ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

საბავშვო ზღაპრების საშინელი ორიგინალები

zombie ariel

დღეს ბევრი ძველი ხალხური თქმულება გადაკეთებული და გაკეთილშობილურებულია. ისინი კი, რომლებმაც დისნეის ხელში გამოიარეს, აუცილებლად ჰეფი ენდით “აღიჭურვნენ.
სინამდვილეში, ბევრმა არ იცის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი საბავშვო ზღაპრები, ისეთები როგორებიცაა წითელქუდა, კონკია, ფიფქია, თავდაპირველად სულაც არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის ძილის წინ მოსაყოლად. ეს  შემზარავი  და ათასი საზიზღარი სისხლიანი დეტალის შემცველი ისტორიები იყო.
გაინტერესებთ, როგორი იყო ბევრი ხალხური თუ ცნობილი ავტორის ზღაპარი თავიდან _ ცენზურის და სხვა კორექტურის გარეშე? მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

წითელქუდა

წითელქუდა

ორიგინალში მას ქუდი კი არა, შაპერონი _ კაპიშონიანი მოსასხამი ეცვა. ეს ძმები გრიმების ვერსიაში ახურავს წითელი ქუდი. სწორედ აქედან ვიცნობთ წითელქუდად.

ვინმეს თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ _ წითელქუდა და ბებიამისი ტყისმჭრელებმა ამოიყვანეს მგლის მუცლიდან და ამით გადაარჩინეს ისინი.

ძმები გრიმების უცენზურო ვერსიაში გოგონა სახლში როდესაც მივიდა, ბებიას არ ჩაკითხვია, თუ რატომ ჰქონდა ასეთი დიდი თვალები და ა.შ. ამის მაგივრად, უბრალოდ გაიხადა და ლოგინში ჩაუწვა მგელს. რის შემდეგაც მგელმა შეჭამა. კიდევ უფრო ძველი ვერსიის თანახმად, მგელმა რადგან ჯერ ბებია შეჭამა, უკვე დანაყრებული იყო და წთელქუდას სისხლი ღვინოში აურია, მისგან რამდენიმე საჭმელი მოამზადა, თავისი მეგობარი მგლები დაპატიჟა და ერთად შეჭამეს.

შარლ პეროს ზღაპარიც არაა პოზიტიური და კეთილშობილური. მთავარ გმირად გვევლინება არა პატარა გოგო, არამედ ზრდასრული ლედი, რომელიც მგელს ეკითხება როგორ მივიდეს ბებიასთან. ცბიერი მგელი მცდარ ინსტრუქციებს აძლევს მას, სულელი გოგო მტაცებლის რჩევას უჯერებს, რის  შემდეგაც მგელი მას ანაკუწებს და ჭამს. მორალი _ ნუ გამოელაპარაკებით უცნობებს.
თუმცა ვერც მან აუარა გვერდი სექსუალურ კონტექსტს. ფრანგული იდიომა «elle avait vu le loup» (მან მგელი ნახა) ნიშნავს “ქალიშვილობა დაკარგა”-ს.

ამ ზღაპრის ყველაზე ძველი ჩანაწერი კეროლშია (საფრანგეთი) აღმოჩენილი და მე-14 საუკუნით თარიღდება. ის მთელ ევროპაში იყო გავრცელებული და საკმაოდ საინტერესო დეტალებით ყვებოდნენ, რომელთა დაწერაც, პეროსაც და გრიმებსაც “დაავიწყდათ”: წითელ მოსასხამიანი გოგონა მართლა შეყვა დიალოგში მგელს სანამ ბებიასთან მივიდოდა. მაგრამ ბებიასთან მისვლის მომენტში, მტაცებელს უკვე მოესწრო ბებიის არა მარტო მოკვლა, არამედ მოხარშვაც. ბებიის ტანსაცმელში გამოწყობილი მგელი კულინარობდა, სტუმარიც მაგიდასთან მიიწვია და ერთად შეუდგნენ ბებიის ჭამას, რომელსაც გემრიელი და ცხიმიანი ხორცი ჰქონდა. ამ დროს ბებიის კატა ცდილობდა მიენიშნებინა გოგონასთვის კანიბალიზმის შესახებ _ იქვე ტრიალებდა და მღეროდა: _ “გოგონა ბებიას ღეჭავს, თავისი ბებიის ძვლებს ხრავს…” _  მაგრამ მგელმა მას ხის ფეხსაცმელი ჩაარტყა და მოკლა. რაზეც წითელქუდა საერთოდ არ შეწუხებულა. სულ ბოლოს კი მგელმა გოგონა შეჭამა.

და დიახ, ტყისმჭრელები არ მოსულან _ ისინი არავის გადაურჩენია.

ჰენსელი და გრეტელი

ჰენსელი და გრეტელი

ამ ზღაპრის ყველაზე პოპულარულ ვარიანტში, ორი პატარა ბავშვი, რომლებიც ტყეში დაიკარგებიან, წააწყდებიან ნაზუქებისგან აშენებულ ქოხს, რომელშიც საშინელი კაციჭამია ალქაჯი ცხოვრობს. ბავშვები იძულებულნი არიან სახლში გასაკეთებელი სამუშაო ასრულონ მანამ, სანამ ალქაჯი მათ ასუქებს, რათა შემდგომში შეჭამოს ისინი. თუმცა ბავშვები გამჭრიახობას იჩენენ, ალქაჯს ცეცხლში აგდებენ და გარბიან.

ზღაპრის ადრეულ ვერსიაში, რომელსაც “დაკარგული ბავშვები ერქვა”, ალქაჯის მაგივრად ეშმაკი ფიგურირებდა. ბავშვებმა ის ჭკუაში მოატყუეს (და ისევე ცდილბდნენ გასწორებოდნენ მას, როგორც ალქაჯს გაუსწორდნენ ჰენსელი და გრეტელი), თუმცა ეშმაკი გადარჩენას ახერხებს, რის შემდეგაც ხის სახერხს ამზადებს და ბავშვებს ეუბნება, რომ ზედ დაწვნენ მორების მაგივრად. ბავშვები იტყუებიან, რომ არ იციან როგორ უნდა დაწვნენ ზედ, რის შემდეგაც ეშმაკი თავის ცოლს ეუბნება იგვეს, რათა მათ მაგალითი აჩვენოს. ამ დროს ბავშვებმა დრო იხელთეს, ცოლს ყელი გამოჭრეს და გაიქცნენ.

ძველმა სიუჟეტმა ტყეში დაკარგული ბავშვების შესახებ,  ახალი აზრი შეიძინა მე-14 საუკუნის დასაწყისში _ 1315-1317 წლების დიდი შიმშილობის დროს _ ყინვებით გამოწვეული სამწლიანი მოუსავლიანობის დროს, როდესაც შიმშილისგან ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობის 25% დაიღუპა. ქალაქებში და სოფლებში გახშირეებული იყო კანიბალიზმი და სწორედ აქ გამოჩნდნენ ჟანა და მარგო (იგივე ჰენსელი და გრეტელი გერმანულ ვარიანტში). სიუჟეტის ვერსიები ძალიან ბევრია, თუმცა ყველაზე პოპულარული ესაა:  დედ-მამა შიმშილისგან კვდებოდა და გადაწყვიტეს შვილები შეეჭამათ. ბავშვებმა გაიგეს როგორ ლესავდნენ მშობლები დანებს და სახლიდან ტყეში გაიქცნენ, რათა მოეცადათ მანამ სანამ დედ-მამა შიმშილისგან დაიხოცებოდნენ და მერე დაბრუნებულიყვნენ. რომ არ დაკარგულიყვნენ, გზაში ბიჭი კენჭებს ყრიდა. ტყეში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ, შიმშილმა ისინიც შეაწუხა და ჩუმად შეიპარნენ თავიან სახლში, სადაც მშობლების საუბარს მოკრეს ყური, რომლებსაც ცოტა პური ეშოვნათ, მაგრამ დარდობდნენ, რომ ბავშვები გაექცნენ და ცარიელი პურის ჭამა მოუწევდათ. ბავშვებმა პური მოიპარეს და ისევ ტყეში გაიქცნენ, ოღონდ ამჯერად ძირს პურის ნამცეცებს ყრიდნენ, რომლებიც ასევე დამშეულმა ფრინველებმა მალევე აკენკეს. პურიც რომ შეჭამეს (უკან გზას ვეღარ პოულობდნენ), ბავშვებმა უკვე იფიქრეს, რომ შიმშილით დაიხოცებოდნენ, მაგრამ ამ დროს, ტყეში პურისგან აშენებულ ქოხს წააწყდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტის მიხედვით ვითარდება, თუმცა ბოლოში ბავშვები სახლში არა მარტო პურით სავსე ტომრებით, არამედ კარგად შებრაწული ალქაჯით ბრუნდებიან _ ასე რომ მშობლებს აღარ მოუწიათ თავიანთი შვილების ჭამა.

ფიფქია

ფიფქია

ამ ზღაპრის ყველაზე პოპულარულ ვერსიაში, დედოფალი ფიფქიას მოკვლას და დამამტკიცებელ საბუთად მისი გულის მოტანას ბრძანებს . მაგრამ მსახურს ეცოდება ფიფქია და სასახლეში ტახის გულით ბრუნდება.

ამჯერად ზღაპარში ცვლილებები ძალიან კარდინალური არ ყოფილა.

რეალურად ფიფქიასაც შეჭმას უპირებდნენ და დედოფალმა მისი გულ-ღვიძლი და ფილტვები მოითხოვა და მიიღო კიდეც. რომელიც დიდი ნადიმის დროს შეჭამა. თუმცა შიგნეულობა ირმისა აღმოჩნდა, რამეთუ მოსამსახურე გოგონამ თავისი ახალგაზრდობით და სილამაზით მოხიბლა (იმედია ხვდებით რაც იგულისხმება).

ფიფქია შვიდი მთის სულის ტყვეობაში აღმოჩნდება, რომლებსაც ასევე მოხიბლულები არიან მისი სილამაზით და წყვეტენ, რომ თავისთან დაიტოვონ გოგონა. მოწამლული ვაშლით სიკვდილის შემდეგ, ფიფქიას კუბოთი თაზე დგავენ, სადაც მას შორიახლოს მიმავალი უფლისწული ამჩნევს. შემდეგ ძმები გრიმები წერენ, რომ პრინცმა გოგონას თავისთან წაყვანა მოისურვა, იმიტომ რომ ის ცოცხალივით გამოიყურებოდა და ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ როდესაც ის გნომებს ევაჭრება, მის ქვეშევრდომებს კუბო უვარდებათ, მოწამლული ვაშლის ნაჭერი პირიდან უვარდება გოგონას და ის იღვიძებს და ყველა ბედნიერია. დედინაცვლის გარდა _ მას ფეხზე გავარვარებული რკინის ფეხსაცმელები ჩააცვეს და აიძულებდნენ ეცეკვა, მანამ სანამ ტანჯვით არ მოკვდა.

კონკია
კონკია

ამ ზღაპრის სიუჟეტზე შარლ პერომ განსაკუთრებული მონდომებით იმშავა და ყველაფერი საშინელება ამოიღო. ასე  გაჩნდნენ პრინცი, კვახი, ფერიები და ა.შ. აი ხალხური ვარიანტი კი სულ სხვანაირდ გამოიყურება _ კონკია მეჯლისისთვის კაბის სათხოვნელად დედის საფლავზე მიდის, რომელიც კუბოდან ამოდის, რათა გოგონას ჩააცვას. ძმებმა გრიმებმა თავიანთ ვერსიაში  ზომბი დედა თეთრი ჩიტით შეცვალეს. მეჯლისის შემდეგ გოგონა გაურბის პრინცს, რომელსაც მის ცოლად შერთთვაზე მეტად გამრავლებაზე უჭირავს თვალი.

მესამე მეჯლისზე, კონკიას გაქცევები რომ ყელში ამოუვიდა, პრინცი კიბეზე ფისს ასხამს და გოგონა ზედ ეწებება. თუმცა ამოხტება თავისი ოქროს ფეხსაცმელებიდან, სულ ფისიანი გარბის და ახერხებს თავისი ღირსების შენარჩუნებას.

პრინცი სულ გიჟდება და ცდილობს ის გამოიტყუოს ქორწინების პირობით. მანამ სანამ კონკია ფიქრობს, შეიძლება თუ არა მისი სიტყვების (რომელიც მთელ სამეფოშია უკვე ცნობილი) ნდობა , პრინცი ფეხსაცმელებს აზომებს სხვადასხვა გოგოებს.  კონკიას უმცროსი და თითს მოიჭრის რათა შიგ ფეხი ჩაეტიოს, მაგრამ ძალიან კოჭლობს. უფროსი და მთლიანად ქუსლს იჭრის. ის წესიერად დადის, თუმცა სისხლზე მოფრენილი თეთრი მტრედები ანიშნებენ პრინცს მისი ტყუილის შესახებ. ამ დროს გამოჩნდება კონკიაც, სისხლს გადმოღვრის ფეხსაცმელებიდან და იცვამს. ყველა გახარებულია. პრინცი და კონკია ქორწინდებიან. თეთრი მტრედები მის დებს ნისკარტებით თხრიან თვალებს იმის გამო, რომ ისინი კონკიას სახლის მილაგებას აიძულებდნენ და მეჯლისზე არ უშვებდნენ. და აი დები _ ბრმები და თითქმის უფეხებოები დაცოცავენ გაუბედურებულები ქალაქის ქუჩებში და შემწეობას ითხოვენ. ამით გახარებული კონკია დიდ სასახლეში ლამაზ პრინცთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

ქალთევზა

ქალთევზა

ორიგინალი ვერსია ძალიან სასტიკია და საერთოდ არაა ბავშვებისთვის. ჯერ ერთი, როგორც ცნობილია, ქალთევზამ თავისი ხმა ზღვის ალქაჯს მისცა ფეხების სანაცვლოდ, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ყოფილი თევზისთვის ისეთი მტკივნეული იყო, თითქოს დანის პირებზე დადიოდა. რათქმაუნდა ამ ყველაფერს სისხლდენაც თან სდევდა.  პრინცი მუნჯ გოგონას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა, ხოლო როდესაც ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მეჯლისი მოაწყო. პირობა ასეთი იყო _ კარგად თუ ცეკვავ, გაქვს შანსი. წარმოგიდგენიათ ქალთევზა, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა, როგორ იცეკვებდა?  როგორც უკვე მიხვდით, პრინცმა ცოლად სხვა შეირთო. გულგატეხილი გოგონას დამ თმა მოიჭრა და მის სანაცვლოდ იმავე ალქაჯს დანა გამოართვა, რომლითაც ქალთევზას პრინცი უნდა მოეკლა. როდესაც პრინცის სისხლი მის ფეხებს შეეხებოდა, ის ისევ თევზის კუდად გადაიქცეოდა. თუმცა საბოლაო ჯამში მან თავისი შეყვარებულის მოკვლა ვერ შეძლო, თვითონ მოკვდა და ზღვის ქაფად გადაიქცა.

მძინარე მზეთუნახავი

მძინარე მზეთუნახავი

ყველამ იცის ორიგინალი _ მშვენიერმა პრინცესამ თითისტარი გაირჭო თითში და დაიძინა. ეძინა ასი წელი, მანამ სანამ პრინცი არ მოვიდა,  კოცნით არ გააღვიძა და ბლა ბლა ბლა…

ორიგინალი საერთოდ არ ჰგავს ამ ისტორიას. გოგონამ წინასწარმეტყველების გამო მიიძინა და ის პრინცს არ გაუღვიძებია _ მეფემ, როდესაც მზეთუნახავი მძინარე და უმწეო იხილა, გააუპატიურა ის. 9 თვის შემდეგ გაჩნდა ორი ბავშვი (გოგონას ისევ სძინავს). ერთ-ერთი ბავშვი დედის თითს წოვს და თითისტარის ხიჭვს გამოწოვს, რომლის გამოც, როგორც აღმოჩნდა, გოგონა ვერ ახერხებდა გაღვიძებას. გაღვიძების შემდეგ მზეთუნახავი იგებს, რომ გააუპატიურეს და ორი შვილის დედაა.

სამი დათვი
სამი დათვი

გოგონა, რომელიც ტყეში დაიკარგა, დათვების სახლს წააწყდა, საჭმელი შეუჭამა, პატარა დათვის ლოგინში დაიძინა და როდესაც დათვები მოვიდნენ გაიქცა.

ამ ზღაპარს ორი ორიგინალი აქვს. პირველში დათვები პოულობენ გოგონას, ფატრავენ და ჭამენ. მეორეში პატარა გოგონას მაგივრად, მოხუცი ქალი გვევლინება მთავარ როლში, რომელიც, მას შემდეგ რაც დათვები აღვიძებენ, ფანჯრიდან ხტება, კისერს იტეხს და კვდება.

რაპუნცელი

რაპუნცელი

“რაპუნცელ, რაპუნცელ, ჩამოუშვი შენი თმები!” _ ძმები გრიმების ეს ზღაპარიც ბევრი თქვენგანისთვის იქნება ცნობილი. თუმცა მის შესახებ მხოლოდ დისნეისგან იცით. გრიმების გოგონა მართლა ალქაჯთან ცხოვრობდა მაღალ კოშკში. ის პრინცმა დაინახა, ისევე დაუძახა, როგორც მას ალქაჯი ეძახდა, მოტყუებით ავიდა მისი თმებით კოშკში და…. კარგად იხმარა. ჩვენი მზეთუნახავი დაფეხძიმდა. ეს რათქმაუნდა მალევე შეამჩნია ალქაჯმა, რაპუნცელს თმა შეაჭრა და თავისი მაგიის გამოყენებით ტუმტარაკანში (ძველი ქალაქი დღევანდელი კრასნოდარის ტერიტორიაზე) გადაასახლა, სადაც ის უსახლკაროდ დაეხეტებოდა ბავშვით ხელზე და შემწეობას ითხოვდა. ჯადოქარი ამის შემდეგ “სიძეს” დაელოდა. როდესაც პრინცს ისევ “აუჩუჩუნდა” და რეპუნცელს მოაკითხა, ალქაჯმა გოგონას მოჭრილი თმები ჩაუშვა ძირს. ჭაბუკი ჯერ მხოლოდ ნახევარზე იყო ასული, როდესაც დედაბერმა თმას ხელი გაუშვა და ბიჭი ძირს _ ეეკლიან ბუჩქში ჩავარდა. ბუჭქმა ვარდნა შეარბილა და ის არ მომკვდარა, თუმცა ეკლებმა თვალები ამოკაწრა და დაბრმავდა.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…

7 responses to “საბავშვო ზღაპრების საშინელი ორიგინალები

  1. Tjorven-ჩორვენი October 6, 2015 at 8:33 PM

    გენიალურია❤ დაეტოვებინათ ორიგინალები ^_^

    • zorbegi October 8, 2015 at 12:09 PM

      მეც მაგ აზრზე ვარ. ბავშვობაში სულ მიჩნდებოდა კითხვა _ მოკბეჩილი და დაღეჭილი ბებია-შვილიშვილი მუცლიდან როგორ ამოაცალეს ცოცხლები…

  2. ბოდიალა November 26, 2015 at 10:00 AM

    ქალთევზაზე ყველაზე უსამართლო და სევდიანია😥 არასდროს არ მევასებოდნენ ეს პრინცები რა😀

    • zorbegi November 26, 2015 at 7:29 PM

      ოჰ… პრინცებს დააბრალეთ ახლა… დებილი იყო ეგ თქვენი ქალთევზა😀

  3. ანა January 2, 2016 at 9:12 PM

    Reblogged this on მე and commented:
    ჭირი იქა, ლხინი აქა…………….
    თუმცა დაეტოვებინათ იგივე, რომ დაუფიქრდე საბავშვო ვარიანტები ნაკლები ჰორორი არც არის.

  4. ეკა მანაგაძე January 5, 2016 at 6:01 PM

    მგელს კბილებში ჩიჩია საიდან ქონდა,თუ ცხვრები გაჭრილი მუცლიდან უვნებელი ამოუყვანეს? (იხ.ქართ.ზღაპ. კომბლე.) 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: