ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები…

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც სახურავის ნაპირზე დგანან და სუფთა, ცივ ჰაერს სუნთქავენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც უკანასკნელად მიჰქრიან მოტოციკლით 220 კმ/სთ სიჩქარით ღამე, ქალაქის ცარიელ ქუჩებში?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც ტაბლეტებს, ან შპრიცებს ყიულობენ აფთიაქში?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც სახლში ყველაზე კარგ დანას ლესავენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც პლატფორმასთან მოახლოვებულ მატარებელს უყურებენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები?

ისინი ფიქრობენ ბევრზე. თავიანთ წარსულზე, თავიანთ დაშვებულ შეცდომებზე და თავიანთ მომავალზე, რომელიც აღარ იქნება. ისინი წარმოიდგენენ, როგორ მოაშორებს სიკვდილი ტანჯვას და ყველა გასაჭირს. მაგრამ ისინი ნაკლებად ფიქრდებიან იმაზე, რა იქნება მათი სიკვდილის შემდეგ, როგორ იგრძნობენ თავს ადამიანები, რომელთათვისაც ისინი ძვირფასნი იყვნენ, ან რა მოუვათ მათ თვითონ?

სუიციდის დროს, ყოველთვის არ კვდები მომენტალურად. ჯოჯოხეთური ტკივილი, რომელსაც ვერ გააყუჩებ, გაძლევს დროს დაფიქრდე, საერთოდ რისთვის აკეთებ ამას? რატომ აწვალებ საკუთარ თავსაც და სხვებსაც? რას ჰქვია რატომ?! იმიტომ რომ ყველაფერი ხომ წინასწარაა გადაწყვეტილი _ ბედი წინასწარაა გაწერილი.
მაგრამ… იქნებ ეს ასე არაა?! იქნება მთელი ეს ნაწერი ბედზე შეიძლება შეცვალო იმით, რომ საკუთარ თავზე ხელი არ ჩაიქნიო მძიმე მომენტში?! ბედის გამოცნობა არ შეიძლება, მაგრამ ის შეიძლება შეცვალო!

ფიქრობენ თუ არა თვითმკვლელები, რომ მათ შეუძლიათ ცხოვრებაში რამის შეცვლა სიკვდილის გარეშე? არა, მათთვის ეს არგუმენტი უცხოა.

მათთვის არსებობს ერთი გამოსავალი, პრობლემების გადაწყვეტის ერთი გზა _ სუიციდი.

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან ვარდნისას?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები ბოძზე შეჯახებისას?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, ოდესაც ტაბლეტებს ყლაპავენ, ან ვენებში ჰაერი შეჰყავთ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც ვენებს იჭრიან?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც მათ სხეულზე მატარებელი მიჰქრის?

ისინი ფიქრობენ სხვადასხვაზე, მაგრამ ყველა მათგანი ტკივილს განიცდის…

***

ეძღვნება ჩემ მეგობარს.

20 ივნ. 1990 – 12 ნოე. 2015

Rest in peace dude… Rest in peace…😦

დაგვაკლდები…. უკვე გვაკლიხარ….

2 responses to “რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები…

  1. მარიამი December 4, 2015 at 7:36 PM

    სუიციდი ყოველთვს პრობლემების გადაწყვეტის არასწორი გზა არაა. ზოგჯერ სუიციდი მცდელობაა გაექცე ცარიელ ცხოვრებას, რომელშიც უბრალოდ არაფერს წარმოადგენ.
    ვწუხვარ მეგობრის გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: