენი დააჭერინეს.

გავიდა დრო და ეზოს ბავშვებმა გადავწყვიტეთ ცოტა მოშორებით მყოფი ძაღლისთვის ლეკვი მოგვეპარა. ესეც გავაკეთეთ. პირველი დღეები კარგად ვუვლიდით შავ-თეთრ ძუ ლეკვს სახლიდან მოპარული პროდუქტებით. ბოლოს მშობლებმა მიგვაკაჩავეს, ჩვენც, როგორც ბავშვებს შეეფერეათ, ცოტა არ იყოს მოგვბეზრდა პატარა ლეკვის დევნა.  ავდექით და მივაბარეთ მურას _ ბუნაგთან დავუსვით. იმანაც მიიღო და გაზარდა. ამ ლეკვს მამაჩემმა შიბზიკა დაარქვა. ეგ ყველა ძაღლს შიბზიკას ეძახის. მერე მურაც მოკვდა. ზუსტად არ მახსოვს რით მოკვდა. ისე კაი ბებერი იყო უკვე. გაზრდილმა შიბზიკამ ტობიკა და ბობიკა შეცვალა ჩვენს სადარაჯოზე. ერთი პერიოდი შიბზიკამ მერე პირველი ლეკვებიც დაყარა. მახსოვს მეგობრებმა მოირბინეს ჩემთან და მითხრეს, შიბზიკა ტირის _ რაღაც სტკივაო. ბუნაგში ცხვირის შეყოფა მარტო მე გავბედე და ახალდაბადებული ლეკვებიც პირველმა მე ვნახე, რაც მერე დანარჩენებსაც ვახარე. 6 თუ 8 ლეკვი დაყარა. მარა საბოლაო ჯამში მარტო 2 დარჩა. დანარჩენებს წარმოდგენა არ მაქვს რა მოუვიდათ. ეხლა უკვე სამი ოთხფეხი დაგვდევდა ერთად. შიბზიკა თავის 2 ლეკვთან _ ტობისთან და ლედისთან ერთად. მახსოვს როგორ უკვარდა ტობის ქუჩაში განავლის ჭამა :)) ტობი შავი იყო, ლედი კი შიბზიკას ფერებში. მანამ, სანამ ლეკვებს დაყრიდა, შიბზიკამ ქეცის აკიდებაც მოასწრო. წარბებზე სულ გასცვივდა ბეწვი. ერთადერთი მაგ დროს მიშლიდნენ ჩემები მაგასთან მიკარებას. მერე ვიღაც კეთილმა ადამიანმა უმკურნალა და ბეწვიც ამოუვიდა, ოღონდ ყავისფერი და წარბებივით ჰქონდა. მერე ეს წარბები შიბზიკას ლეკვებსაც გამოჰყვათ. არ ვიცი რატომ.

ერთ წელიწადში კიდევ ერთხელ დაყარა შიბზიკამ ლეკვები. ოღონდ ამჯერად თავის ძველ ბუინაგში აღარ. ამისათვის მეზობლის საქათმე აირჩია. მაშინ ბევრს გვყავდა ეზოში ქათმები :)) თვითონ ქათმებს არაფერს ერჩოდა, მარა საქათმის მეპატრონე შიგნით ვეღარ შედიოდა. შიგ შესვლის უფლება მარტო მამაჩემს, მე და ჩემ დას გვქონდა. და კიდევ ჩვენ ერთ-ორ მეგობარს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჩვნთან ერთად შემოვიდოდა.

ერთი ეგეთი შემთხვევა იყო, მარტოკა შევიპარე იმ საქათმეში, შიბზიკა გასული იყო, კარი ჩავკეტე და ჯერ თვალაუხელელი ლეკვის გამოყვანას ვცდილობდი საქათმის ქვეშიდან. ლეკვებმა წკმუტუნი დაიწყეს, დედამისიც ეტყობა იქვე იყო და მაშნვე მოვარდა, მარა რო ვერ შემოდიოდა, კართან წრიალებდა და წკმუტუნებდა. მალევე გავუღე კარი.  შეძვრა ლეკვებთან, ცოტა ხანი ძუძუ აწოვა და მერე მოხდა ის რაც, მე რო არ შემმთხვევოდა, სხვისგან არც დავიჯერებდი _ თვალაუხელელი ლეკვი გამოიყვანა და მოსაფერებლად დამაჭერინა. ცოტა ხანი ვეფერე, მერე ისევ გამომართვა და ბუნაგში დამალა.

მაგ ზაფხულს, სოფელში რო წავედი და უკან ჩამოვედი, ტობიკას გარდა, აღარვინ დამხვდა. თურმე მეზობელი დაუკბენია შიბზიკას იმიტომ რომ ბუნაგთან ახლოს გაიარა. ის მეზობელი ვინც ყველაზე მეტად ვერ იტანდა. იმან კიდე ძაღლის მჭერებთან დარეკა და დაიჭირეს შიბზიკა. გააყოლეს, ლედიც და ის უსუსური ლეკვებიც. ალბათ თვალებიც ახალი ახელილი ექნებოდათ. ცოტა ხანში ტობისთვისაც დაბრუნდნენ და ისიც წაიყვანეს.

აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ მეუბნებოდნენ როგორ კლავდნენ ძაღლებს. დიდი ორმო აქვთ, შიგ ყრიან და დენით ხოცავენო.

ყოველთვის ცუდად ვხდებოდი მაგის წარმოდგენაზე. დღეს კიდე ვიდეო ვნახე. ტელეკომპანია “მზე”-ს გადაცემა “ტაბუ”-ს 2007 წლის ერთ-ერთი გადაცემიდან, სადაც ნაჩვენებია როგორ იჭერენ და ხოცავენ ძაღლებს. ზოგი წინააღმდეგობასაც არ უწევს, პირიქით ზურგზე უწვება, ჰგონია, მოსაფერებლად მიდის კაცი.😐

გალია, დენი, ორმო… თითქმის ყველაფერი ისე, როგორც აღმიწერდნენ. მაგრამ ამას ემატება განწირული ცხოველის ხმა.

ყველაფერი ერთბაშად მომაწვა ამ ვიდეოს რო ვუყურებდი. თითქოს ჩემ თვალწინ ამ ვიდეოში ნაჩვენებ ძაღლებთან ერთად, კიდევ ერთხელ დახოცეს შიბზიკაც, ლედიც, ტობიც და ის საწყალი უსუსური ლეკვებიც, რომლებისთვისაც სახელების დარქმევაც ვერ მოვასწარი😦 და მე, ადამიანს, რომელიც უემოციოობაზე ვდებ თავს, ცრემლები წამომივიდა. 24 წლის ვხდები და ბოლოს როდის ვიტირე აღარც მახსოვს. ძალიან მძიმე სანახავი აღმოჩნდა ჩემთვის. ისინი რო წაიყვანეს 8 წლის ვიყავი დაახლოვებით.

მოიხედავად იმისა, რომ უპატრონო მაწანწალა ძაღლების უკონტროლობის წინააღმდეგი ვარ, მათ დახოცვას, თან ესე უმოწყალოდ, ვერასოდეს გავამართლებ. ბევრად ცივილური მეთოდებიც არსებობს სტერილიზაციის სახით.

ვერ ვხვდები, ესეთი საყვარელი არსება, ესე წამებით როგორ უნდა მოკლა და მერე მშვიდად როგორ უნდა გეძინოს.

მძიმე კადრებია, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა გაჩვენოთ. ამ ვიდეოს რო ვუყურებდი, ერთდროულად უზომო სიბრალულის გრძნობა მქონდა ცხოველის და უზომო ზიზღი მისი მკვლელი ადამიანის მიმართ.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ სუსტი ფსიქიკის, ნერვების და გულის პატრონები ნუ უყურებთ:

 

 

და ბოლოს: თუ მაინცდამაინც მოკვლაა აუცილებელი, იმის გამო, რომ ცხოველი აგრესიულია, გააკეთე რა ეს ისე, რომ სწრაფად მოკვდეს და არ იტანჯოს… სასიკვდილო ინექცია და ვსო.

ბოლოსდაბოლოს ტყვია ესროლე შუბლში (2007 წელია ვიდეოზე და შეიძლება დაფინანსება არ იყო ნემსებისთვის და საწამლავისთვის). სწრაფად მაინც მოკლავ და არ აწამებ😐

3 responses to “ჩემი ბავშვობის მეგობარი ძაღლები

  1. LEONN April 2, 2013 at 9:07 PM

    Dzalian miyvars dzaglebi.. Dzalian ganvicdi xolme dzgalebis mimart araadamianur mopyrobas rom vxedav… Dzaglebic isetive movlas da moferebas sachiroeben rogorc adamianebi… (adamianebisgan gansxvavebit dampali suli mainc ar aqvt)

  2. ent July 31, 2013 at 10:44 PM

    ჯანდაბა ბოლოს და ბოლოს ცხოველებთან საშნლად მოქცევის წესებს როდის უნდა მოეღოს ბოლო.. ვისაც ეგ უნდა ადარდებდეს სულ ბოლომდე ფეხებზე კიდიათ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: