ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: თვითმფრინავი

SR-71-ის ტროლი ეკიპაჟი

სრ-71

ბევრი ისეთი რამე იყო, რასაც ამ თვითმფრინავით  ვერ გააკეთებდი _ იხსენებს SR-71-ის პილოტი _ მაგრამ “უბანში” ყველაზე სწრაფი ტიპები ვიყავით და ჩვენი მეგობარი ავიატორებისთვის ამის შეხსენება გვიყვარდა.

Read more of this post

მისია გერმანიაში

YF-23

YF_23

ზაფხულის თბილი ღამე იყო. ღრუბლის პატარა ნაგლეჯიც კი არ იყოვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, მაგრამ მაინც ბნელოდა. მთვარე არსად ჩანდა. ღამის სიბნელის საფარქვეშ უახლესი ავაიაგამანადგურებლებით დაკომპლექტებული ავია რგოლი აფრენისთვის ემზადებოდა. რგოლს მე ვმეთაურობდი. Read more of this post

გრემლინი

gremlin

გრემლინი. სურათი ფილმიდან "გრემლინები".

მანქანაში ახალთახალი აკუმულატორი დაგიჯდათ? უეცრად გაგეჭედათ მუხრუჭის სატერფული (პედალი)? შეხებისთანავე მოტყდა უკანა ხედვის სარკე? მაგნიტიფონი მხოლოდ ხრიალებს და შრიალებს?..

მეტიც, ბინაში შესვლისას თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ყველა ნათურა გადაიწვა, თანაც ყველა ოთახში ერთდროულად? სარეცხმა მანქანამ ნახევარი ბინა დატბორა? ტელევიზორმა ხრიალა ხმით და დამწვრის სუნით შეგატყობინათ რომ მუშაობაზე უარს აცხადებს? საყვარელი ლუდი გახსნილი, გამთბარი და გაფუჭებული დაგხვდათ? ესეიგი თქვენ არ გაგიმართლათ და თქვენი სახლი გრემლინს ამოურჩევია თავის ახალ სათამაშოდ.

სავარაუდოდ, წინა მსხვერპლს უკვე ნევროზი აჰკიდა და სანამ ის მკურნალობდა გრემლინი სრულიად მარტოკა აღმოჩნდა. გრემლინებს კი სიმარტოვე ძალიან ცუდად გადააქვთ. ამიტომ, მას მობეზრდებოდა მოწყენილობა და ახალი გასართობის ძიებაში როგორღაც თქვენ გადაგეყარათ. შემთხვევითი იყო თუ არა მისი არჩევანი, ამ მომენტიდან თქვენთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენი ტექნიკა ჭკუიდან შეიშლება და თქვენი ძირითადი ამოცანა იქნება, მათ ბედი არ გაიზიაროთ.

Read more of this post

გაბრწყინებული საქართველო

georgia

ჯორჯიის თვითაღიარებული რესპუბლიკა -))

 

ვინც წაიკითხეთ პოსტი “ქართველები რომ 50 000 000 ვიყოთ” და მოგეწონათ, მაშინ ესეც მოგეწონებათ. როგორც წყარო იტყობინება 4-5 წლის წინანდელი პრიკოლია. სამწუხაროდ ავტორი ჩემთვის უცნობია.
ვისაც არ წაგიკითხავთ ზემოთხსენებული პოსტი, დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ წაკითხავთ 🙂

ახალი 2015 წლის ღამეს პაატა ბიწაძე ვაკეში თავის ეზოში გავიდა და სამჯერ გაისროლა ჰაერში თავისი ორლულიანი თოფიდან. მასთან ერთად კიდევ ასი ათასობით თბილისელმა გაისროლა. ერთდროული ზალპებისგან მის სახლთან კლდეს ნაწილი ჩამოსტყდა და ფეიერვერკებმა მასზე გაჩენილი ნაპრალი გაანათეს, რომლის შიგნითაც რაღაც ბზინავდა. შედეგად ოქროს ამ საბადოს “პაატას ბედია” ეწოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი ვაკის ოქროს საბადო.

2015 წლის 15 მაისს რაფიკ ბაგდასარიანი ავლაბარში თავისი სახლის ეზოში გამოვიდა ნაძვის გადასაგდებად. უეცრად მას გაზის სუნი მოუვიდა. მან ყნოსვა დაიწყო და შენიშნა, რომ გაზის სუნი ყველაზე ძალიან ასფალტში გაჩენილ ბზართან იგრძნობოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლოშ ცნობილი ავლაბრის გაზის საბადო.

2015 წლის 28 ივლისს გივი ვაშაყიძემ ნუცუბიძის პლატოზე თავის ოროთახიან ბინაში ონკანი მოუშვა. ის არც კი ელოდა რომ იქიდან წყალი წამოვიდოდა, მაგრამ ონკანი ახმაურდა და იქიდან ბლანტმა შავმა სითხემ დაიწყო დენა. ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი საბურთალოს ნავთობსაბადო.

2015 წლის შემოდგომაზე, როდესაც მუსა აზიზოვი სახლში ბრუნდებოდა, ჩავარდა მე-3 მასივში მის სახლთან ამოთხრილ ქვაბულში (კატლოვანში). ამოძრომისას მუსამ თავის ფეხქვეშ აღმოაჩინა რაღაც მბზინავი. მან აიღო გამჭვირვალე შუშისმაქვარი ქვა, რომელიც ალმასი აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად “მე-3 მასივის ვარსკვლავი” ეწოდა. სწორედ ასე აღმოაჩინეს დღეისათვის მსოფლიოში ცნობილი მე-3 მასივის ალმასის საბადოები.

გავიდა ათი წელი.

Read more of this post

საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ

pushpak viman
ვიმანი

ინდურ ქალაქ ხაინდარაბადში შედგა მსოფლიო სიმპოზიუმი სახელად “მეცნიერება და ტექნიკა ძველ ინდოეთში”, სადაც განიხილავდნენ გასაოცარ საფრენ აპარატებს და იდუმალ ქალაქ მონხეჯო–დაროს, რომელიც უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღით იქნა გადამწვარი.

Read more of this post

აღლუმი 2010

26 მაისი

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბევრს ატრაკებდა, მიშას აღლუმს არ ჩავატარებინებო, ის მაინც ჩატარდა და რამდენადაც მე ვიცი, არც არავის გაუპროტესტებია და არც არავის ჰქონია მისი ჩაშლის მცდელობა.

Read more of this post

ПАК ФА vs. F-22 Raptor

pak-fa

რუსული წარმოების მე5 თაობის ავიაგამანადგურებლის საცდელი ნიმუში ПАК ФА (Перспективный Авиационный Комплекс Фронтовой Авиации _ საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი) ამა წლის 29 იანვარს აფრინდა პირველად. მასზე “სუხოის” საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობს («КБ Сухой»)

Read more of this post

ომი. ჩემი განვლილი გზა

კაცი

7 აგვისტო. ერთი ჩვეულებრივი დღე. თითქმის ორი კვირაა გასული მას შემდეგ რაც მეორედ ვიყავი გაწვეული რეზერვში. ვზივარ სახლში და ფორუმზე თემებს ვათვალიერებ. თემა სათაურით: “ხალხო რა ხდება?!”. ვინტერესდები. შევდივარ. ვკითხულობ.
Read more of this post

ჩვენი დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტ(ებ)ი

UFO

12 აგვისტო. 2009 წელი.
მე და კიდე 2 მეგობარი უკვე რამდენიმე დღეა იპოდრომზე ვიკრიბებით, ავდივართ “ჩვენს ადგილას” და რაღაცეებს ვბაზრობთ. ფულიც არ გვაქვს იმდენი რომ რამე წესიერი ვიყიდოთ.  12 აგვისტოც ერთ ჩვეულებრივი დღე იქნებოდა რომ არა შემდეგი:

Read more of this post