ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

სიკვდილი საავადმყოფოში

14079466_1275890875784645_3984179604650229798_n

(ავტ.: ნია ხაჭაპურიძე)

სიკვდილი ისეთია, რეანიმაციაში გარდაცვლილ ბავშვს ხელზე გუშინ სკოლაში მიღებული ათიანი რო ახატია.

ოდესმე დიიიიდი პოსტი უნდა დავწერო
ან წიგნი
საავადმყოფოების სიკვდილებზე
თვითონ საავადმყოფოს სიკვდილზე, რომელიც ცელიანი ჩონჩხი კიარა ძაალიან მშრალად საქმიანი ტიპია და ყველაზე კარგად იცის მედიცინა
ორგანიზმებზე, რომელთა პატრონებმაც უარი თქვეს მათზე და თავში ტყვია დაიხალეს რო სამუდამოდ და ძაალიან საგულდაგულოდ გაეფუჭებინათ მთელი ამხელა გეენიალური მექანიზმი-ორგანიზმი
და არცერთ ორგანიზმს არასდროს სიკვდილი არუნდა და ყვეეეეელაფერს გააკეთებს იმისთჳის რო გადარჩეს
ადამიანებს რაუნდათ არიციან
ორგანიზმებს სიცოცხლე უნდათ და თან სიცოცხლისთჳის საბრძოლველად არიან დაპროგრამებულები და თან სასიკვდილოდ

სიკვდილის პროცესზე, რომელიც თქვენწარმოიდგინეთ სულაც არარის ერთი წამი
ან ორი
დიიიიდიხანია
და შეგიძლია მონიტორზე უყურო
როგორ ჩამოდის ნელნელა პულსი
ეცემა წნევა
ბოლოს აღარ ისინჯება
მერე ადის ისევ პულსი
მერე ჩამოდის
და ასე წინდაუკან
სიკვდილი ისწამი კიარარი გული რო ჩერდება ან რავიციმე, ტვინიკვდება
წამი საერთოდ არარი
დიიდიპროცესია
და დიიდიხანი შეიძლება ეჯიკავო შენი შიშველი ხელებით და ამუშავო გული, რო იქნება უკან გამოსტაცო
დიიდიხანი
მთეელიღამე

აგონიურ სუნთქვაზე, რომელიც სამედიცინო წიგნებში მშრალად და საქმიანადაა აღწერილი როგორც პერიოდული ჩასუნთქვები ხრიალით
და სინამდვილეში ჰგავს უმწეო ორგანიზმის ბოოლო გაბრძოლებას
ცნობიერება და ადამიანდაკარგული ორგანიზმისა
იმიტორო ადამიანი არის ორგანიზმის ცნობიერება და არა ორგანოების წიკწიკით მუშაობა
ჰოდა ორგანიზმმმა ადამიანი დაკარგა, გაეთიშა, ხელიდან გაუცურდა და დარჩა თვითონ
და არშეუძლია ხმამაღლა იყვიროს მიშველეთო ან გაიქცეს, ან გაინძრეს ან რააამე ქნას
მარა შეუძლია სუნთქვა და ამ ხრიალით გაგებინებს რო ძააალიან ძალიან უჭირს სუნთქვაც კი და ძაალიან ძალიან უნდა რო გადარჩეს და გეხვეწები რამე ქენი, დიდხანს ვეღარ გაქაჩავს ასე

კიდე ბავშვებზე, რომლებზეც არანაირი იმედი აღარ არსებობს
ოფიციალურად ცოცხლები არიან, მარა არც არიან
და გგონია, ადამიანი, რომლის გადარჩენის შანსი აღარ არის, სხვანაირად უნდა გამოიყურებოდეს
აი არვიცი რანაირად
სხვანაირად
ამ ცხოვრების ნაწილს არ უნდა ჰგავდეს
მარა ამ ბავშვებს ზუუსტად ისეთივე ქოჩრები აქვთ, როგორც სხვა 9 წლის ბავშვებს ქუჩაში
ზუსტად ისეთივე პაჭუა ცხვირები, კეხიანი იქნება თუ არა საბოლოოდ, ჯერ რო არარის გადაწყვეტილი
ზუსტად ისეთი ყურები
კანჭები
ხელები
დაყვლეფილი მუხლები
აი სუუყველაფრით ჩვეულებრივი ბავშვები არიან
მარტო მზერა აქვთ დაკარგული
იყურებიან არსად
და ჰგვანან პატარა ჰუმანოიდ რბილ რობოტუნებს
უცნაურ, მზერადაკარგულ მუზეუმში რო შეიძლება ნახო
აი სუუყველაფერი როაქვთ რო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ისე იცხოვრონ, როგორც სხვებმა ქუჩაში
ზუსტად ერთიერთში სხვებისნაირად აწყობილი მექანიზმი-ორგანიზმი
მარა ვეღარასდროს ვერიქნებიან
იმიტორო აიასე უცებ ბრახ და ერთდღესაც ისეთირამე გაუფუჭდათ იმ ორგანიზმში
რო ჰუმანოიდ რობოტუნებად იქცნენ
და ვეღარასდროს შეკეთდებიან
მარა გარეგნულად კანჭები და ცხვირები და ქოჩრები და ყურები ზუუუსტად ჩვეულებრივი ბავშჳებისა აქვთ
რაღა მაგათ უნდა გაფუჭებოდათ
და რაუნდა პააატარა ქოჩრიან გაზაგრულკანჭებიან ორგანიზმში რამე საზიზღარ სიმსივნეს
ან ანევრიზმას ტვინში, რომელიც გასკდება
და დილას უბრალოდ თავატკიებული ბავშვი ნახევარსაათში ჰუმანოიდრობოტუნად იქცევა
აიარვიცი
წაარმოდგენა არმაქვს
ჰუმანოიდრობოტუნობის ფენომენი ვინ მოიფიქრა საერთოდ ან რის მიხედვით ხდებიან

მარა წიგნს როდავწერ მაგდროისთჳის ალბათ მოფიქრებული მექნება ჰო;დ
და ნამორიგევიც არვიქნები და აზრიანად დავწერ;დ

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: