ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: სიკვდილი

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები…

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც სახურავის ნაპირზე დგანან და სუფთა, ცივ ჰაერს სუნთქავენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც უკანასკნელად მიჰქრიან მოტოციკლით 220 კმ/სთ სიჩქარით ღამე, ქალაქის ცარიელ ქუჩებში?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც ტაბლეტებს, ან შპრიცებს ყიულობენ აფთიაქში?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც სახლში ყველაზე კარგ დანას ლესავენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები, როდესაც პლატფორმასთან მოახლოვებულ მატარებელს უყურებენ?

რაზე ფიქრობენ თვითმკვლელები?

Read more of this post

საბავშვო ზღაპრების საშინელი ორიგინალები

zombie ariel

დღეს ბევრი ძველი ხალხური თქმულება გადაკეთებული და გაკეთილშობილურებულია. ისინი კი, რომლებმაც დისნეის ხელში გამოიარეს, აუცილებლად ჰეფი ენდით “აღიჭურვნენ.
სინამდვილეში, ბევრმა არ იცის, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი საბავშვო ზღაპრები, ისეთები როგორებიცაა წითელქუდა, კონკია, ფიფქია, თავდაპირველად სულაც არ იყო განკუთვნილი ბავშვებისთვის ძილის წინ მოსაყოლად. ეს  შემზარავი  და ათასი საზიზღარი სისხლიანი დეტალის შემცველი ისტორიები იყო.
გაინტერესებთ, როგორი იყო ბევრი ხალხური თუ ცნობილი ავტორის ზღაპარი თავიდან _ ცენზურის და სხვა კორექტურის გარეშე? მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

Read more of this post

პატარა ანანო

EKG

EKG

1. -რატოა პატარა ანანოს საფლავი 10 მეტრიანი?
-იმიტომ რომ სატვირთო მანქანასთან ერთად დამარხეს.

2. -რატო ისმის პატარა ანანოს საფლავიდან მუსიკის ხმა?
-იმიტომ რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ანანოს გატანისას რადიოს უსმენდა.

3. -რა აშორებს პატარა ანანოს და პატარა გიკუნას?
-3 საფლავი.

Read more of this post

ვამპირების ბიბლია

და გამოდიოდნენ ისინი დღისით სახლებიდან ხის გათლილი შუბებით და ჯვრებით და სურდათ, შეეპყროთ ის, ვინც შეიცნო სისხლი. და გაურკვევლად დაეხეტებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც ემსახურებოდნენ მას, რომელიც ეზიარა სისხლს და მისი მონები იმალებოდნენ ამაოდ მაძებარ მაცხოვრებლებს შორის და ურევდნენ აზრებს და არასწორ გზაზე მიანიშნებდნენ, და როდესაც დგებოდა ღამე, ვერ ასწრებდნენ ადამიანები თავიანთი სახლის სახურავის ქვეშ დამალვას და ესმოდათ ტყის შუაგულიდან სიცილი მისი, ვინც სისხლს ეზიარა, და მოდიოდა ის და მონები თაყვანს სცემდნენ და იცინოდა ის და ჭკუიდან იშლებოდა ხალხი, ხოლო უკანასკნელს, რომელსაც გონება შერჩებოდა, სისხლს ნაზიარები უბრძანებდა, მიეყვანა მისთვის სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა, რადგან დიდი იყო მათი დანაშაული, რადგან სურდათ მისი დღის თავშესაფრის პოვნა, სხვაგვარად, იმუქრებოდა ის, რომელმაც შეიცნო სისხლი, მოვა ღამით სოფელში და მისი ნაბიჯები იქნება ნაბიჯები თავად საშინელებისა, მისი შეხება იქნება მარადიულობის შეხება, მისი თვალები კი იქნება უძველესთა თვალები, ვისაც სძინავს, სადაც ადრე მათ მსხვერპლს სწირავდნენ.

ევანგელია ლამექისა (თავი 6, გვერდი 7:3)

Read more of this post

შეგიძლიათ თუ არა ადამიანის მოკვლა?

 

აირჩიეთ ხე და გააგრძელეთ კითხვა

Read more of this post

ჩემი ბავშვობის მეგობარი ძაღლები

ჩეთვის მძიმეა ამისი წერა. თუ რატომ, თანდათან მიხვდებით.

89-ში დავიბადე და 90-იანების გაჭირვებაში ვიზრდებოდი ბევრ ჩემ თანატოლთან ერთად. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა  მათთან თამაშიც.

დღეს წარმოგიდგენიათ რომელიმე ნორმალური მშობელი, ვინც თავის 5-10 წლის ბავშვს ეზოში გაუშვებს, ეცოდინება, რო იქ ქუჩის ძაღლებთან თამაშობს, თან ამის ნებასაც დართავს და არც ინერვიულებს? ჩემ დროს, ჩემ ეზოში ეს ნორმალური ამბავი იყო. მეც ალბათ ბავშვებთან თამაშზე უფრო მეტად ეზოს “დვარნიაშკებთან” ვთამაშობდი.

Read more of this post

ფილმებს რომ უკუღმა ვუყუროთ

თუ “გოძილას” უკუღმა ვუყურებთ, ეს იქნება ფილმი გიგანტურ მონსტრზე, რომელიც ქალაქის ნანგრევებიდან აშენებაში ეხმარება ხალხს, შემდეგ კი მთვარის სიარულით (moonwalk) მიდის ზღვაში.

“ბენჯამინ ბატონის უცნაურ ისტორიას” თუ ვუყურებთ უკუღმა, ეს იქნება ფილმი უბრალო ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს და ბერდება.

Read more of this post

მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის გარდაცვალებისას

angel of death

დასაფლავება _ ეს დიდი მწუხარების მომენტია ერთთათვის, ხოლო ვინმესთვის შესაძლოა სხვისთვის  ცუდის გაკეთების ყველაზე ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდეს. წყევლების და ჯადოების ძალიან დიდი ნაწილი კეთდება იმ შესაძლებლობების გამოყენებით, რომელსაც დასაფლავება იძლევა.  ცოცხალი ადამიანის სურათის კუბოში ჩადებაც კი უკვე სერიოზული გავლენის მოხდენას შეძლებს სურათის მეპატრონეზე. ამიტომაც არაა საჭირო უცხო ხალხის ყოფნა დასაფლავებაზე.  მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ისინი აქტიურად ტრიალებენ სასახლის გარშემო.

Read more of this post

ხედი სარკის მიღმა სამყაროდან

mirror

სარკე დიდი ხანია მკითხაობის, თუ სხვა მაგიური რიტუალების ერთ-ერთ ძირითად ატრიბურად ითვლება. მათზე ასევე უამრავი ლეგენდაც არსებობს. ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ იმას, რომ მათში პერიოდულად წარსულის, მომავლის, ან  ასობით კილომეტრით დაშორებული აწმყოს გამოსახულებები ჩნდება ხოლმე, ვერსად გავექცევით. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში საკმოდ ხშირად გვხვდება. მაგრამ აქამდე არ ვიცით ვინ მოდის და გვიყურებს სარკის მიღმა სამყაროდან და რატომ აქვს მას თვისება გავლენა იქონიოს ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე.

Read more of this post

ხელშეკრულება

contract

 
მოცემული შემდეგი ხელშეკრულება ფორმდება ______________________სა, შემდეგში საყვარელი ქალი, და ____________________, შემდეგში ბინძური ცხოველი, შორის და შეიცავს:

1. მოლაპარაკების საგანი.

1.1. მოცემული ხელშეკრულება არეგულირებს პირად ურთიერთობებს საყვარელ ქალთსა და ბინძურ ცხოველს შორის.

Read more of this post