ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Category Archives: რელიგია/ოკულტიზმი

გოგო და ბიჭი

8111117-portrait-of-a-boy-and-a-girl-in-the-autumn-park

ბაღში გოგო და ბიჭი ისხდნენ და ერთმანეთს სიყვარულით უცქერდნენ.
“გაღმერთებ ჩემო ანგელოზო” – უთხრა გოგოს ბიჭმა.
გოგომ აუხსნა რომ ორი მთავარანგელოზი, გაბრიელი და მიქაელი მამრობითი სქესის არიან და მათი გაიგივება მდედრთან, მითუმეტეს ჩვეულებრივი გოგოს წარმოდგენა როგორც ღმერთის და მთლად უარესი – ანგელოზის გაღმერთება, როგორც იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე მდგომის, მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
ბიჭმა 500 ლარი ჯარიმა გადაიხადა და ახლა სულ სხვანაირი სიტყვებით მიმართავს გოგონას.

<<ავტორი მე არ გახლავართ. ფეისბუქზე წავაწყდი და მოვიპარე >>

Advertisements

ვამპირების ბიბლია

და გამოდიოდნენ ისინი დღისით სახლებიდან ხის გათლილი შუბებით და ჯვრებით და სურდათ, შეეპყროთ ის, ვინც შეიცნო სისხლი. და გაურკვევლად დაეხეტებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც ემსახურებოდნენ მას, რომელიც ეზიარა სისხლს და მისი მონები იმალებოდნენ ამაოდ მაძებარ მაცხოვრებლებს შორის და ურევდნენ აზრებს და არასწორ გზაზე მიანიშნებდნენ, და როდესაც დგებოდა ღამე, ვერ ასწრებდნენ ადამიანები თავიანთი სახლის სახურავის ქვეშ დამალვას და ესმოდათ ტყის შუაგულიდან სიცილი მისი, ვინც სისხლს ეზიარა, და მოდიოდა ის და მონები თაყვანს სცემდნენ და იცინოდა ის და ჭკუიდან იშლებოდა ხალხი, ხოლო უკანასკნელს, რომელსაც გონება შერჩებოდა, სისხლს ნაზიარები უბრძანებდა, მიეყვანა მისთვის სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა, რადგან დიდი იყო მათი დანაშაული, რადგან სურდათ მისი დღის თავშესაფრის პოვნა, სხვაგვარად, იმუქრებოდა ის, რომელმაც შეიცნო სისხლი, მოვა ღამით სოფელში და მისი ნაბიჯები იქნება ნაბიჯები თავად საშინელებისა, მისი შეხება იქნება მარადიულობის შეხება, მისი თვალები კი იქნება უძველესთა თვალები, ვისაც სძინავს, სადაც ადრე მათ მსხვერპლს სწირავდნენ.

ევანგელია ლამექისა (თავი 6, გვერდი 7:3)

Read more of this post

მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის გარდაცვალებისას

angel of death

დასაფლავება _ ეს დიდი მწუხარების მომენტია ერთთათვის, ხოლო ვინმესთვის შესაძლოა სხვისთვის  ცუდის გაკეთების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდეს. წყევლების და ჯადოების ძალიან დიდი ნაწილი კეთდება იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც დასაფლავება იძლევა.  ცოცხალი ადამიანის სურათის კუბოში ჩადებაც კი უკვე სერიოზული გავლენის მოხდენას შეძლებს სურათის მეპატრონეზე. ამიტომაც არაა საჭირო უცხო ხალხის ყოფნა დასაფლავებაზე.  მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ისინი აქტიურად ტრიალებენ სასახლის გარშემო.

Read more of this post

ხედი სარკის მიღმა სამყაროდან

mirror

სარკე დიდი ხანია მკითხაობის, თუ სხვა მაგიური რიტუალების ერთ-ერთ ძირითად ატრიბურად ითვლება. მათზე ასევე უამრავი ლეგენდაც არსებობს. ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ იმას, რომ მათში პერიოდულად წარსულის, მომავლის, ან  ასობით კილომეტრით დაშორებული აწმყოს გამოსახულებები ჩნდება ხოლმე, ვერსად გავექცევით. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში საკმოდ ხშირად გვხვდება. მაგრამ აქამდე არ ვიცით ვინ მოდის და გვიყურებს სარკის მიღმა სამყაროდან და რატომ აქვს მას თვისება გავლენა იქონიოს ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე.

Read more of this post

ანაბელა კარდოზო. იტკ: კონტაქტი სხვა რეალობასთან? (პირადი გამოცდილება)

electronic voice phenomenon

Electronic Voice Phenomenon

ელექტრონული ხმოვანი ფენომენის თემის გაგრძელება:

ანაბელა კარდოზო _ პორტუგალიის გენერალური კონსული საფრანგეთის ალპურ რეგიონში _ რონაში. ამ მომენტში ცხოვრობს ლიონეში (საფრანგეთი). ტრანსკომუნიკაციით 1997 წლიდანაა დაკავებული.”ტრანსკომუნიკაციის ჟურნალის” (ITC Journal) მთავარი რედაქტორი.
Read more of this post

და შექნმა ღმერთმა ვირუსები…

ადამიანი და ვირუსი

…ხოლო მათგან ადამიანი.
Read more of this post

საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ

pushpak viman
ვიმანი

ინდურ ქალაქ ხაინდარაბადში შედგა მსოფლიო სიმპოზიუმი სახელად “მეცნიერება და ტექნიკა ძველ ინდოეთში”, სადაც განიხილავდნენ გასაოცარ საფრენ აპარატებს და იდუმალ ქალაქ მონხეჯო–დაროს, რომელიც უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღით იქნა გადამწვარი.

Read more of this post

ღმერთი და მორწმუნე

მორწმუნე

ესაა რუსული ანეკდოტის ქართული ვერსია ჩემ მიერ ნათარგმანები. ქართული ვერსიაც მგონი კარგი გამოვიდა, მარა რუსულს ვერ შეედრება, ამიტომ ვინც რუსული იცით ჯობია ორიგინალი წაიკითხოთ, რომელიც ეგრევე მოსდევს ქართულ ნაწერს.

Read more of this post

კატები მითოლოგიაში

cat

ძველეგვიპტურ მითოლოგიაში კატას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკავა. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, მზის ღმერთი რა გადაიქცა კატად გველ აპოპთან _ ბნელი ძალების მბრძანებელთან საბრძოლველად.
Read more of this post

ჯოჯოხეთის გეოგრაფია

Hell

ჯოჯოხეთის კარიბჭე

რელიგიური სწავლებების თანახმად, ცოდვილების სულები სიკვდილის შემდეგ ხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც ისინი განწირულნი არიან იტანჯონ საუკუნოდ. ჯოჯოხეთი მიწისქვეშეთშია. ზოგიერთ წინასწარმეტყველს და ნათელმხილველს ჰქონდა ჯოჯოხეთის ხედვის შესაძლებლობა. საეკლესიო მამები და მწერლები ცდილობდნენ აღეწერათ ეს საშინელი ადგილი თავიანთ ნაწარმოებებში.
Read more of this post