ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

დაკარგული ვიდეო

ეს ისტორია იმიტომაა ღირებული, რომ მასში, როგორც ამბობენ, ერთი წვეთი ტყუილი არ ურევია _ ყველაფერი ხდებოდა და ამ მომენტშიც ხდება ჩვენს რეალობაში _ დიახ, დიახ… ზუსტად იმაში, რომელშიც ვცხოვრობთ.  თვითონ ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება უკვე დარტყმის ქვეშ აყენებს იმ ადამიანს, ვინც ამას ყვება და იმათაც, ვისაც ეს დააინტერესებს და დაიწყებენ ამ ვიდეოს ძებნას ინტერნეტში. მაშ ასე, დავიწყოთ მოყოლა.

Read more of this post

Advertisements

მერფის კანონები სამხედროებისთვის

თუ პირველივე ცდაზე ვერ მიაღწევ წარმატებას, გამოიძახე საჰაერო მხარდაჭერა

1. შენ არ ხარ სუპერმენი

2. თუ რასაც აკეთებ სულელურია, მაგრამ ამართლებს, ესეიგი ეს სულაც არაა სულელური.

3. ნუ იქნები გამორჩეული, ამით მოწინააღმდეგის ცეცხლ მიიზიდავ.

4. ნუ მიიზიდავ შენზე მოწინააღმდეგის ცეცხლს, ეს აღიზიანებს შენს გარშემომყოფ ხალხს.

5. ნურასოდეს შეგეპარება ეჭვი _ ბოლომდე მიაცალე მჭიდი.

Read more of this post

ვამპირების ბიბლია

და გამოდიოდნენ ისინი დღისით სახლებიდან ხის გათლილი შუბებით და ჯვრებით და სურდათ, შეეპყროთ ის, ვინც შეიცნო სისხლი. და გაურკვევლად დაეხეტებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც ემსახურებოდნენ მას, რომელიც ეზიარა სისხლს და მისი მონები იმალებოდნენ ამაოდ მაძებარ მაცხოვრებლებს შორის და ურევდნენ აზრებს და არასწორ გზაზე მიანიშნებდნენ, და როდესაც დგებოდა ღამე, ვერ ასწრებდნენ ადამიანები თავიანთი სახლის სახურავის ქვეშ დამალვას და ესმოდათ ტყის შუაგულიდან სიცილი მისი, ვინც სისხლს ეზიარა, და მოდიოდა ის და მონები თაყვანს სცემდნენ და იცინოდა ის და ჭკუიდან იშლებოდა ხალხი, ხოლო უკანასკნელს, რომელსაც გონება შერჩებოდა, სისხლს ნაზიარები უბრძანებდა, მიეყვანა მისთვის სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა, რადგან დიდი იყო მათი დანაშაული, რადგან სურდათ მისი დღის თავშესაფრის პოვნა, სხვაგვარად, იმუქრებოდა ის, რომელმაც შეიცნო სისხლი, მოვა ღამით სოფელში და მისი ნაბიჯები იქნება ნაბიჯები თავად საშინელებისა, მისი შეხება იქნება მარადიულობის შეხება, მისი თვალები კი იქნება უძველესთა თვალები, ვისაც სძინავს, სადაც ადრე მათ მსხვერპლს სწირავდნენ.

ევანგელია ლამექისა (თავი 6, გვერდი 7:3)

Read more of this post

შეგიძლიათ თუ არა ადამიანის მოკვლა?

 

აირჩიეთ ხე და გააგრძელეთ კითხვა

Read more of this post

ჩემი ბავშვობის მეგობარი ძაღლები

ჩეთვის მძიმეა ამისი წერა. თუ რატომ, თანდათან მიხვდებით.

89-ში დავიბადე და 90-იანების გაჭირვებაში ვიზრდებოდი ბევრ ჩემ თანატოლთან ერთად. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა  მათთან თამაშიც.

დღეს წარმოგიდგენიათ რომელიმე ნორმალური მშობელი, ვინც თავის 5-10 წლის ბავშვს ეზოში გაუშვებს, ეცოდინება, რო იქ ქუჩის ძაღლებთან თამაშობს, თან ამის ნებასაც დართავს და არც ინერვიულებს? ჩემ დროს, ჩემ ეზოში ეს ნორმალური ამბავი იყო. მეც ალბათ ბავშვებთან თამაშზე უფრო მეტად ეზოს “დვარნიაშკებთან” ვთამაშობდი.

Read more of this post

ყველა ზოდიაქოს ნიშნის პლუსები და მინუსები

არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალობას. ჩემი ეგაა. თქვენებზე თქვენთვითონ გადაწყვიტეთ :>

  • ვერძი:

პლუსები:

+ დაბადების დღე გაზაფხულზე

+ იმპულსური

+ ემოციური

მინუსები:

– ფეთქებადი ხასიათი

– ეჭვიანი

– აგრესიული (ჯობია არც ეცადოთ მასთან კამათს)

Read more of this post

ფილმებს რომ უკუღმა ვუყუროთ

თუ “გოძილას” უკუღმა ვუყურებთ, ეს იქნება ფილმი გიგანტურ მონსტრზე, რომელიც ქალაქის ნანგრევებიდან აშენებაში ეხმარება ხალხს, შემდეგ კი მთვარის სიარულით (moonwalk) მიდის ზღვაში.

“ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიას” თუ ვუყურებთ უკუღმა, ეს იქნება ფილმი უბრალო ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს და ბერდება.

Read more of this post

წერილი “ბლანდინკა” დედისგან, “ბლანდინკა” შვილს

გამარჯობა ნინო! შენ თუ ეს წერილი მიიღე, ესეიგი მოაღწია შენამდე. თუ ვერ მიიღე, გამაგებინე და თავიდან მოგწერ. მე ნელა ვწერ, იმიტომ რომ ვიცი შენ ჩქარა ვერ კითხულობ.

Read more of this post

ლეკვის 10 თხოვნა მომავალ პატრონს / ძაღლის მომავალი პატრონის 10 მცნება

puppy

1. მე სულ რაღაც 10-15 წელი ვიცოცხლებ. შენთან ყოველი განშორება ჩემთვის მტკივნეული იქნება. იფიქრე ამაზე მანამ სანამ მიყიდი. Read more of this post

ციმბირული ჰასკი

panda

პანდა

როდესაც ოქროსფერ რეტრივერზე ვწერდი პოსტს, იქ დავწერე

საწყალ ჰასკებს რო ყიდულობენ და სახლებში ჰყავთ, მეცოდენიან ხოლმე

მაგრამ ეხლა მეთვითონ ვარ ჰასკის ბედნიერი მფლობელი. და მინდა გითხრათ რო ჩემი ჰასკიც მშვენივრად გრძნობს სახლში თავს. ჩვენ აგერ უკვე თითქმის 2 თვეა ერთად ვცხოვრობთ, გვძინავს, ვჭამთ, ვსეირნობთ დილა-საღამოს და ნებისმიერ ამინდშიც. ერთხელ გამოფენაზეც ვიყავით მარა როგორც დამთვალიერებლები და არა როგორც მონაწილეები. ამ ჩვენი გასეირნებების დროს, არამარტო სხვადასხვა ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებსაც ვხვდებით ხოლმე, რომელთაგანაც ბევრი უბრალოდ შეხედვით არ კმაყოფილდება, მოდის ჩვენთან და ათას კითხვას გვისვამს. მარა 100 კაციდან რომლებიც ჰასკის დაინახავენ და დაიძახებენ:
_ “ვაა! რა ლამაზი ძაღლია”, 90 კაცი შემდეგ კითხვას ამას სვამს:
_ “ლაიკაა ხო?”

_ “არა, ციმბირული ჰასკი” ვუპასუხებთ 90-ვეჯერ. 7 კაცი იკითხავს, რო გერმანული ნაგაზია, ან მგელ-ძაღლა…ხოლო ის 3 კაცი ვისაც არც ლაიკა ეგონება, არც გერმანული ნაგაზი და არც მგელ-ძაღლა, იტყვიან:
_ “რა ლამაზი ძაღლია, ჰასკია ხო?”, ეს სამი ადამიანი გაკვირვების და სიხარულის გამო გვამახსოვრდება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესენიც ჰასკის უბრალოდ ზედაპირულად იცნობენ.

იმათთვის, ვინც ჟურნალის ყდაზე ნახავს ჰასკის და იტყვის “რა ლამაზი ძაღლია!”, ასევე მათთვის ვისაც ოდესმე შევხვედრივართ და შევხვდებით გარეთ, ამ პოსტით ყველა კითხვაზე ვუპასუხებთ.

მაშ ასე, 100 კაცი და მათ კითხვებზე ჩვენი პასუხები

Read more of this post