ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

ტყეში სეირნობის ისტორია

 

ერთხელ, ტყეში ვსეირნობდი და დავინახე ჭა. მივედი მასთან, შევედი ლიფტში, დავჯექი ველოსიპედზე, დავქოქე მოტოციკლი და ბუმ! ჩემთან კონტროლიორი მოდის და მეუბნება:
_ დეიდა, დამითმე რა ადგილი.

მე კიდევ ვპასუხობ, რომ არ ვეწევი. ხოდა, ეს ბავშვი ეგრევე ტირილს იწყებს. მაგრამ მე არ დავბნეულვარ და სახეში მუშტი ვწყვიტე, მაგან კიდე მუხლზე ხელი წაივლო და ყვირილი ატეხა: “ააა ზურგი! ჩემი ზურგი!”
ჩემთვის ვფიქრობ, ამან რა, სულ გაუბერა? გამოვდივარ ამ ტრამვაიდან, ვხედავ, მარშრუტკა დგას. მივდივარ და ვეუბნები:
_ ცისფერი ვინსტონი და ნახევარი ლიტრი არაყი.
გამყიდველი გოგო “ბონდს” და ლუდს მაძლევს, ვიღებ ამ პრიმას და სამაგონს, და გავურბივარ პოლიციელებს. მაგრამ მეხანძრეები სასწრაფო დახმარების მანქანით მაინც მეწევიან! დამეწიენ და მეუბნება: “ხურდა დაგრჩათ”.
მოკლედ, ვიღებ ერთ კილო ვაშლს და მივდივარ ბაზარში სავაჭროდ. მიმაქვს, ვალაგებ დახლზე ბანანებს. ეგრევე ქალი მოდის, ყველა ფორთოხალს ყიდულობს და მეუბნება, რომ ზარდახშაში ჩავუწყო. მე კიდევ ვფიქრობ, ამას ხო არ აკლია, 20 საზამთრო ჩანთაში როგორ ჩავუწყო?! გამოვართვი ფული და წავედი სახლში.
მეტი ტყეში აღარ წავსულვარ… და აღარც სოკოებისთვის მიხლია ხელი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: