ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: ანგელოზი

გოგო და ბიჭი

8111117-portrait-of-a-boy-and-a-girl-in-the-autumn-park

ბაღში გოგო და ბიჭი ისხდნენ და ერთმანეთს სიყვარულით უცქერდნენ.
“გაღმერთებ ჩემო ანგელოზო” – უთხრა გოგოს ბიჭმა.
გოგომ აუხსნა რომ ორი მთავარანგელოზი, გაბრიელი და მიქაელი მამრობითი სქესის არიან და მათი გაიგივება მდედრთან, მითუმეტეს ჩვეულებრივი გოგოს წარმოდგენა როგორც ღმერთის და მთლად უარესი – ანგელოზის გაღმერთება, როგორც იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე მდგომის, მისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.
ბიჭმა 500 ლარი ჯარიმა გადაიხადა და ახლა სულ სხვანაირი სიტყვებით მიმართავს გოგონას.

<<ავტორი მე არ გახლავართ. ფეისბუქზე წავაწყდი და მოვიპარე >>

ჯოჯოხეთის გეოგრაფია

Hell

ჯოჯოხეთის კარიბჭე

რელიგიური სწავლებების თანახმად, ცოდვილების სულები სიკვდილის შემდეგ ხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც ისინი განწირულნი არიან იტანჯონ საუკუნოდ. ჯოჯოხეთი მიწისქვეშეთშია. ზოგიერთ წინასწარმეტყველს და ნათელმხილველს ჰქონდა ჯოჯოხეთის ხედვის შესაძლებლობა. საეკლესიო მამები და მწერლები ცდილობდნენ აღეწერათ ეს საშინელი ადგილი თავიანთ ნაწარმოებებში.
Read more of this post