ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: სკოლა

როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს

წინასიტყვაობა: საინტერესო, დამაფიქრებელი და ძალიან მნიშვნელოვანი სტატიაა, რომელიც ჩავთვალე, რომ უნდა გამეზიარებინა, რათა ბევრმა ნახოს. თქვენც თუ გააზიარებთ _ კიდევ უკეთესი.

«ბავშვებისადმი სიყვარული, როგორც ასეთი, არ არსებობს» – როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს

ანდრეი მეტელსკი

«რა ცუდი თაობა წამოვიდა», — ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული «აიტიშნიკები», ემანსიპირებული ისტერიჩკები და მდიდარ «მამიკოზე» გათხოვების მოსურნე გოგონები გვახვევია. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე. ნაცია ნადგურდება? რა თქმა უნდა არა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ ავღზარდოთ სწორად ბავშვები, განსაკუთრებით აქტუალურია. უამრავი «პროგრესული» მეთოდი არსებობს. და მშობლები უკიდურესობბში ვარდებიან. ერთნი თავიანთ შვილებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევენ და შემდეგ უკვირთ, რომ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ბავშვი საერთოდ ვერ ადაპტირდება ცხოვრებასთან. მეორენი, პირიქით, მთელი ძალით ცდილობენ, რომ ბოლომდე დატვირთონ, თვლიან, რომ მთავარი ამოცანაა – გახსნან თავისი ბავშვის მრავალრიცხოვანი ნიჭები, და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვობას ართმევენ მას. ორივე შემთხვევაში მშობელს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ იმდენად «უყვართ» თავიანთი ბავშვები, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ ასახიჩრებენ. არსებობს კი ოქროს შუალედი? დღეს ამ რთულ საკითხს ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკისთან ერთად განვიხილავთ.

Read more of this post

ბეზდელნიკობის აქტიური ფაზა ჩემ ცხოვრებაში

homer simpson

2 დღის წინ ბოლო გამოცდები ჩავაბარე 🙂 ცოტა მაწვალეს მარა მაინც ჩავაბარე.
Read more of this post

რას იზავ მკვდარმა რო გაიღვიძო?

რა აზრიანი და აქტუალური კითხვაა ხო? :))

მარა, დაფიქრდით აბა.. რას იზავთ მკვდარმა რომ გაიღვიძოთ…

ესეთი თემა გავხსენი ერთ–ერთ ფორუმზე (ვინც მიცნობს, მიხვდება რომელზეც), დაახლოვებით ერთი წლის წინ. ხოდა გუშინ შემთხვევით გადავაწყდი…

ეხლა აქ დავწერ რა პასუხები გასცეს “გამოკითხულებმა” ამ კითხვას:

Read more of this post