ცოფიანი

ყველა სხვა ბლოგის თავზეც გავიარე

Tag Archives: ძაღლი

გიორგის ქალი გაუჩნდა

167

გიორგის ლოგინში ქალი გაუჩნდა. თავიდან ფიქრობდა, რომ ამაში საშიში არაფერი იყო და ქალი თავისით გაიწოვებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უფრო მეტიც _ ქალმა გავრცელება დაიწყო. ის სწრაფად გავრცელდა ოთახში, მოედო სამზარეულოს და დაიკავა სააბაზანოც. მეორე ოთახის გადარჩენაც კი ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ძალიან ცდილობდა და ყველანაირად ადეზინფიცირებდა ოთახს.

Read more of this post

ლეკვის 10 თხოვნა მომავალ პატრონს / ძაღლის მომავალი პატრონის 10 მცნება

puppy

1. მე სულ რაღაც 10-15 წელი ვიცოცხლებ. შენთან ყოველი განშორება ჩემთვის მტკივნეული იქნება. იფიქრე ამაზე მანამ სანამ მიყიდი. Read more of this post

ციმბირული ჰასკი

panda

პანდა

როდესაც ოქროსფერ რეტრივერზე ვწერდი პოსტს, იქ დავწერე

საწყალ ჰასკებს რო ყიდულობენ და სახლებში ჰყავთ, მეცოდენიან ხოლმე

მაგრამ ეხლა მეთვითონ ვარ ჰასკის ბედნიერი მფლობელი. და მინდა გითხრათ რო ჩემი ჰასკიც მშვენივრად გრძნობს სახლში თავს. ჩვენ აგერ უკვე თითქმის 2 თვეა ერთად ვცხოვრობთ, გვძინავს, ვჭამთ, ვსეირნობთ დილა-საღამოს და ნებისმიერ ამინდშიც. ერთხელ გამოფენაზეც ვიყავით მარა როგორც დამთვალიერებლები და არა როგორც მონაწილეები. ამ ჩვენი გასეირნებების დროს, არამარტო სხვადასხვა ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებსაც ვხვდებით ხოლმე, რომელთაგანაც ბევრი უბრალოდ შეხედვით არ კმაყოფილდება, მოდის ჩვენთან და ათას კითხვას გვისვამს. მარა 100 კაციდან რომლებიც ჰასკის დაინახავენ და დაიძახებენ:
_ “ვაა! რა ლამაზი ძაღლია”, 90 კაცი შემდეგ კითხვას ამას სვამს:
_ “ლაიკაა ხო?”

_ “არა, ციმბირული ჰასკი” ვუპასუხებთ 90-ვეჯერ. 7 კაცი იკითხავს, რო გერმანული ნაგაზია, ან მგელ-ძაღლა…ხოლო ის 3 კაცი ვისაც არც ლაიკა ეგონება, არც გერმანული ნაგაზი და არც მგელ-ძაღლა, იტყვიან:
_ “რა ლამაზი ძაღლია, ჰასკია ხო?”, ეს სამი ადამიანი გაკვირვების და სიხარულის გამო გვამახსოვრდება. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესენიც ჰასკის უბრალოდ ზედაპირულად იცნობენ.

იმათთვის, ვინც ჟურნალის ყდაზე ნახავს ჰასკის და იტყვის “რა ლამაზი ძაღლია!”, ასევე მათთვის ვისაც ოდესმე შევხვედრივართ და შევხვდებით გარეთ, ამ პოსტით ყველა კითხვაზე ვუპასუხებთ.

მაშ ასე, 100 კაცი და მათ კითხვებზე ჩვენი პასუხები

Read more of this post

Golden Retriever

უჭკვიანესი და ულამაზესი ძაღლია. მაგრად მიყვარს. ამიტომ ბლოგზე რო არ დამედო, სხვანაირად არ გამოდიოდა.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ ძაღლს თითქმის არ იცნობენ. მეგონა საერთოდ არ ყავდათ ჩვენთან, მარა 1–2 კვირის წინ ვაკის პაკში დავინახე და დიდ გაოცებასთან ერთად, იმედიც გამჩნდა, რომ ამ ძაღლს იოლად ვიშოვი.
კიდევ უფრო რომ გავიადვილო საქმე, უნდა შევეცადო ამ ჯიშის პოპულარიზაცია მოვახდინო საქრთველოში თუ არა, თბილისში მაინც 😀 .
Read more of this post