ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დაკარგული ვიდეო

ეს ისტორია იმიტომაა ღირებული, რომ მასში, როგორც ამბობენ, ერთი წვეთი ტყუილი არ ურევია _ ყველაფერი ხდებოდა და ამ მომენტშიც ხდება ჩვენს რეალობაში _ დიახ, დიახ… ზუსტად იმაში, რომელშიც ვცხოვრობთ.  თვითონ ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება უკვე დარტყმის ქვეშ აყენებს იმ ადამიანს, ვინც ამას ყვება და იმათაც, ვისაც ეს დააინტერესებს და დაიწყებენ ამ ვიდეოს ძებნას ინტერნეტში. მაშ ასე, დავიწყოთ მოყოლა.

2011 წელს ქსელში გამოჩნდა „ვიდეო გაურკვეველი არსებით“. ვიდეოს  „Station 922.mkv” ერქვა. თვითონ ვიდეორგოლი ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ზედ აღბეჭდილია გაურკვეველი არსება, რომელიც მოსკოვის მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან ეშვება გრძელი, წელვადი კიდურების მეშვეობით. ვიდეოს ხარისხი არ იძლევა არსების კარგად დანახვის საშუალებას, თუმცა მისი გადაადგილების მანერა, რომელიც ძალიან არამიწიერად გამოიყურება და არაბუნებრივად წელვადი კიდურები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს ვიდეო არაა მონტაჟი. რამდენიმე მოძრაობაში ეს არსება სახურავიდან ასფალტზე ეშვება. შემდეგ ისმის ოპერატორის ყვირილის ხმა: „მან მე დამინახა!“ _ და ვიდეო წყდება.

არსებას რომელსაც არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული სტაბილური ფორმა, ხალხმა „ჩხირულა“ (палочник), ან ბურატინო დაარქვა (მისი წვრილი კიდურების გამო, რომელიც მწერ ჩხირულას (палочник) ფეხებს წააგავს). ასევე ის რაღაცით ამერიკულ „სლენდერმენსაც“ ჰგავდა . ადამიანები, რომლებმაც უყურეს ამ ვიდეორგოლს, გამოხატავდნენ აზრს, რომ ეს „რაღაც“ მართლა არსებობს. მისი გამოჩენის თვითმხილველებიც კი მოიძებნენ.

დროთა განმავლობაში უცნაური ვიდეორგოლის (ერთერთის მრავალთა შორის ინტერნეტში) გარშემო მღელვარება ჩაცხრა. შეიქმნა შესაბამისი სტატია საიტზე «Lurkmore». არსება ქალაქის მითების სიაში შევიდა და თითქოს ის ყველას დაავიწყდა.

დღეს ამ ვიდეოს ვეღარსაც წააწყდებით. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ვიდეოკოლაჟი რომლებიც ოთხი-ხუთი კადრისაგანაა შედგენილი და რომლებშიც საერთოდ შეუძლებელია არსების ფიგურის. უცნაური მოძრაობების და წელვადი კიდურების გარჩევა. საიტებზე, სადაც ეს ვიდეო თავისუფლად იდო, უკვე აღარაა. «YouTube» ჩუმადაა. თითქოს, ყველგან წაშალეს. წაიშალა სპეცსამსახურების მიერ, ან მათი მითითებით. წაშლილია სამუდამოდ. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს _ ვიდეოზე აღბეჭდილი არსება რეალურია. სხვა ვიდეოებს ხომ არავინ შლის და თავისუფლადაა ინტერნეტში ვიდეოები უცხოპლანეტელებზე, ჩუპაკაბრაზე, წყალქვეშა ურჩხულებზე და ა.შ. რომლებსაც ხელს აავინ კიდებს. ბევრი მათგანი აშკარა გაყალბებაა, თანაც დაბალი ხარისხის. «Station922.mkv»-ც შეიძლებოდა მათ შორის ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ყველგან წაიშალა.

ხოდა ახლა პასუხგაუცემელია კითხვები _ რა არსება იყოს ეს, საიდან მოვიდა და სად გაქრა? ძალიან ბევრი კითხვებია და საერთოდ არაა პასუხები. სცადეთ მძებნოთ ის ინტერნეტში და თქენ ნახავთ მხოლოდ ნაწყვეტებს, რომლებიც მხოლოდ წარმოდგენას  შეგიქმნით იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ის.

ვიდეოს შესახებ:

ფაილი „station922.mkv“ არის ვიდეორგოლი ხანგრძლივობით 45 წამი. ის ჩაწერილია მობილური ტელეფონის კამერით და აღბეჭდილია ხედი მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან. გვიანი ღამეა, შუქი მხილოდ სადარბაზოებში ანთია. მეზობელი მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან გამოდის რაღაცნაირი წნულისნაირი კიდური, შემდეგ მეორე. ისინი სინჯავენ კედელს და ეშვებიან ქვევით, მათ მოჰყვება „ტანი“ _ მომცრო არსება, კიდევ 3 კიდური  ფანჯარას ეჭიდება. ოპერატორი ჩურჩულით, რუსულად კომენტირებს “Ух, ебать! Оно спускается, оно спускается!” (ამის დედაც… ის ეშვება, ეშვება!). არსება წარმოუდგენლად სწრაფად  და უხმაუროდ იწყებს ფანჯრებზე დაშვებას  კიდურების გამოწელვა-შეწევით _ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მყარი ჩანს, კიდურები ზომაში იზრდებიან და პატარავდებიან, ისე რომ სხეულში შედიან ბოლომდე და მერე თავიდან გამოდიან. 0:32-0:34 კადრეზე შესაძლებელია 7 კიდურის დათვლა. არსება მიწაზე ჩამოდის, პატარავდება და ემსგავსება მაღალ ადამიანს (0:37-0:38 კადრებზე მისი სიმაღლე დაახლოვებით 2 მეტრს აღწევს). ის წამით შეშდება, რა დროსაც ოპერატორი ამბობს “Бля, оно видело меня!” (დამინახა), უკან იწევს ერთი ნაბიჯით, რა დროსაც მის ფანჯარაზე ამ არსების საცეცი ჩნდება. ისმის ყვირილის ხმა და ვიდეო წყდება.

გავლენა:

ვიდეორგოლის დასრულების შემდეგ სისტემა იტვირთება. გადატვირთვის შემდეგ ჩნდება სერიოზული გაუმართავობები: მნიშვნელოვანი სისტემური ფაილები წყვეტენ ფუნქციონირებას, მათი ზომები ზოგჯერ ასობით მეგაბაიტამდე იზრდეა.  დრებითი ფაილების საქაღალდეებში ჩნდება ფაილები შემტხვევითი სახელებით და წონით დაახლოვებით 20 მეგაბაიტი. ზოგიერთი ოპერაციული სისტემა საერთოდ ვეღარ მუშაობს. ოპერაციული სისტემის გადაყენება ამ შედეგებს შველის. ცნობილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი.

კვლევები:

„station922.mkv“ _ ერთერთი იმ რამდენიმე ვიდეორგოლთაგანია, რომლის გადაღების  ადგილმდებარეობის დადგენაც მოხერხდა: ოპერატორი მოსკოვის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა. გადაღების დეტალების შესწავლის შემდეგ მკვლევარები შეთანხმდნენ რომ შედეგები არ გაესაჯაროვებინათ.

კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ 40 წლის განმავლობაში ამ უბანში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 9 ადამიანი. ბოლო 2 შემთხვევა კი ერთ ღამეში მოხდა _ ვიდეოს გამოჩენამდე დაახლოვებით 1 თვით ადრე.

მკვლევარებმა ანგარიში სახელმწიფო ორგანოებს გაუგზავნეს. მეორე დღეს კი უბანი სამხედროებმა გაჩხრიკეს. თვითმხილველებს მოსთხოვეს არ გაევრცელებინათ სპეცოპერაციის დეტალები, თუმცა, როგორც ჩანს, სამხედროებმა საერთოდ ვერაფერი იპოვნეს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ აქვს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეოს კადრებად დაშკა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით შემოწმება შეუძლებელია, გადაჭრით რაიმეს მტკიცება არაა შესაძლებელი. რგოლი ძალიან დაბალი ხარისხისაა და კადრებში ძალიან ბნელა.

თვითონ არსება phantom-26-station922 როგორც ჩანს კიდევ ორმა ადამიანმა ნახა მოსკოვში. ციფრული ფოტოსურათებიც კი არსებობს, რომელიც 2010 წლის ნოემბერშია გამოქვეყნებული. არსება სურათებზეც ისეთივეა აღბეჭდილი, როგორიც ვიდეოზე ჩანს.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ჩუპაკაბრა
გრემლინი

ამო-ს რეაქციები როდესაც მის დაჭერას ცდილობენ

ოჩოკოჩი

7 responses to “დაკარგული ვიდეო

  1. tratantula October 30, 2013 at 9:42 PM

    ert waamms )) ertwams ginda tqva bolo suratze is ragac grdzeli xesavit is arseba ? O.o

  2. trh March 6, 2014 at 9:51 PM

    videos ragac naglejs wegan vuyure youtubze 42 wamiani iyo es arseba racaa ashkara ragac arasworia mutantis ponti cxoveli naxevrad romelic iqneba imaleba padvlebshi kanalizacis qselshi an sadme mitovebul adgilas vtqvat same matareblebtan sadac agaravinaa an metroshi😀 am adgilze cxovrebas ar visurvebdi

  3. gio August 24, 2014 at 2:51 PM

    me vnaxe es video :3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: