ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

SR-71-ის ტროლი ეკიპაჟი

სრ-71

ბევრი ისეთი რამე იყო, რასაც ამ თვითმფრინავით  ვერ გააკეთებდი _ იხსენებს SR-71-ის პილოტი _ მაგრამ “უბანში” ყველაზე სწრაფი ტიპები ვიყავით და ჩვენი მეგობარი ავიატორებისთვის ამის შეხსენება გვიყვარდა.

ერთ ასეთ შემთხვევას ჩვენი ბოლო საწვრთნელი ფრენის დროს ჰქონდა ადგილი. იმისათვის, რომ სწავლება დაგვემთავრებინა და მისიისთვის მზადყოფნის (Mission Ready) სტატუსი მიგვეღო, ამ თვითმფრინავით 100 საათი უნდა გვქონოდა ნაფრენი. სადღაც კოლორადოს თავზე მივაღწიეთ ამ ნიშნულს და არიზონას თავზე მოტრიალება დავიწყეთ. თვითმფრინავი იდეალურად იქცეოდა.

მეც და ჩემი მე2 პილოტი ვოლტიც გახარებულები ვიყავით _ როგორც იქნა, ამდენი სიმულატორების, სხელმძღვანელოების და სავარჯიშო ფრენების შემდეგ, რეალურ მისიებზე დავიწყებდით ფრენას.

არიზონას თავზე 25 კმ სიმაღლიდან უკვე ვხედავდი კალიფორნიის სანაპიროს. ამ მომენტში, ვოლტი ცოტა შემეცოდა კიდეც, რადგან ჩემს უკან მჯდომს არ ჰქონდა საშუალება ბოლომდე დამტკბარიყო ამ შესანიშნავი ხედებით. მას 4 რადიოსადგურის კონტროლი ევალებოდა. ეს მისთვის კარგი პრაქტიკა იყო _ რეალურ მისიებში შტაბთან კავშირი მნიშვნელოვანია.

ჩემთვის საკმაოდ რთული იყო რადიოსადგურის კონტროლზე უარის თქმა _ მთელი ჩემი საფრენოსნო კარიერის განმავლობაში ჩემს რადიოგადაცემებს მეთვითონ ვაკონტროლებდი, მაგრამ ამ თვითმფრინავში მოვალეობები ასე იყო გადანაწილებული და მეც ნელ-ნელა ვეგუებოდი ამას. ახლა კი უბრალოდ ვოლტთან ერთად ვუსმენდი რადიო გადაცემებს. უმეტესად ლოს ანჯელესის ფრენების კონტროლის ცენტრის ხმა გვესმოდა, რომელიც ჩვენზე ბევრად ქვემოთ საჰაერო მოძრაობას აკონტროლებდა. ისინი ყოველთვის გვხედავდნენ, მაგრამ არასოდეს გამოდიოდნენ კავშირზე, თუ ჩვენთვითონ არ დავუკავშირდებოდით დაბალ სიმაღლეზე დაშვებისას.

ამ დროს გავიგეთ როგორ მოითხოვა ცენტრისგან სესნას პილოტმა ხმელეთის მიმართ თავისი სიჩქარის შემოწმება. November Charlie 175 თქვენი სიჩქარე ხმელეთის მიმართ შეადგენს 90 კვანძს (167 კმ/სთ) _ უპასუხა ცენტრმა.

ახლა ერთი რამ ცენტრის თანამშრომლებზე: სულეთია ვის ელაპარაკებიან, პატარა სესნას პილოტს, თუ ბორტ #1-ს, ყოველთვის ერთი და იგივე დაბალი, პროფესიონალური, მშვიდი ხმით საუბრობენ.

2 წუთიც არ იქნებოდა გასული სესნას მოთხოვნის შემდეგ, ცენტრს რომ Twin Beech-ი (Beechcraft Model 18) დაუკავშირდა და ძალიან აღმატებული ტონით მოითხოვა სიჩქარის შემოწმება. 135 კვანძი (250 კმ/სთ) _ უპასუხა ცენტრმა. სესნას პლოტს თავისი სიჩქარე “გაუმარიაჟა”.

შემდეგ, უეცრად ეთერში სამხედრო-საზღვაო ძალების F-18-ის პილოტი ჩაერთო სიხშირეზე და სიჩქარის შემოწმება მოითხოვა.
“ცენტრი, Dusty 52, სიჩქარის შემოწმება”. სანამ ცენტრი უპასუხებდა, ვიფიქრე, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა F-18-ის მილიონ დოლარიან კოკპიტში მჯდომ პილოტს, თავისი ულტრათანამედროვე აპარატურით სიჩქარის შემოწმება.

მერე მივხვდი _ დასთის უნდოდა, რომ ვიტნის მთიდან მოჰავამდე ყველას სცოდნოდა მისი სიჩქარე და ყველას სცოდნოდა, რომ ყველაზე სწრაფი იყო და რა მაგრად ერთობოდა თავის Hornet-ში. პასუხმაც არ დააყოვნა, ისევ მშვიდი, დაბალი ხმა გაისმა ეთერში _ Dusty 52, ცენტრი, თქვენი სიჩქარეა 620 კვანძი (1150 კმ/სთ) ხმელეთის მიმართ.

და მე ვიფიქრე, რომ ამ მომენტის გამოტოვება არ შეიძლებოდა.  ჩემი ხელი ინსტინქტურად რადიოკონტროლერისკენ გაიწია, თუმცა ამ დროს გამახსენდა, რომ ვოლტის მოვალეობა იყო რადიოკავშირი. მაგრამ გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ჰორნეტი უნდა მოვკდეს და მოკვდეს ახლავე _ მალე ზონიდან გავალთ და მომენტი დაკარგული იქნება. თუმცა, გამახსენდა რა ჩვენი წვრთნები, როგორ ვინაწილებდით მოვალეობებს, როგორ ვვარჯიშობდით, ეხლა ჩემი ეთერში გასვლა ვოლტზე თავზე გადახტომის ტოლფასი იქნებოდა და ეს მოგვშლიდა როგორც ეკიპაჯს, ამდენი ხნის წვრთნები სულ წყალში ჩაიყრებოდა. აღარ ვიცოდი რა მექნა.

უცბად უკანა სავარძლიდან მიკროფონის ღილაკზე დაჭერის ხმა მომესმა, ეს ის მომენტი იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ მე და ვოლტი გუნდი ვართ. პროფესიონალურად, ყველანაირი ემოციის გარეშე ვოლტმა რადიოში თქვა: “ლოს ანჯელესის ცენტრი, Aspen 20, თუ შეგიძლიათ ჩვენი სიჩქარე მოგვაწოდეთ ხმელეთის მიმართ.”

“Aspen 20, 1842 კვანძი (3412 კმ/სთ) ხმელეთის მიმართ”.

მემგონი ეს 42 კვანძი იყო ყველაზე ძალიან რაც მომეწონა. ცენტრის ოპერატორი ისეთი კმაყოფილი იყო, ასეთი ზუსტი მონაცემები რომ მოგვაწოდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ამ დროს ეცინებოდა.

ამის შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ მე და ვოლტი საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით. მან აუღელვებლი ხმით უპასუხა: “ცენტრი, დიდი მადლობა, თუმცა, ჩვენი აპარატურა 1900-თან (3520 კმ/სთ) ბევრად უფრო ახლო სიჩქარეს გვიჩვენებს”.

ამ მომენტში ვოლტერი ღმერთივით იყო. ეთერში ისევ ოპერატორისმა გაისმა, თუმცა ტონი უკვე ისეთი ცივი აღარ იყო და მხიარულება ეტყობოდა _ გასაგებია Aspen, თქვენი აპარატურა, როგორც ჩანს, ჩვენსაზე უფრო ზუსტია. მაგარი რამე გყავთ.

ეს მოკლე ხანს გაგრზელდა, თუმცა იმ ხანმოკლე, დამამახსოვრებელი სპრინტის დროს სამხედრო-საზღვაო ფლოტიც დავჩაგრეთ და ყველა მოკვდავი თვითმფრინავი იძულებული იყო ქედი მოეხარა სიჩქარის მეფისათვის.

ამის შემდეგ, ფრენის ბოლომდე ამ სიხშირეზე მეტი აღარვის ხმა აღარ გაგვიგია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: