ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: ზღაპარი

საბავშვო ზღაპრების საშინელი ორიგინალები

zombie ariel

დღეს ბევრი ძველი ხალხური თქმულება გადაკეთებული და გაკეთილშობილურებულია. ისინი კი, რომლებმაც დისნეის ხელში გამოიარეს, აუცილებლად ჰეფი ენდით “აღიჭურვნენ.
სინამდვილეში, ბევრმა არ იცის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი საბავშვო ზღაპრები, ისეთები როგორებიცაა წითელქუდა, კონკია, ფიფქია, თავდაპირველად სულაც არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის ძილის წინ მოსაყოლად. ეს  შემზარავი  და ათასი საზიზღარი სისხლიანი დეტალის შემცველი ისტორიები იყო.
გაინტერესებთ, როგორი იყო ბევრი ხალხური თუ ცნობილი ავტორის ზღაპარი თავიდან _ ცენზურის და სხვა კორექტურის გარეშე? მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

Read more of this post

სინათლეზე სწრაფად. თხუნელას სოროები

wormhole

სივრცის გაჭიმვის შემდეგ, სინათლის სიჩქარის ბარიერის გადალახვის მეორე საშუალებაა გავხლიჩოთ, ან გავხვრიტოთ სივრცე, ანუ გავიაროთ “თხუნელის სოროში” (იგივე ჭიის ხველში _ Wormhole), რომლებიც ორ სამყაროს აერთებენ. ლიტერატურაში “თხუნელის სოროები” პირველად მოიხსენია ოქსფორდის მათემატიკოსმა ჩარლზ დოჯსონმა, რომელმაც ფსევდონიმით, ლუის კეროლი, დაწერა ზღაპარი “ალისა სარკის მიღმა სამყაროში” (ორიგ.: Through the Looking-Glass, and What Alice Found There). ალისას სარკე ეს არის “ჭიის ხვრელი”, რომელიც აერთებს ოქსფორდს დიდ სასწაულებით სავსე სამყაროსთან. სარკეში ხელის გაწვდენის შემდეგ, ალისას თვალის დახამხამებაში შეუძლია გადაინაცვლოს ერთი სამყაროდან მეორეში. მათემატიკოსები მათ “მრავალჯერად დაკავშირებულ სივრცეებს” ეძახიან.

Read more of this post