ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Category Archives: მეცნიერება

რა სიჩქარით ვმოძრაობთ სამყაროში

1280px-planets2013-svg

თქვენ ზიხართ, წევხართ, ან დგახართ, კითხულობთ ამ სტატიას და ვერ გრძნობთ, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უზარმაზარი სიჩქარით ბრუნავს _ დაახლოვებით 1700 კმ/სთ ეკვატორზე. თუმცა, სიჩქარე არც ისე დიდად მოგვეჩვენება, თუ კმ/წმ-ში გადავიყვანთ. გამოვა 0.5 კმ/წმ _ ეს კი თითქმის არაფერია იმ სიჩქარეებს შორის, რომელიც ჩვენს გარშემო გვხვდება.

Read more of this post

6 მეცნიერული გამოცანა, რომელსაც ახსნა არა აქვს

1. პლაცებოს ეფექტი

Pills

პლაცებოს ეფექტის შესახებ ბევრს სმენია. ესაა როდესაც ადამიანს ზედიზედ რამდენიმე დღე აძლევენ მისთვის საჭირო წამალს და ის გრძნობს რომ უკეთესად ხდება. თუმცა შემდეგ, სამკურნალო საშუალების მაგივრად თუ რამე სხვა, აბსოლიტურად ნეიტრალურ ხსნარს მივცემთ, ის მაინც იტყვის, რომ გამოჯანმრთელებას აგრძელებს.

მსგავს შემთხვევებს მთელ მსოფიოში იცნობენ ექიმები. ამის ახსნის ძირითადი ჰიპოთეზა შემდეგია _ ტვინს რაღაც გზით შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგრამ როგორ _ უცნობია. სხვათაშორის, ეს ეფექტი შემჩნეულია თაგვებში და მაიმუნებშიც, ასე რომ პლაცებო ადამიანის გამოგონება არაა.

Read more of this post

ანაბელა კარდოზო. იტკ: კონტაქტი სხვა რეალობასთან? (პირადი გამოცდილება)

electronic voice phenomenon

Electronic Voice Phenomenon

ელექტრონული ხმოვანი ფენომენის თემის გაგრძელება:

ანაბელა კარდოზო _ პორტუგალიის გენერალური კონსული საფრანგეთის ალპურ რეგიონში _ რონაში. ამ მომენტში ცხოვრობს ლიონეში (საფრანგეთი). ტრანსკომუნიკაციით 1997 წლიდანაა დაკავებული.”ტრანსკომუნიკაციის ჟურნალის” (ITC Journal) მთავარი რედაქტორი.
Read more of this post

და შექნმა ღმერთმა ვირუსები…

ადამიანი და ვირუსი

…ხოლო მათგან ადამიანი.
Read more of this post

საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ

pushpak viman
ვიმანი

ინდურ ქალაქ ხაინდარაბადში შედგა მსოფლიო სიმპოზიუმი სახელად “მეცნიერება და ტექნიკა ძველ ინდოეთში”, სადაც განიხილავდნენ გასაოცარ საფრენ აპარატებს და იდუმალ ქალაქ მონხეჯო–დაროს, რომელიც უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღით იქნა გადამწვარი.

Read more of this post

სინათლეზე სწრაფად. თხუნელას სოროები

wormhole

სივრცის გაჭიმვის შემდეგ, სინათლის სიჩქარის ბარიერის გადალახვის მეორე საშუალებაა გავხლიჩოთ, ან გავხვრიტოთ სივრცე, ანუ გავიაროთ “თხუნელის სოროში” (იგივე ჭიის ხველში _ Wormhole), რომლებიც ორ სამყაროს აერთებენ. ლიტერატურაში “თხუნელის სოროები” პირველად მოიხსენია ოქსფორდის მათემატიკოსმა ჩარლზ დოჯსონმა, რომელმაც ფსევდონიმით, ლუის კეროლი, დაწერა ზღაპარი “ალისა სარკის მიღმა სამყაროში” (ორიგ.: Through the Looking-Glass, and What Alice Found There). ალისას სარკე ეს არის “ჭიის ხვრელი”, რომელიც აერთებს ოქსფორდს დიდ სასწაულებით სავსე სამყაროსთან. სარკეში ხელის გაწვდენის შემდეგ, ალისას თვალის დახამხამებაში შეუძლია გადაინაცვლოს ერთი სამყაროდან მეორეში. მათემატიკოსები მათ “მრავალჯერად დაკავშირებულ სივრცეებს” ეძახიან.

Read more of this post

საინტერესო ფაქტები სიზმრებზე

სურათი

ჰეჰ… რამდენი ხანია არაფერი ახალი არ დამიპოსტავს…
ან დრო არ მქონდა, ან საშუალება, ან კიდევ, უბრალოდ მეზარებოდა.
ხოდა ეხლა მგონი საინტერესო პოსტით უნდა დაგიბრუნდეთ.

მაშ ასე, საინტერესო ფაქტები ძილზე:

Read more of this post

ექტოპლაზმა

მინა კერდონი

ცოცხალის მსგავსი, მყარი ან აირული სუბსტანცია, რომელიც თითქოსდა გამოიყოფა მედიუმის სხეულიდან. სუბსტანციას შეუძლია ტრანსფორმირება კიდურებად, სახეებად და სულების სხეულებადაც.
ექტოპლაზმა თეთრი ფერისაა და ოზონის სუნი აქვს.

Read more of this post

სუპერვულკანი

ვულკანი

იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი ვულკანები კლავენ ათასობით ადამიანს და ანადგურებენ მთელს ქალაქებს, სუპერვულკანები პრეტენზიას მილიარდ სიცოცხლეზე და კონტინენტების დაცარიელებაზე აცხადებენ.

Read more of this post

კომპიუტერული ხმების ფენომენი: ელექტრონული ხმოვანი ფენომენის ჩაწერის მულტიტრეკული მეთოდი.

a

ვაგრძელებ ელექტრონულ ხმოვან ფენომენზე პოსტების დადებას. ამჯერად პოსტში განხილულია ეხფ–ის ჩაწერა კომპიუტერის მეშვეობით. სიმართლე გითხრათ რომ წავიკითხე გარკვევა გამიჭირდა ცოტა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ადამიანი,  რომელიც აუდიო პროგრამებში ერკვევა, ადვილად გაარკვევს რა წერია აქ და რაზეა საუბარი.

Read more of this post